ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ

პარტია ახალის წევრს, ნოდარ ჩაჩანიძეს თავს დაესხნენ. ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ. რამდენიმე წუთის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ თავს დაესხნენ გირჩი – მეტი თავისუფლების წევრს, ბორის ჩელე ყურუას. ორი დღეა ოპოზიციურად და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს თავს ესხმიან. გუშინ, 8 მაისს თავს დაესხნენ ენმ-ის წევრს, დიმიტრი ჩიქოვანს, ასევე, აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ლაშა ღვინიანიძეს, ამასთან, ჭავჭავაძის […]

აბაშიძის ძმა: სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია… დარეგისტრირებული იარაღი აქვს

უჩა აბაშიძის ძმა, გიორგი აბაშიძე ამბობს, რომ უჩა სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია და სახლში დარეგისტრირებული იარაღი ჰქონდა. “მოლაშქრეა ყველამ იცის, მილიტარისტია… სტრაიკბოლის ფედერაციის ხელმძღვანელია, სათამაშო იარაღები გამოიტანეს… რა ვიცი… მათ შორის დარეგისტრირებული იარაღიც აქვს”, – თქვა გიორგი აბაშიძემ უჩა აბაშიძის დაკავების შემდეგ. პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის, გიორგი მახარაძის თქმით, უჩა აბაშიძეს იარაღისა და საბრძოლო […]

“გააჩერეთ ეს სამარცხვინო პროცესი, სანამ ტრაგედია დატრიალებულა!” – რომელ 6 პირს მიმართავს გახარია

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია: ადამიანებს, ახალგაზრდებს, მათ შორის, ბავშვებს, ურეკავენ ჯერ მუქარით, შემდეგ გინებით. თანაც მიზანმიმართულად შერჩეულ ნომრებზე, კონკრეტულ დროს, კონკრეტული გეოლოკაციით.

ბლოგერ უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან – ადვოკატი

სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. ის პოლიციელებმა სახლიდან რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ გაიყვანეს. ადვოკატებს საგამოძიებო მოქმედებების უდიდესი დროის განმავლობაში ადგილზე არ უშვებდნენ. ადვოკატის თქმით, დაკავებულს ამ ეტაპზე ეუბნებიან, რომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაშია ბრალდებული. “მას ყველანაირი იარაღი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და რამდენადაც ჩვენ განგვიცხადა, აქვს კანონიერად რეგისტრირებული, თუმცა, მან ასევე განაცხადა ისიც, რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი […]

მილერი: საქართველოსთან თანამშრომლობის დრო ჯერ კიდევ არის, მაგრამ კურსი უნდა შეიცვალონ

ჩვენ ღრმად გვაწუხებს ქმედებები, რომლებიც კანონმდებლობის გამპროტესტებელთა წინააღმდეგ და კანონპროექტის წინსვლისთვის მიიღეს. ჩვენ ვიცით სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციონერი აქტივისტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ შევიწროებისა და ფიზიკური ძალადობის გაზრდილი ცნობების შესახებ. ამას ვგმობთ და მოვუწოდებთ სრულიად დამოუკიდებელი და დროული გამოძიების ჩატარებისკენ. და მე მხოლოდ ვიტყვი, ფართო შეკითხვის პასუხად, საქართველოსთან 30 წელზე მეტია წარმატებული პარტნიორობა გვქონდა, გვსურს საქართველოსთან მუშაობის […]

ადვოკატი – უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა დაწყებული

ბლოგერ უჩა აბაშიძის ადვოკატის განცხადებით, უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საგამოძიებო მოქმედბები უჩა აბაშიძის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. „იარაღის და საბრძოლო მასალების უკანონო შეძენა-შენახვაზეა გამოძიება დაწყებული. ჯერ ექსპერტიზები დაინიშნება ამ იარაღზე და შემდეგ იტყვის გამოძიება, რომელიმე რეგისტრირებული იყო თუ არ იყო“, – […]

უჩა აბაშიძეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან – ადვოკატი

უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის თქმით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. როგორც ადვოკატის თქმით, მას უჩა აბაშიძემ უთხრა, ერთ-ერთი ოთახიდან ნივთები მის დაუსწრებლად გაიტანეს. “ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. მას ყველანაირი იარაღი, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჰქონდა კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განაცხადა ჩვენთან, რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი სახლიდან, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც […]

პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა

პოლიციამ სამხედრო ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავა ბლოგერი უჩა აბაშიძე საბრძოლო მასალის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. მისი ადვოკატის ცნობით, გამოძიება 236-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ […]

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს

პოლიციელებმა ბლოგერი უჩა აბაშიძე დააკავეს. პოლიციამ აბაშიძე სახლიდან ხელებაწეული გამოიყვანა და მანქანაში ჩასვა, უცნობია, სად გადაიყვანეს ბლოგერი. პოლიცია ბლოგერის სახლში რამდენიმე საათის წინ შევიდა. ახლობლების ინფორმაციით, მას ამ დროის განმავლობაში, ტელეფონის გამოყენებისა და ადვოკატთან დაკავშირების საშუალება არ ჰქონდა და ადვოკატებმა მისი ნახვა მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეძლეს. უჩა აბაშიძის სახლთან იმყოფებიან აქტივისტები.

თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა „საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამ გზავნილით უერთდება თბილისი ევროპის დღეს. ევროპის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა და „მშვიდობის ხიდი” ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.