ივანიშვილის მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გაიფიცნენ. “გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე მოვლენებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ კიუს სტუდენტები დგანან იქ, სადაც დგას თავისუფალი საქართველო. შესაბამისად, ჩვენ ვუერთდებით ქვეყანაში არსებულ საერთო სტუდენტურ პროტესტს და ვტოვებთ აუდიტორიებს იქამდე, სანამ ხელისუფლება ე.წ. “გამჭვირვალობის კანონს” უკან არ გაიწვევს. დიდება საქართველოს!” – ვკითხულობთ სტუდენტების განცხადებაში. შინაგან […]
პოლიციელებმა პარლამენტთან რამდენიმე მომიტინგე დააკავეს, მათ ნაწილს სცემეს

პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე მომიტინგე დააკავა, კადრებში ჩანს, პოლიციელები როგორ ურტყამენ მათ ნაწილს. ნეტგაზეთის რეპორტიორები, სულ მცირე, ორი ადამიანის დაკავებას შეესწრნენ. პოლიციელებმა პარლამენტის გვერდითა და უკანა შესასვლელები გამთენიისას გაათავისუფლა მომიტინგეებისას, პერიოდულად იყო დაპირისპირება მომიტინგეებთან. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა. „მთავარი არხისა“ და ტვ „პირველის“ ეთერში გადაცემულ ვიდეოკადრებში ჩანს, პოლიციელები როგორ ურტყამენ მუშტებს თავში დაკავებულს […]
ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს. ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. 09:00-ზე იურიდიულ კომიტეტს მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.
აქციაზე დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დააკავეს

ორშაბათ დილას პოლიციამ ძალით გამოყენებით დააკავა პარლამენტთან ღამისთევის აქციის ცალკეული მონაწილეები. რადიო თავისუფლების გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები დაკავებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ ერთ-ერთ მათგანს. მოქალაქეს პოლიციელებმა პერანგი და მაისური შემოახიეს და რამდენჯერმე თავში ჩაარტყეს. პოლიციის თანამშრომლების მიერ კიდევ ერთი დემონსტრანტის ცემა სხვა მედიასაშუალებებმაც გადაიღეს. ეს მოქალაქესაც წრეში მოაქციეს და თავში რამდენჯერმე ჩაარტყეს. დაძაბულობა ზაქარია ჭიჭინაძისა და […]
რუსული მხარის ინფორმაციით, ბელგოროდში კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა

ბელგოროდში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ცხედარი ამოიყვანეს და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 15-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, დაშავებულია 20 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შეგახსენებთ, გუშინ, რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდი დაბომბეს. ჭურვი ათსართულიან […]
საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს. იქამდე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად. ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც. ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს.
აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს

აქციის ორგანიზატორებმა დემონსტრანტებს ჭიჭინაძის ქუჩის გამაგრებისკენ მოუწოდეს. ამ წუთებში მომიტინგეები ჭიჭინაძის ქუჩისკენ მიემართებიან. “ჭიჭინაძის ქუჩა უნდა გავამაგროთ. ჩვენს თანამებრძოლებს ფიზიკურად უსწორდებიან”, – განაცხადეს აქციის მონაწილეების მისამართით. მანამდე ჭიჭინაძის ქუჩაზე, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა იყო. საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს.
აქციის მონაწილე აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეები არიან შეკრებილები, ერთ-ერთი მოქალაქე შეუძლოდ გახდა, მას პირველად სამედიცინო დახმარებას ამ წუთებში მოქალაქეები უწევენ. მამაკაცის განცხადებით, მას ე.წ. წიწაკის სპრეი სამართალდამცველმა შეასხა. ამასთან, აქციის მონაწილეების განცხადებით, შეხლა-შემოხლის დროს სამართალდამცველები ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. ცოტა ხნის წინ ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველებს და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიცია გზის […]
საიას განცხადებით, პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. არასამთავრობო ორგანიზაცია არ ეთანხმება შსს-ს და აღნიშნავს, რომ პარლამენტის შესასვლელებთან არა დემონსტრანტები, არამედ პოლიცია დგას. „2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები. 05:37 საათზე განცხადება […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს ბოთლებს ესვრიან. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე საქართველოს“ 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე. მათი მიზანია, დილას პარლამენტში არ შეუშვან უმრავლესობის წევრი დეპუტატები. დღეს “ქართულ ოცნებას” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მესამე საკომიტეტო […]