13 მაისიდან საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. რაც შეეხება მედიას, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან. შესაბამისად, სხვა მედიებს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე განხილვის პირობებშიც, სხვა მედიასაშუალებებს შენობაში მუშაობის საშუალება არ ექნებათ. პარლამენტი […]
პარლამენტთან კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს იურიდიული კომიტეტის სხდომის დაწყებამდე

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები „აგენტების კანონს“ აპროტესტებენ, პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა დილით, 09:00 საათზე უნდა დაიწყოს. პოლიციამ გამოიყენა გაურკვეველი სითხე, შემდეგ კი რამდენიმე ადამიანი დააკავა. პარლამენტთან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება 13 მაისის დილით დაიწყეს, კომიტეტის სხდომის დაწყებამდე დაახლოებით 3 საათით ადრე. ასე გაათავისუფლა პოლიციამ პარლამენტის შესასვლელამდე […]
დევიდ კამერონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური […]
ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა – დაკავებულია რამდენიმე პირიც

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. დაკავების საპასუხოდ მოქალაქეებმა მათ სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ინციდენტი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილებს მოჰყვა. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების მისამართით, რომლებიც პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ, სკანდირებენ: “მონებო”, “რუსებო”
„ქართული ოცნების“ დეპუტატები პარლამენტში მოქალაქეების შეძახილების ფონზე შედიან

მას შემდეგ, რაც პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები მოქალაქეებისთვის გადაკეტა, ხოლო, ჩიტაძის ქუჩა მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გაათავისუფლა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატები ავტომანქანებით შედიან უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს ეზოში. მათი გამოჩენისთანავე ისმის აქციის მონაწილეების შეძახილი: „მონებო! მონებო!“ 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა არის დანიშნული, რომელზეც მესამე მოსმენით განიხილავენ „აგენტების კანონს“. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების […]
უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ – “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც მათ “მონებს” და “რუსებს” ეძახიან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ. “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევთ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “მონებს” და “რუსებს” ეძახიან. ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს. ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის […]
საია – ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით – მივმართავთ შს მინისტრს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდარზე

მივმართავთ შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნათელი ხდება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისგან ტარდება შემწყნარებლური პოლიტიკა, რაც ასეთი ფაქტების პირდაპირი წახალისებაა, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული. აღნიშნული განცხადებით ისინი ეხმაურებიან გავრცელებულ ვიდეო კადრებს, სადაც ჩანს, რომ სამართალდამცავები აქციის მონაწილეს ფიზიკურად […]
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ვოლჩანსკთან „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, ხარკოვის მიმართულებით რთული ოპერატიული ვითარებაა. გენშტაბის მიერ გასულ ღამით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრძოლებია რუსეთთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკისთვის, სადაც მოწინააღმდეგეს მობილიზებული ჰყავს ხუთამდე ბატალიონი. უკრაინის გენერალური შტაბის თანახმად, „მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს“. რუსეთის ძალებმა ბელგოროდთან მოსაზღვრე ქალაქ ვოლჩანსკზე ინტენსიური სახმელეთო შეტევა 10 მაისიდან დაიწყეს. უკრაინის არმიის სარდლობამ ფრონტის ხაზის ამ მონაკვეთის […]
დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში შესვლა დაიწყეს. დეპუტატებს პარლამენტის ეზოში მანქანებით შესვლა შეძახილებისა და სტვენის ფონზე უწევთ. დღეს, 9 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილოს. მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან ღამე გაათენეს, რათა დეპუტატები შენობაში ვერ შესულიყვნენ და კომიტეტის სხდომა ვერ ჩატარებულიყო. თუმცა პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა და მოგვიანებით დაატოვებინა კიდეც. […]
გააკეთეთ განცხადება და აღკვეთეთ მსგავსი პრაქტიკა – საია გომელაურს აქციის მონაწილის ცემაზე

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა მინისტრს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს მიმართავს აქციის მონაწილის ცემასთან დაკავშირებით. “ვრცელდება უმძიმესი კადრები, როგორ უსწორდებიან წრეში მოქცეულ ძირს დაგდებულ დაკავებულ ადამიანს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები რიგ-რიგობით, მასზე ანგარიშსწორების, დამცირების, ღირსების შელახვის მიზნით. მივმართავთ: · შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, დაუყოვნებლივ გააკეთოს განცხადება მომხდართან დაკავშირებით და აღკვეთოს მსგავსი პრაქტიკა. წინააღმდეგ […]