ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ – სავარაუდოდ, დააკავეს მინიმუმ ერთი მომიტინგე

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცველები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს ისევ დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა პოლიციის მისამართით ბოთლები ისროლეს. სამართალდამცავებმა, სავარაუდოდ, მინიმუმ ერთი მომიტინგე დააკავეს. გარდა ამისა, საპოლიციო ძალები დემონსტრანტებს, ასევე, მედიის წარმომადგენლებს ტერიტორიას ატოვებინებენ და ქუჩის სრულად გათავისუფლებას ცდილობენ. მოქალაქეები სკანდირებენ: „საქართველო, მონებო“.
უკრაინის გენშტაბი – ვოლჩანსკისთვის ბრძოლა გრძელდება, მტერს ტაქტიკური წარმატება აქვს

უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის ხარკოვის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება, რთული ვითარება დინამიურად იცვლება, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. ამასთან, გენშტაბის ცნობით, ვოლჩანსკისთვის ბრძოლებში რუსებს ტაქტიკური წარმატება აქვთ. „საბრძოლო მოქმედებები პილნაია – ლუკიანცის, პილნაია – გლუბოკოეს, პილნაია – ოლეინიკოვოს, მურომი – ბუგრუვატკას მიმართულებებით მიმდინარეობს. გარდა ამისა, მტერი ახორციელებს თავდასხმის […]
პოლიციამ აქციის მონაწილეზე იძალადა

პოლიციამ მშვიდობიანი აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაკავების დროს რამდენიმე სამართალდამცველმა აქციის მონაწილეს სცემა. დაფიქსირდა აქციის სხვა მონაწილეებზე ძალადობის ფაქტებიც. ამ წუთებში პარლამენტთან სიტუაცია დაძაბულია. პერიოდულად ხდება დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის. სავარაუდოდ, დააკავეს რამდენიმე მათგანი.
საია: ძალის გამოყენების შსს-ს მიერვე დაანონსებული ფაქტობრივი საფუძველიც კი არ არსებობს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შსს-ს განცხადებისა და სპეცრაზმის მობილიზების საპასუხოდ წერს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძველი არ არსებობს. “2024 წლის 12 მაისის 22:00 საათიდან საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობს მშვიდობიანი აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. დაახლოებით დილის 05:30 საათისთვის თავისუფლების მოედნიდან რუსთაველის გამზირზე განლაგდნენ ე.წ. რობოკოპები და წყლის ჭავლის მანქანები. 05:37 საათზე განცხადება […]
პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლება დაიწყო

თბილისში, პარლამენტის შენობასთან „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე დემონსტრაციის წინააღმდეგ მოქმედება პოლიციამ 13 მაისს, დილით, 06:10 საათზე დაიწყო. პოლიციამ აქციის მონაწილეებს თავდაპირველად აიძულა, დაეტოვებინა ჩიტაძის ქუჩა. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების მშვიდობიანი დემონსტრანტებისგან გათავისუფლების დაწყებამდე, პოლიციელმა რუპორით გამოაცხადა, რომ დემონსტრანტებს 5 წუთს აძლევდა ტერიტორიის დასატოვებლად. „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქცია – „გაათენე საქართველოსთვის“ – 12 მაისს, 21:00 […]
პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელებს ატოვებინებს [LIVE]

ამ წუთებში პოლიცია აქციის მონაწილეებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ატოვებინებს. პოლიცია ცდილობს, მიწოლით გაიყვანოს ტერიტორიიდან ხალხი. ადგილზე რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. პოლიციამ უკვე სრულად გაათავისუფლა პარლამენტის უკანა შესასვლელი.
პარლამენტის უკან, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა იყო – ამ დროისთვის, ტერიტორიას სრულად იკავებს სპეცრაზმი, განლაგდა წყლის ჭავლის მანქანაც

პარლამენტის უკან, სადაც პოლიცია მოქალაქეებს ტერიტორიას ატოვებინებს, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლაა. აქციის მონაწილეები მათი მისამართით სკანდირებენ: „მონებო“, „მონებო“. იმის ნიშნად, რომ პროტესტი არის მშვიდობიანი, აქციის მონაწილეებს ხელები აქვთ ზემოთ აწეული. საბოლოოდ, პარლამენტის უკანა ტერიტორია სპეცრაზმმა სრულად დაიკავა, ადგილზე, ასევე, გამოჩდა ჭყლის ჭავლის მანქანაც.
საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს – ტერიტორია სპეცრაზმს უკავია

საპოლიციო ძალებმა ჩიტაძის ქუჩა და საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელი აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლებმა დემონსტრანტები რუსთაველის გამზირზე გადაიყვანეს. იქამდე სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს 5 წუთი მისცეს ტერიტორიის დასატოვებლად. ჩიტაძის ქუჩა სრულად სპეცრაზმს უკავია. სამართალდამცველებმა დაიკავეს პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერიც. ამ დროისთვის ჭიჭინაძის ქუჩის მომიტინგეებისგან გათავისუფლება მიმდინარეობს. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია „გაუთენე […]
პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერი სამართალდამცველებმა დაიკავეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან არსებული სკვერი სამართალდამცველებმა დაიკავეს. ახლა ისინი ცდილობენ, რომ პარლამენტის უკანა ტერიტორია მოქალაქეებს სრულად დაატოვებინონ. ისინი აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, პარლამენტის წინ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “მონებო”. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები, ადგილზე განლაგებულია ასევე წყლის ჭავლის მანქანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს მოუწოდა, არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების […]
შსს აქციის მონაწილეებს მოუწოდებენ, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და დემონსტრანტებს და აქციის ორგანიზატორებს, რომლებმაც რუსთაველის გამზირზე გაათენეს ღამე, მოუწოდა, გაათავისუფლონ პარლამენტის შესასვლელები. განცხადებაში წერია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, “მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს”. „აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე […]