ან ექნებათ რევოლუცია, ან გახდებიან ბელორუსი 2 – უკრაინელი დეპუტატი საქართველოზე

უკრაინული რადის ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო საქართველოში გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება. შესაბამის განცხადებას ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს და საქართველოში მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზსაც ასაჯაროებს. „ჩემი პროგნოზი საქართველოსთვის: რა იქნება შემდეგ? „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს ამ კანონპროექტს. ამას მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ფაქტობრივად „კრემლი“ გახლავთ, დაძლევს და უკვე […]

ფინეთის საგარეო კომიტეტის წარმომადგენელი – გაწევრიანების გადაწყვეტილებას არა საქართველოს მთავრობა, არამედ წევრი ქვეყნები იღებენ და ჩვენ ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აბსოლუტურად შეუძლებელი იქნება

მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს მთავრობა არ იღებს გადაწყვეტილებას 2030 წელს საქართველო გახდება თუ არა ევროკავშირის წევრი. იმედი გვაქვს, რომ მთავრობა ამ სულით ავადმყოფ კანონმდებლობას შეაჩერებს, – ამის შესახებ ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა, სებასტიან ტინკინენმა სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. “სამწუხაროდ, ბევრი ტყუილი იყო “ქართული ოცნების” მხრიდან. ერთ-ერთი ის არის, […]

პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა. ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს.

აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. მათ რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამ ფორმით ისინი პირისპირ დგანან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების წინაშე. აქციის მონაწილეებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვს ასევე შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ლევან ბეჟაშვილი, გიორგი ბოტკოველი; „სტრატეგია […]

ბადრი ჯაფარიძე – საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“ – ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს აშშ-ს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე

საფუძვლიანად არიან ინფორმირებულები, რა მავნებლობასაც ჩადის „ქართული ოცნება“ – ინსტრუმენტები ცნობილია, ყველაფერი აქვს შეერთებულ შტატებს, რაც შეიძლება მწარედ აისახოს „ქართული ოცნების“ ლიდერების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გეგმები ვერ განხორციელდება, „ამერიკის შეერთებული შტატები […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6866 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6804 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9005 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8892 ლარს შეადგენდა. […]

საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. ინფორმაციას მისი დედა, თამთა კალანდაძე ადასტურებს. “დიახ, მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!” – წერს კალანდაძე Facebook-ზე. ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზეც დააკავეს. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ გრიგორიადისმა შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით […]

ჰაკერი: აგენტების კანონის მიღება ქართველ ხალხში პროევროპულ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება

უცხოეთის აგენტების კანონის მიღება უგულებელყოფს და დიამეტრულად ეწინააღმდეგება ქართველ ხალხში დიდძალ პროევროპულ და დემოკრატიულ დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ქართველი ხალხი] მოიგებენ ამ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის, რუსული სტილის ტირანიის წინააღმდეგ.

რიში: კანონის მიღებით, საქართველოს მთავრობამ განაცხადა, ევროპული მომავალი არ აინტერესებს

დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.

რიში: კანონის მიღებით, მთავრობამ აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით

· 148 · · დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ეს არის მასიური სილის გაწნა ქართველების 80%-ისთვის, ვისაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს წერს ამერიკელი სენატორი, ჯიმ რიში X-ზე. ქართულმა ოცნებამ საზოგადოებრივი პროტესტისა და დასავლეთის კრიტიკის მიუხედავად დღეს რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო.