დანია: “ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ მთავრობას”

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლოკე რასმუსენი X-ზე წერს საქართველოს “უცხოური აგენტების კანონი” ევროპულ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ახლა იგი მიიღეს საქართველოს ნამდვილი პარტნიორების რჩევის საწინააღმდეგოდ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მოწოდებას დემოკრატიისკენ და მტკიცედ მივმართავთ საქართველოს მთავრობას, უკან წაიღოს კანონი და დაიცვას ევროკავშირის გზისადმი აღებული ვალდებულება.
“ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა იყოს გაწვეული” – ნორვეგია

უცხოური აგენტების კანონის მიღება, მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტისა და შეშფოთებისა, ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ზიანს მიაყენებს ურთიერთობას დიდი ხნის მეგობრებსა და პარტნიორებთან. ამ ნდობისა და პროგრესის აღსადგენად, კანონი უნდა იყოს გაწვეული”
“ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორს ფორმიანი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა.
“ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის” – რიში

დღეს სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებით საქართველოს მთავრობამ ცხადი გახადა, რომ ევროპული მომავალი არ აინტერესებს. ეს უდიდესი სილის გაწვნაა ქართველთა 80%-ისთვის, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს.
პარლამენტთან აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორ გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას ერთ-ერთმა სამართალდამცავმა ფეხის არეში ხელკეტი მაშინ დაარტყა, როდესაც ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, კერძოდ, როდესაც ის რუსთაველის გამზირზე არსებულ ვითარებას აშუქებდა. ამასთან, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ სამართალდამცავებმა ე.წ. წიწაკის სპრეიც გაუშვეს.
ომბუდსმენი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა,- ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად აღარ დგას მთლიანად აქციის დაშლის აუცილებლობა. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას. 14 მაისის 17:15 საათისთვის შსს მიერ გაცემულია მთლიანად […]
თინა ბოკუჩავა – ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად მაგიდაზე დევს და განიხილება, მასში შედის პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილის და „რუსული კანონის“ მხარდამჭერი დეპუტატების მიმართ

ყველა „ოფცია“ საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის დასაცავად დევს მაგიდაზე და განიხილება, ეს ჩანდა მათ შორის კონგრესმენების და სენატორების წერილებშიც , – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავა სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, მასში შედის პერსონალური სანქციების ოფცია ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, კონკრეტული „რუსული […]
ზურაბ ჯაფარიძე – ობრაიენთან შეხვედრაზე მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ქვეყანას, მოქალაქეებს და არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას

მთავარი გზავნილები იყო, რომ ამერიკა გვერდში დაუდგება ამ ქვეყანას, მოქალაქეებს და ის არ მიატოვებს ქართულ დემოკრატიას, – ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ობრაიენისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. რაც შეეხება პროტესტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესახებ, ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ჯერ კიდევ […]
გაერო საქართველოში ე.წ. „რუსული კანონის“ მიღების გამო წუხილს გამოთქვამს

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში რუსული კანონის მიღების გამო წუხილს გამოთქვამს. განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში წუხილს გამოთქვამს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო. კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და […]
ლაზარე გრიგორიადისი კვლავ დააკავეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი კვლავ დააკავეს, ინფორმაციას ადასტურებს მისი დედა, თამთა კალანდაძე. ასევე, დაკავებულები არიან სხვა პირებიც. ამ წუთებში მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარება დაძაბულია, სამართალდამცველები პერიოდულად აკავებენ აქციის ცალკეულ მონაწილეებს.