აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
მათ რუსთაველის გამზირზე, კერძოდ კი ქაშვეთის ეკლესიისა და პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს და ე.წ. ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. ამ ფორმით ისინი პირისპირ დგანან -ს სხვადასხვა დანაყოფების წინაშე.
აქციის მონაწილეებთან ერთად ცოცხალ ჯაჭვს ასევე შეუერთდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები , გიორგი ბოტკოველი; „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ; „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია და წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა.
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ, ჭიჭინაძის, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე განლაგებულია როგორც სპეცრაზმი და ასევე -ს სხვა დანაყოფები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს!“.

ასევე დაგაინტერესებთ

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს