“დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს!” – ლაზარე გრიგორიადისის დედა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან, დაკავებულებს შორის ერთ-ერთია 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი. მის დაკავებას რადიო თავისუფლებას უდასტურებს მისი დედა. იგი დაკავების მომენტში რუსთაველის გამზირზე არ იმყოფებოდა, თუმცა თავისი შვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია მიიღო ლაზარეს მეგობრისგან, რომელიც პარლამენტთან იყო. “დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის […]

მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს

ფოტო – მთავარი არხი საპოლიციო ძალების ფორმებში ჩაცმულმა, ნიღბიანმა ადამიანებმა რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს. ისინი ადგილზე მყოფ მოქალაქეების დაშლას ცდილობენ. შსს-ს მობილიზებული ჰყავს წყლის ჭავლის მანქანა. მზადყოფნაში არიან რობოკოპებიც. დააკავეს რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის, ლაზარე გრიგორიადისი. გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები მშვიდობიანი შეკრების ფორმებს გასცდნენ.

არ დგას აქციის დაშლის აუცილებლობა – მოგიწოდენთ, არ გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები – სახალხო დამცველი

არ დგას აქციის დაშლის აუცილებლობა – მოგიწოდენთ, არ გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები – სახალხო დამცველი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, განცხადებას ავრცელებს:

ისრაელის თავდაცვის ძალების ტანკები რაფას სიღრმეში შევიდა

სამშაბათს, ისრაელის ტანკები, რაფაში უფრო ღრმად შევიდა და სამხრეთ სასაზღვრო ქალაქის ზოგიერთ დასახლებულ უბანს მიაღწია. სწორედ ეს დასახლებული პუნქტებია თავშესაფარი იმ მილიონზე მეტი ადამიანის, რომლებიც შვიდთვიანი ომის შედეგად დევნილად იქცნენ. საერთაშორისო მოკავშირეებმა და ჰუმანიტარულმა ჯგუფებმა ისრაელს არაერთხელ მოუწოდეს, რომ ლტოლვილებით სავსე რაფაში სახმელეთო შეჭრა ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ განაცხადა, რომ ხუთშაბათს და პარასკევს […]

პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე გაურკვეველი ვადით აამოქმედეს

14 მაისს „აგენტების კანონის“ მესამე, საბოლოო მოსმენით მიღების შემდეგ, 17:00 სთ-დან გაუქმებამდე, პარლამენტის შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდება. „წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა. უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს […]

ეს რუსეთის ჩარევაა საქართველოში – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას ხედავს. შაპსი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება. “მათთვის, ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ […]

ნიკა გვარამია – ჯიმ ობრაიენთან შეხვედრაზე იმ „ცნობილმა“ ზარმა დამირეკა, ტელეფონი ხმამაღალ რეჟიმზე ჩავრთე და ყველამ მოისმინა, რაც ხდებოდა – არ მოხდება ის, რომ აშშ-მ ქართველი ხალხი მიატოვოს, რა მოხდება, ამას ვნახავთ

ის, რომ კანონი მიიღეს, ის, რომ „რობოკოპები“ დააყენეს, ის, რომ ზარი შემოვიდა ამ რანგის შეხვედრაზე, ეს არის „ქართული ოცნების“ სიმბოლო და ღია განაცხადი, რომ მათ აქვთ ასეთი დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, როცა […]

ბაბუის ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეთა აქციაზე სამართალდამცავებმა ლაზარე გრიგორიადისი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გრიგორიადისის ბაბუამ დაუდასტურა, თუმცა, მისთვის უცნობია, რის გამო მოხდა შვილიშვილის დაკავება. ცნობისთვის, პარლამენტთან აქციაზე პერიოდულად ხმაურია. სამართალდამცავები საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიის მომიტინგეებისგან გათავისუფლებას ცდილობს, რასაც აქციის მონაწილეები პროტესტით ხვდებიან. ადგილი აქვს დაპირისპირების ცალკეულ შემთხვევას. ცოტა ხნის წინ, პოლიციამ მომიტინგეთა დაკავება […]

მიხეილ სააკაშვილი – ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა – ხალხმა უნდა დაიცვას თავი

ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ხალხმა თავი უნდა დაიცვას. „ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა. ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველას სათითაოდ მიწვდებიან. წინ საქართველო!“, – წერს სააკაშვილი.

რობერტა მეცოლა – თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! – ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად

თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებას და სოციალურ ქსელში პოსტს ინგლისურთან ერთად ქართულ ენაზეც აქვეყნებს. „თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. […]