მიხეილ სააკაშვილი – გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს

გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი FACEBOOK-ზე წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის სცენაზე პოლიტიკოსების ერთად დანახვამ გაახარა. „გაერთიანებული საქართველო ხალხის ერთიანი წინამძღოლობით აუცილებლად გაიმარჯვებს! სცენაზე პოლიტიკოსების ერთად ნახვა გამიხარდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქვე იდგნენ ევროპელი პოლიტიკოსები, რაც ევროპის და საქართველოს […]

პარლამენტმა „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი „საქართველოს პატენტრწმუნებულთა შესახებ“, რომელიც პატენტრწმუნებულის კვალიფიკაციის მოპოვებასთან, რეგისტრაციასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხებს, ასევე პატენტრწმუნებულთა ასოციაციის შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებს დაარეგულირებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქპატენტი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შევიდა „საქართველოს საპატენტო კანონში“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში“, რაც ითვალისწინებს აღნიშნული კანონების შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ „საქართველოს […]

“გვჭირდება ძლიერი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არყევს იქამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი პროცესებზე კონტროლს არ დაკარგავს”- თამარ ჩერგოლეიშვილი

“გვჭირდება ძლიერი პროტესტი, რომელიც რეჟიმს არყევს იქამდე, ვიდრე ეს უკანასკნელი პროცესებზე კონტროლს არ დაკარგავს”- თამარ ჩერგოლეიშვილი ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ამ პროცესში პოლიტიკოსების როლზე, მათ შორის შეთანხმებაზე სოციალურ ქსელში წერს, თუ “რა სისტემას ვაფუძნებთ ცვლილების შემდეგ, რაც ქართველ ხალხს მომავალი ოლიგარქებისგან და მეგალომანიაკი ბელადებისგან დაიცავს.“ “მეგობრებო, წარმოიდგინეთ რომ ხართ […]

ზურაბიშვილი ტელეფონით შარლ მიშელს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. საუბრის სხვა დეტალები უცნობია. შარლ მიშელი ერთ-ერთი იმ დასავლელ ლიდერებს შორის, რომელიც რუსული კანონის მიღებას აკრიტიკებს. 14 მაისს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო. პრეზიდენტი კანონისთვის ვეტოს დადებას აპირებს.

USAID-ის ხელმძღვანელი: ეს კანონი პირდაპირი საფრთხეა აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობისთვის

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხელმძღვანელმა სამანტა პაუერმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც დაგმო პარლამენტის მიერ 14 მაისს მესამე მოსმენით რუსული კანონის მიღება და აღნიშნა, რომ კანონი საფრთხეს უქმნის მრავალწლიან პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის, რომელიც ადრეულ 90-იანებში დაიწყო. “მკაცრად ვგმობთ საქართველოს პარლამენტში კენჭისყრას “უცხოური გავლენის” კანონპროექტის სასარგებლოდ, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ცოცხალ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ […]

ერევანში საპროტესტო აქციაზე 12 ადამიანი დააკავეს

სომხეთის პოლიციის ცნობით, ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, მიზეზი სამართალდამცავების მიმართ დაუმორჩილებლობაა. ” კავკაზსკი უზელ-ის” ცნობით, ადგილობრივი დროით 12:30 საათისთვის ერევანში საპროტესტო აქციებზე 12 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ მედიას სომხეთის პოლიციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ზარზანდ გაბრიელიანმა განუცხადა. გაბრიელიანის თქმით, დაკავებულები პოლიციის განყოფილებებში გადაიყვანეს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის კანონიერი მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო და […]

ირაკლი კობახიძე – მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას

მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს. როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს ყურადღება მიმართულია სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრსა და სლოვაკი ხალხისადმი. „მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი”, – […]

პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, იან ბორჯს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა ვიზიტის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ეუთოსთან მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა მალტის თავმჯდომარეობის პერიოდში. “საუბარი შეეხო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის პრიორიტეტია გამჭვირვალე, […]

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო, ევროპულ საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს იან ბორგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ იან ბორგს მადლობა გადაუხადა ეუთოს მიერ საქართველოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და ეუთოს ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა დააფიქსირა. იან ბორგის განცხადებით, ეუთო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს […]

საკონსტიტუციო სასამართლომ №1618 სარჩელი არ დააკმაყოფილა – სასამართლომ დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უარყოფითად აისახება პირის ქცევასა და ფსიქიკაზე, რაც ხელს შეუშლის მას საჯარო სამსახურში დაკისრებული ფუნქციების განხორციელებაში

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა №1618 კონსტიტუციური სარჩელი („მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საკონსტიტუციო სასამართლომ, არსებითი განხილვის სხდომაზე მოწვეული ექსპერტისა და მის პრაქტიკაში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებიდან მომდინარე საფრთხეების შეფასების საფუძველზე დაადგინა, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება უარყოფითად აისახება პირის ქცევასა და ფსიქიკაზე, რაც ხელს შეუშლის […]