სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა – ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. “საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს” – აღნიშნავს ადმინისტრაცია. რუსულმა რეჟიმმა რუსული კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ვეტოს გამოიყენებს. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბოლო ერთ კვირაში რამდენჯერმე თქვა, რომ ვეტოს პროცედუროს ფარგლებში შესაძლებელია “პოზიციების შეჯერება”. კობახიძე ამბობს, რომ […]

საპატრიარქო: ბატონი როთის განცხადება სრულიად გაუგებარი, უადგილო და მიუღებელია

საქართველოს საპატრიარქო წერს, რომ მიუღებელია ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაილ როთის განცხადება მართლმადიდებელი ეკლესიისა და მმართველი პარტიის მოკავშირეობის შესახებ. გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეკლესია ადამიანებს პოლიტიკური პლატფორმების მიხედვით არ ყოფს და ” მუდმივად ცდილობს საზოგადოებაში დაპირისპირების აღმოფხვრას”. გთავაზობთ საპატრიარქოს განცხადებას სრულად: “გუშინ საქართველოში ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ სტუმართა შორის იმყოფებოდა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის […]

“ვთქვათ, მე დავაშავე, რა დააშავა ჩემმა შვილმა, რომ დაასანქცირონ?” – ჯაფარიძე

“ხალხის ძალის” წევრი ვიქტორ ჯაფარიძე ამბობს, რომ თუ რუსული კანონისთვის ხმის მიცემის გამო თავად დააშავა, ეს მის შვილზე არ უნდა აისახოს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ქართველი მოსახლეობის მიერ არჩეული წევრები და კანონის მიღებისთვის თუ დაგვასანქცირებენ, ეს რაღაც სიგიჟეში გადადის უკვე. მათ რატომ ჰგონიათ, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესები მათ უკეთ იციან, როგორაა. ესაა დემოკრატია, რომ უდანაშაულო […]

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება ამ ქვეყანაში, აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენტური გუნდით, არავითარი საპანიკო აქ არ არის

დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელ საფინანსო სისტემას არაფერი ემუქრება ამ ქვეყანაში, აკონტროლებს ამ პროცესებს ეროვნული ბანკი თავისი კომპეტენტური გუნდით, არავითარი საპანიკო აქ არ არის მე არ ვარ ეკონომისტი, არ ვარ საფინანსო მიმართულების ექსპერტი, მაგრამ შემიძლია გითხართ, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე სუფთა პოლიტიკური სპეკულაცია. მე რამდენადაც გადავამოწმე და მოვიკითხე, ბევრჯერ ყოფილა ამგვარი გაუფასურება ამ ბანკების […]

გაგნიძეს მოსკოვის “დინამოში” არ ათამაშებენ და შეიძლება “რაკუვში” წასვლა გაუხსენონ

football24 წერს, რომ მოსკოვის “დინამო” რუსეთის პრემიერლიგაში საუკეთესო სეზონს ატარებს, მწვრთნელი მარცელ ლიჩკა შემადგენლობასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ზაფხულში გუნდი გადახალისებას საჭიროებს, ექვს ფეხბურთელს და მათ შორის 21 წლის ლუკა გაგნიძეს დაემშვიდობება, რომელსაც თამაში არ უწევს: “დიდი ტალანტი საქართველოდან. “დინამომ” ლუკა 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა. ნახევარმცველმა სამშობლოში სატრანსფერო გაყიდვათა რეკორდი გაიმეორა. გაგნიძე თეთრ-ლურჯების მესაჭეთა გეგმებში ნამდვილად არ […]

ამერიკა უკრაინას სამხედრო მხარდაჭერის სახით $2 მილიარდს გადასცემს

შეერთებული შტატები კიევს უკრაინის შეიარაღებისთვის დამატებით $2 მილიარდს გადასცემს და იდგება მის გვერდში, ვიდრე უკრაინის სუვერენიტეტი რისკის ქვეშ იმყოფება. განცხადება 15 მაისს, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინის დედაქალაქიდან გააკეთა. პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევში გაიმართა, ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან ერთად მივიდა. „ჩვენ დამატებით 2 მილიარდ დოლარს გამოვუყოფთ უკრაინის საგარეო სამხედრო დაფინანსებას“, – განაცხადა […]

უნივერსიტეტის შენობაში დამარტყეს – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტს თავს დაესხნენ

თავდასხმა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტზე – ნაცემია ირაკლი მილაძე, სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტში შეხვედრას რუსული კანონის წინააღმდეგ აწყობდა. უნივერსიტეტში ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გვქონდა შეხვედრა. გვაინტერესებდა, ამ აქციებთან დაკავშირებით რა პოზიცია ჰქონდათ მათ. შევჯერდით რაღაც საკითხებზე და როცა გამოვდიოდი აუდიტორიიდან, რამდენიმე შავებში ჩაცმული სტუდენტი, რომელიც ამავე თვითმმართველობის წევრები არიან, მთხოვდა გვერდით გავსულიყავი, მეუბნებოდნენ, რომ სალაპარაკო ჰქონდათ. […]

რა მოჰყვა 2020 წელს ერდოღანის უარს პომპეოსთან შეხვედრაზე? – “თურქეთის ეკონომიკა მხოლოდ ამიტომ გადაურჩა სრულ ჩამოშლას” – რუსლან შავაძე

2020 წელს თურქეთის პრეზიდენტმა რ.ერდოღანმა უარი განაცხადა მაშინდელი ამერიკის სახელმწიფო მდივან მ.პომპეოსთან შეხვედრაზე, რასაც წინ უსწრებდა თურქეთის პროდასავლური კურსის რადიკალური ცვლილება, მასშტაბური აქციების დარბევა და პოლიტიკური მოწინააღმდეგების მასიური დაპატიმრებები. (რ.ერდოღანი ცდილობდა დამოუკიდებელი რეგიონალური პოლიტიკური აქტორის როლი მოერგო, რაც გაამაყარებდა მის პოლიტიკურ რეჟიმს და ფაქტობრივად კონფორნტაციაში შევიდა თავისივე პარტნიოერებთან) რასაც მოჰყვა თურქეთის ეკონომიკური რეცესია და კრიზისი […]

ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო მინისტრები უარყოფენ, რომ პაპუაშვილს დაეთანხმნენ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ლიეტუვის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა შეთანხმდა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯების სისწორეზე. პაპუაშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი და უარყო პაპუაშვილის განცხადება. „საჭიროდ მივიჩნევ განვმარტო, რომ ჩვენ არ დავეთანხმეთ, რომ საქართველო მართალი იყო, როდესაც უგულებელყო ევროპული რჩევები და ღირებულებები. […]

ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო შესულია რამდენიმე სააგენტოში, სიმართლეს არ შეესაბამება – ასოციაცია

„საქართველოს შემოქმედებითი ინდუსტრიის ასოციაციის“ (ACAG) განცხადებით, სიმართლეს არ შეესებამება ინფორმაცია, რომ პოლიცია და საგამოძიებო სამსახური რამდენიმე სარეკლამო სააგენტოს ამოწმებს. ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ გასული წლების მსგავსად, საკომუნიკაციო სააგენტოების ნაწილმა მიიღო შეტყობინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურისგან.