ჰელსინკის კომისია: ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის

ჰელსინკის კომისია საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას X-ზე ეხმაურება და წერს, რომ ეს ბნელი დროა ქვეყნის დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის. “გუშინ საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ გაიტანა რუსული სტილის კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, ხალხის ნების ძალადობრივი უგულებელყოფით და გვერდზე განუდგა მის დიდი ხნის წინ არჩეულ ევროატლანტიკურ გზას. ბნელი დროა საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებისთვის. […]

ოლივერ ვარჰეი – ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას

ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი აცხადებს, რომ საქართველოს ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივას. მისი თქმით, ისინი დგანან ქართველ ხალხთან ერთად. “ოფიციალურ პირებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი გადახედონ ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ქართველ ხალხთან და მათი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საბაზისო უფლებების და კანონის უზენაესობის არჩევანთან და თავიანთი ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევანთან […]

გია ხარჩილავა – როცა ვამბობთ, „არა რუსულ კანონს“, ჩვენ ვამბობთ: არა რუსეთს“ და „არა ყველაფერს რუსულს საქართველოში

ჩვენი ისტორიული ლოგიკის, ჩვენი წინაპრების მრავალათასწლოვანი მიზნების, ჩვენი გმირების თავგანწირვის საწინააღმდეგოდ, რუსეთმა ყველა დიდი საყრდენი იპოვა სწორედ საქართველოში, იპოვა დღეს ივანიშვილის რეჟიმის სახით და როცა ჩვენ ვამბობთ, „არა რუსულ კანონს“, ჩვენ ვამბობთ: „არა რუსეთს“ და „არა ყველაფერს რუსულს საქართველოში“, – ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა.ა გია ხარჩილავას განცხადებით, ახალგაზრდებმა თავის თავზე აიღეს ახალი […]

ბათუმში, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას, სხვადასხვა უნივერსიტეტისა და სკოლის მოსწავლეები მართავენ. მათ მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტების პროტესტს ყოველდღიურად უნივერსიტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ასევე, ლექტორ-პროფესორებიც უერთდებიან. სტუდენტების განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „კრემლისგან შთაგონებულია“ და ქართულ […]

პრეზიდენტთან და პრემიერთან საუბრის შედეგებზე შარლ მიშელი თავად აპირებს ინფორმაციის გავრცელებას

საქართველოს პრეზიდენტსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შალ მიშელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. – ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამ დროისთვის დეტალები უცნობია. ტვპირველის გავრცელებული ინფორმაციით, შარლ მიშელისა და ირაკლი კობახიძეს შორისაც შედგება საუბარი. პრეზიდენტთან და პრემიერთან საუბრის შედეგებზე შარლ მიშელი თავად აპირებს ინფორმაციის გავრცელებას.

ლექტორი, რომელმაც ივანიშვილის ცოლს მიმართა, ამბობს, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, როსტომ ცხვედიანი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ფორმულას ეთერიდან ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკა ხვედელიძეს მიმართა, ამბობს, რომ გამაფრთხილებელი ზარები მიიღო. “ჩემი აზრით, ძალიან მოზომილი გამოსვლა მქონდა და არავითარ შემთხვევაში არ ვიმსახურებდი მაგისთვის საყვედურს. იყო ბევრი უსიამოვნო ზარი, ლანძღვა-გინება არ ყოფილა, მაგრამ რომ არ მოველოდი, ისეთი შეფასება ჰპოვა ჩემმა გამოსვლამ, რა ძალა […]

ბაიდენი თანახმაა, ტრამპიც აპირებს დებატებში მიიღონ მონაწილეობა 27 ივნისს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა 15 მაისს, რომ დათანხმდა CNN-ის მიწვევას 27 ივნისის დებატებში მონაწილეობის შესახებ. Reuters-ის ცნობით, ბაიდენმა X.com-ით მიმართა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის შესაძლო მეტოქეს, დონალდ ტრამპს: “ახლა თქვენი რიგია, დონალდ. როგორც მითხარით: სადაც გინდათ, როცა გინდათ, ნებისმიერ ადგილას”. Fox News-ის თანახმად, ტრამპმა განაცხადა, რომ აპირებს პრეზიდენტ ბაიდენთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა CNN-ის არხზე […]

პრემიერი: ვგმობთ ფიცოზე თავდასხმას, ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი

მკაცრად ვგმობთ სლოვაკეთის პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოზე ბრუტალურ და უგუნურ თავდასხმას. ამ გამოწვევებით სავსე დროს ჩვენი ფიქრები მიმართულია მისდამი და სლოვაკი ხალხისადმი. წერს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე. სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოს ესროლეს და დაჭრეს. ის ჰოსპიტალიზებულია. პრორუსული პოლიტიკით ცნობილი ფიცო დაჭრეს ქალაქ ჰანდლოვაში კულტურის საზოგადოების ცენტრის წინ, სადაც მთავრობის შეხვედრა მიმდინარეობდა.

ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს – საბანკო ასოციაცია

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილური და ძლიერია. ქართული ბანკების სიმყარეს განაპირობებს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე და აქტივების მაღალი ხარისხი. – აღნიშნული განცხადება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საბანკო ასოციაციაში გააკეთეს. საბანკო ასოციაციის განცხადებით, ქართული ბანკები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მომხმარებლების მომსახურებას

რუსული თავდასხმების შედეგად, უკრაინა ელექტროენერგიის იმპორტის რეკორდულ ზრდას გეგმავს

ოთხშაბათს უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა თქვა, რომ ქვეყნის ენერგოსისტემაზე რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმებით ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი დაზიანების შემდეგ, უკრაინა რეკორდული მოცულობით ელექტროენერგიის იმპორტს გეგმავს. მინისტრმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ შესაძლოა ღამის საათებში ენერგიის დეფიციტი მაინც იგრძნობოდოეს. მოსალოდნელია, რომ ოთხშაბათს იმპორტი 23,692 მეგავატ/საათამდე გაიზრდება. სამშაბათის პიკი 21,072 მეგავატ/საათი იყო, ორშაბათის კი 19,484. „დღეს, უკრაინის თხოვნით, პოლონეთიდან, რუმინეთიდან და სლოვაკეთიდან ელექტროენერგიის […]