ლარი გაუფასურებას განაგრძობს – Bloomberg-ზე 1 აშშ დოლარი 2.8349 ლარად ივაჭრება

ლარი გაუფასურებას განაგრძობს. თბილისის დროით 10:30 საათზე Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 1 აშშ დოლარი 2.8349 ლარად ივაჭრება. ეროვნული ბანკის მიერ 15 მაისის დადგენილი კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7323 ლარი გახდა, რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9577 ლარია. შესაბამისად, ლარი დოლართან 4.6 თეთრით, ევროსთან კი 5.7 თეთრით გაუფასურდა.
მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა. შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე 15 მაისს გამოქვეყნდა და მას ხელს საქართველოს-პრემიერ მინისტრი აწერს. „საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსი“ 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში (შემდგომში – ადმინისტრაციული ორგანო) დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა […]
თეთრი სახლი – აშშ უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე“, – განაცხადა კარინე ჟან-პიერმა. მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედის ახალ პაკეტში. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს დახმარება გაუწიოს უკრაინელ […]
ჟან-ნოელ ბარო – საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც არასამთავრობოებისა და მედიის დისკრედიტაციას ახდენს – მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საფრანგეთს და ევროპას ესმის მისი

საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას, – ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და მედიის თავისუფლება. გარდა ამისა, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა. „გუშინ […]
„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ. ისინი ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები. სტუდენტები თავდაპირველად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. მათი თქმით, მსვლელობის გამართვას დღის განმავლობაში აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ზედიზედ მესამედ – “ბოსტონ სელტიქსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “ბოსტონ სელტიკსმა” “კლივლენდ” კავალიერსი 113:98 დაამარცხა, სერიაში კი 4:1 მოუგო და კონფერენციის ფინალში ზედიზედ მესამედ გავიდა. “ბოსტონიდან” საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი გახდა. “სელტიქსის” ლიდერმა” 25 ქულა, 10 მოხსნა და 9 შედეგიანი პასი მიითვალა. “მწვანეების” ცენტრმა ალ ჰორფორდმა 22 ქულა, 15 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა. “კავალიერსიდან” ევან მობლიმ საკუთარ […]
“იუვენტუსმა” იტალიის თასის ფინალში “ატალანტა” დაამარცხა [VIDEO]

იტალიის სუპერთასის ფინალში “იუვენტუსმა” “ატალანტა” 1:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული 2021 წლის შემდეგ პირველად მოიგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-4 წუთზე “ბიანკონერის” სერბმა ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა გაიტანა. ტურინულმა გუნდმა იტალიის სუპერთასი ისტორიაში მე-15-ედ მოიპოვა, რაც ქვეყნის საუკეთესო შედეგია. “ბებერი ქალბატონის” შემდეგ ყველაზე მეტი სუპერთასი “ინტერს” და “რომას” (ორივეს 9-ჯერ) აქვთ მოგებული. გასპერინის “ატალანტა” კოპა იტალიას ფინალში […]
ო’ბრაიენი სანქციების შესახებ საუბრობს

“Როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებითა და ძალიან ძლიერი სამართლებრივი საფუძვლით. ეს არ არის ის, რაც ერთ ღამეში კეთდება“,- ამბობს ჯიმ ო’ბრაიენი
ევროპარლამენტარები: გაიწვიეთ კანონი, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს ქვეყანაში

ევროპარლამენტში მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უკან გაიწვიოს რუსული კანონი იქამდე, სანამ ის უფრო ღრმა განხეთქილებას გამოიწვევს ქვეყნის შიგნით და კიდევ უფრო მეტად შეუქმნის საფრთხეს საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობასა და ევროპულ მომავალს. ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის დევიდ მაკკალისტერის, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელის მარინა კალიურანდის და საქართველოს საკითხზე მომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადებაში ვკითხულობთ. განცხადება სრულად: […]
მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

მთავრობამ “ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით” 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა. “საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი განისაზღვროს უქმე დღედ. ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო […]