„შექმნეს დიდი იარა, რომელიც მხოლოდ საფონდო ბირჟებზე აქციის ფასებზე კი არა, გარდაუვალად მთელ ეკონომიკაზე აისახება“ – ნიკოლოზ შურღაია ე.წ. რუსულ კანონზე

„კანონზომიერია ეს პროცესი და არაფერი გასაკვირი ამაში არაა. გასაკვირი ისაა, რომ აქამდე ვერ ვიგრძენით მთელი სისრულით ეს რამდენად სერიოზული საკითხია“, – ასე აფასებს ყოფილი ბანკირი და მენეჯერი ნიკოლოზ შურღაია „კომერსანტთან“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასების ვარდნას, რაც ე.წ. რუსული კანონის დამტკიცებას უკავშირდება. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ნეგატიურად აისახება ქვეყნის […]
შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს. შარლ მიშელის თქმით, მან სალომე ზურაბიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. „საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე დღეს საქართველოში არსებული მდგომარეობა, რასაც მოჰყვა ზარი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. კიდევ ერთხელ გავიმეორე ჩემი სრული მხარდაჭერა, […]
„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს” – ამ მოწოდებით სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები დილიდან აქციას მართავენ. ისინი ამ წუთებში ტექნიკური უნივერსიტეტთან არიან შეკრებილები. სტუდენტები თავდაპირველად გმირთა მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ტექნიკური უნივერსიტეტისკენ გაემართნენ. მათი თქმით, მსვლელობის გამართვას დღის განმავლობაში აპირებენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები – კახა კალაძე

„სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უწყობენ უცხოელი პოლიტიკოსები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ამის დასტურია წინა დღეების აქციები, როცა აქციაზე უცხოეთის პოლიტიკოსები სიტყვით გამოვიდნენ. „სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას ხელს უყწობენ უცხოელი პოლიტიკოსები. ამის მაგალითი იყო გუშინდელი აქცია. უცხოელი პოლიტიკოსები პირდაპირ მივიდნენ და გამოვიდნენ სიტყვით აქციაზე. ეს არის პირდაპირი ჩარევა […]
„აშშ უკრაინისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალ პაკეტს ამზადებს“ – თეთრი სახლი

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის შეიარაღებულ ძალებისთვის იარაღისა და სამხედრო ტექნიკის ახალი პარტიის გასაგზავნად ემზადება. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა. „ჩვენ ასევე ვმუშაობთ უკრაინის გადაუდებელი დახმარების კიდევ ერთ პაკეტზე“, – განაცხადა კარინე ჟან-პიერმა. მან არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რა შედის ახალ პაკეტში. ამასთან, თეთრი სახლის პრესსპიკერის თქმით, შეერთებული შტატები ცდილობს დახმარება გაუწიოს უკრაინელ დამცველებს […]
პუტინი პეკინში შეხვდა „ძვირფას მეგობარ“ სი ძინპინს

დღეს პეკინში გაიმართა ჩინეთის და რუსეთის პრეზიდენტების, სი ძინპინის და ვლადიმირ პუტინის მოლაპარაკებები – ჯერ ვიწრო, შემდეგ კი გაფართოებული შემადგენლობით. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეხვედრა საერთო ჯამში 2,5 საათს გაგრძელდა. სანამ სი ძინპინი და პუტინი შეხვედრას დახურულ კარს მიღმა გააგრძელებდნენ, ჩინეთის მეთაურმა განაცხადა, რომ ჩინეთი და რუსეთი აღრმავებენ სტრატეგიულ ურთიერთქმედებას, აფართოებენ ურთიერთმომგებიან თანამშრომლობას და მათი […]
მთავრობამ 17 მაისი უქმე დღედ გამოაცხადა

„ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ განსაზღვრის შესახებ“, – ასეა დასათაურებული შესაბამისი დოკუმენტი. ადმინისტრაციულ ორგანოს თავად შეეძლება დაუშვას გამონაკლისი და განსაზღვროს იმ სამსახურებისა და თანამშრომლების ჩამონათვალი, რომლებზეც ეს დადგენილება არ გავრცელდება. 17 მაისი ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ის პირველად 2005 წელს აღინიშნა. თარიღი სიმბოლურად შეირჩა […]
17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისი უქმე დღედ განისაზღვრა, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება, თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას. […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

16 მაისს ქუთაისში +20 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს […]
სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სახალხო დამცველს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში სახალხო დამცველს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. შეხვედრაზე, საპროტესტო აქციებზე მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები განიხილეს. ლევან იოსელიანმა სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო აქციებზე დაკავებულებისა და სამკურნალო დაწესებულებებში მოთავსებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.