17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა

მთავრობის დადგენილებით, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით 2024 წლის 17 მაისის უქმე დღედ გამოცხადდა, ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეზე ვრცელდება. დადგენილება 15 მაისითაა დათარიღებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე. არ ვრცელდება ასევე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საქმიანობაზე.
სტუდენტები გაიფიცნენ

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 უნივერსიტეტია გაფიცული. აუდიტორიები ცარიელია. ლექტორები პროტესტზე მყოფ სტუდენტებს უერთდებიან. “გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა 13 მაისს მესამედ უყარა კენჭი და მიიღო. პრემიერი აცხადებს, რომ ის კანონად აუცილებლად იქცევა.
შალვა პაპუაშვილი – ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნებში

ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში უცხოელი პოლიტიკოსების მონაწილეობა ქართველი ხალხის მიმართ უბრალოდ არამეგობრული ჟესტი კი არა, იმის სიმპტომიცაა, რომ რუსეთის მთავრობამ თავის ყველაზე მწვავე ოპონენტებს მსოფლმხედველობის ნაწილი გადასდო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ბალტიელი პარტნიორების მთავრობებში ზოგიერთი მეტისმეტად შორს გაიტაცა საკუთარმა რიტორიკამ. მისი თქმით, “სამყაროს შავ-თეთრად წარმოდგენამ […]
ვოლფგანგ ბიუხნერი – გერმანია იზიარებს შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს

ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს, – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პრესმდივნის მოადგილის, ვოლფგანგ ბიუხნერის განცხადებას Tagesspiegel-ი ავრცელებს. ბიუხნერი საქართველოს მთავრობას 2023 წელს აღებულ ვალდებულებას შეახსენებს და განუმარტავს, რომ “მსგავსი კანონი უპირობოდ გაიწვიოს”. „ჩვენ ვიზიარებთ შეშფოთებას, რომ ეს კანონი საქართველოს მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების გზას აშორებს. ჩვენ ჯერ კიდევ მიგვაჩნია, […]
ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით თბილისში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალი გაიმართა

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მე-7 მინისტერიალი გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მიიღეს და შეთანხმების ფარგლებში […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტი თბილისის ურბანულ ნარგაობებში არსებულ დიდტანიან მერქნიან მცენარეებს იკვლევს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგარარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის – მაგისტრატურა, აგრარული ტექნოლოგიების საგანმანათლებლო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი გიორგი ანდიაშვილი მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის ინოვაციური მეთოდის პრაქტიკაში გამოყენებაზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, გიორგი ანდიაშვილის სამაგისტრო თემის – „იმპულსური ტომოგრაფია – მერქნიან მცენარეთა მდგომარეობის კვლევის ინოვაციური მეთოდი. პრაქტიკული გამოყენება“, […]
“ნაპოლის” “უხერხული” სეზონი, ხვიჩა ევროტურნირებს მიღმა არ გვსურს!.. – მიქაუტაძისა და დისკვალიფიცირებული კიტეიშვილის გადამწყვეტი მატჩები

იტალიის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში მოქმედი ჩემპიონი “ნაპოლი” “ფიორენტინას” ესტუმრება – პარასკევს, 17 მაისს, თბილისის დროით 22:45 საათზე. ეს გუნდები ერთმანეთს მერვე ადგილისთვის ეცილებიან. ნეაპოლელები მეტოქეს 2 ქულით ჩამორჩებიან. “ფიორეს” “ოლიმპიაკოსთან” კონფერენს ლიგის ფინალი ელის და სრული კონცენტრაცია მასზე აქვს გადატანილი. ვინჩენცო იტალიანო გუნდიდან მიდის. არსებული ვითარების გათვალისწინებით, “ფიორენტინას” მერვე ადგილი კონფერენს ლიგისთვის შეიძლება საკმარისი იყოს, […]
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-7 მინისტერიალზე შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განვითარების შემდგომი ეტაპები განიხილეს

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით თბილისში „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე” გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, მე-7 მინისტერიალი გაიმართა. ღონისძიებაში საქართველოს გარდა მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის, უნგრეთის, რუმინეთის და ბულგარეთის მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლებმა და შეთანხმების ფარგლებში ინიცირებული „მწვანე ენერგიის დერეფნის” პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მიმდინარეობის, პროექტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის […]
„კანონის ამოქმედების შემთხვევაში ქვეყანა დაკარგავს თავის მთავარ კონტრიბუტორს – ტურიზმს, რაც ბიუჯეტის ძირითადი მასაზრდოებელია“ – ალექსანდრე გიორგიძე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, კანონის მიღებას ხმა მისცა 84-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი. რა ზეგავლენას მოახდენს აღნიშნული კანონი ტურიზმის სექტორზე და რას მოუტანს ქვეყანას, თემაზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ალექსანდრე გიორგიძემ ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული კანონი გრძელვადიან პერსპექტივაში სექტორისთვის ძალიან დამაზიანებელია, ტურიზმი მიჯაჭვული დარჩება მხოლოდ […]
“გუნდი ერთ ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა იყოს” – სპალეტიმ “ნაპოლიზე” ისაუბრა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში “ნაპოლის” მიმდინარე სეზონის შესახებ ისაუბრა. ტოსკანელი სპეციალისტის თქმით, “პარტენოპეის” ამჟამინდელი პრობლემები გასულ ზაფხულს კლუბის მიერ მიღებულმა რამდენიმე არასწორმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია. “გულწრფელად ვწუხვარ, რომ ჩემს ყოფილ გუნდს ცუდი სეზონი გამოუვიდა. საჭიროა, რომ ფეხბურთელები სწორად შეარჩიო და გუნდი ერთ ფეხბურთელზე არ იყოს დამოკიდებული. შარშან ყველანი ერთი […]