დეშამმა კანტე დააბრუნა – ევროპის ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საფრანგეთის სამწვრთნელო შტაბმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. დიდიე დეშამის განკარგულებაში 25 ფეხბურთელი იქნება. აღსანიშნავია, რომ “მამლების” განაცხადში “ალ-იტიჰადის” ნახევარმცველი ნგოლო კანტე დაბრუნდა. მეკარეები: ალფონს არეოლა (ვესტ ჰემი), ბრაის სამბა (ლანსი), მაიკ მენიო (მილანი) მცველები: ჟიულ კუნდე (ბარსელონა), ბენჟამინ პავარი (ინტერი), იბრაჰიმა კონატე (ლივერპული), ვილიამ სალიბა (არსენალი), დაიო უპამეკანო (ბაიერნი), ტეო ერნანდესი (მილანი), ბენჟამინ […]

ანექსირებულ სევასტოპოლზე დრონებით მასირებული შეტევა იყო, ქალაქი ელექტროენერგიის გარეშეა

უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო უკრაინის ქალაქ სევასტოპოლზე, რომელიც 2014 წლიდან რუსეთის მიერაა ანექსირებული. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, მასირებული იერიში ღამის სამი საათიდან დაიწყო. მოსკოვის მიერ სევასტოპოლის „გუბერნატორად“ დანიშნული მიხაილ რავოჟაევის თანახმად, რუსმა სამხედროებმა მასირებული შეტევა „წარმატებით მოიგერიეს“ და „გაანადგურეს ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი და ხუთზე მეტი უეკიპაჟო კატერი“. რაზვოჟაევი მაშველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არავინ დაშავებულა. […]

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში მსვლელობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში საზეიმო მსვლელობა გაიმართება. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, 12:00 საათზე სამღვდელოება და მრევლი ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში შეიკრიბება, სადაც 13:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სამღვდელოებასთან ერთად, აღასრულებს პარაკლისს, რომლის დასრულების შემდეგ მოეწყობა საზეიმო მსვლელობა სამების ტაძრისკენ, მსვლელობის ბოლოს შესრულდება სამადლობელი პარაკლისი. […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 მაისს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, იარაჯულები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ბიჩნიგაურები, ქვემო არანისი, უნდილაანი, მღვიმე და მიმდებარე სოფლებში; […]

დრონებით მასირებული შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ობიექტებზე

გამთენიისას უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს პორტსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე. ამის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები იუწყებიან. დრონებით თავდასხმას ადასტურებს ადგილობრივი ხელისუფლება. ტელეგრამ-არხები ნოვოროსიისკის მცხოვრებთაგან მიღებულ ცნობებზე დაყრდნობით წერენ, რომ ქალაქში სულ მცირე 10 აფეთქება იყო, მათ შორის პორტში, მაზუთის ტერმინალსა და კომპანია „ტრანსნეფტის“ ტერმინალზე. კარსნოდარის მხარის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის […]

მოლდოვაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი 20 ოქტომბერს ჩატარდება

მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი 20 ოქტომბერს დანიშნა. აპრილის შუა რიცხვებში მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის კონსტიტუციაში შეტანილი არაერთი ცვლილება დაამტკიცა. ამრიგად, რესპუბლიკის ფუნდამენტურ კანონს დაემატება განყოფილება – „ევროპული ინტეგრაცია“, რომელიც მოიცავს მუხლს : „დამფუძნებელ ხელშეკრულებებთან შეერთების შესახებ და ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულებების გადასინჯვის აქტები.“კონსტიტუციაში არსებული სიახლეების შესახებ კანონპროექტი მას შემდეგ შევა ძალაში, რაც საკონსტიტუციო […]

Reuters – “დიდი შვიდეულის” ქვეყნები მხარს დაუჭერენ ევროკავშირის ინიციატივას რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების შესახებ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები მომავალ კვირას, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერენ ევროკავშირის ინიციატივას გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციის შესახებ, – ამის შესახებ Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, “დიდი შვიდეულის” ქვეყნები ევროკავშირის წინადადებას მხარს დაუჭერენ ქვეყნების ფინანსთა მინისტრების დონეზე გამართულ შეხვედრაზე, რომელიც 24-25 მაისსაა დაგეგმილი. ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, განაცხადა, რომ დისკუსიები ეხება რუსეთის ფედერაციის […]

აშშ-მა რუსეთის მოქალაქეებს და რუსულ კომპანიებს, ჩრდილოეთ კორეის მხრიდან იარაღის მიწოდების ხელშეწყობისთვის, სანქციები დაუწესა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის ორ მოქალაქესა და სამ რუსულ კომპანიას, ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთის იარაღის მიწოდებაში მონაწილეობისთვის, სანქციები დაუწესა. უწყების ცნობით, დასანქცირდნენ რაფაელ ღაზარიანი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, „ტრანს კაიტალი“ და „რაფორტი“, ისევე როგორც ალექსეი ბუდნევი და მისი კომპანია „ტექნოლოგია“. „გადაწყვეტილება ასახავს ჩვენს სურვილს, ხელი შევუშალოთ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას რუსეთთან”, – განაცხადა ფინანსთა […]

სისხლის სამართლებრივი დევნის გამო გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატს იმუნიტეტი მოუხსნეს

ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილე გერმანიის მემარჯვენე პოპულისტური პარტია “ალტერნატივა გერმანიისათვის” (AfD) კანდიდატი პეტერ ბისტრონი ქრთამის აღებასა და ფულის გათეთრებაშია ეჭვმიტანილი. მიუნხენის გენერალურმა პროკურატურამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო პლატფორმა “ევროპის ხმის” (Voice of Europe) ირგვლივ ატეხილი სკანდალის შემდეგ. სასამართლოს ორდერის საფუძველზე ჩხრეკა ჩატარდა დეპუტატის ბერლინის ოფისში, ასევე მიუნხენის, დეგენდორფის, ერდინგისა და მაიორკის საცხოვრებელ ადგილებში. ჩხრეკაში მონაწილეობა მიიღო […]

ოსიმენის გარეშე – როგორი იქნება “ფიორენტინასთან” “ნაპოლის” შემადგენლობა?

სერია A-ს 37-ე ტურში “ნაპოლი” სტუმრად “ფიორენტინას” დაუპირისპირდება. ფლორენციული მედიის ცნობით, მატჩს დაახლოებით 28 ათასი მაყურებელი დაესწრება. Areanapoli იტყობინება, რომ ნეაპოლურ გუნდს კუნთის გადაღლილობის გამო ვიქტორ ოსიმენი ვერ დაეხმარება და თამაშს შემდეგი შემადგენლობით დაიწყებს: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ჟუან ჟეზუსი, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, კაიუსტე, პოლიტანო, კვარაცხელია, ოსიმენი. პირველ წრეში “ნაპოლი” სახლში “ფიორენტინასთან” 1:3 დამარცხდა, დღეს […]