„2-5 წელი შეიძლება გადავაგოროთ ჩინეთიდან ჩადებული ფულით და უზბეკეთში ექსპორტით“ – რა გავლენა ექნება „რუსულ კანონს“ ინვესტიციებზე

საინვესტიციო მიმართულებით კანონის შედეგად გამოწვეული პრობლემები შესაძლოა, საქართველომ 2-5-წელი ჩინეთიდან ჩადებული ფულით გადააგოროს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფითი ეფექტი გარდაუვალია, – ამის შესახებ bpn-თან ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტი გიორგი პაპავა აცხადებს. მისი თქმით, გრძელვადიან პესპექტივაში ქვეყანას „კერძო სექტორთან მჭიდრო ურთიერთობა სჭირდება და არა ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, როგორიცაა ოფშორების შესახებ კანონი და სხვები“. „ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, […]
„ოთხმა ფორმიანმა სცემა, ტვინში ჰემატომა აქვს, შაბათს უტარდება ოპერაცია“ – ანტირუსულ აქციაზე ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა

პარლამენტთან, რუსული კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციის დროს ნაცემი აშშ-ის მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა. “მთავარის” ინფორმაციით, სასტიკად ნაცემ კაცს თავის ტვინზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. დაზარალებულს სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. აღნიშნულს მისი მეგობარიც გვიდასტურებს, თუმცა მას საკუთარი ვინაობის გამხელის ეშინია. ის გვიყვება, რომ აშშ-ის მოქალაქეს ფორმიანები გაუსწორდნენ, თუმცა მძიმე ტრავმების გამო, დეტალები არ ახსოვს. დაზარალებულის […]
“კანონი წავიკითხე, შედეგებიც განვჭვრიტე” – როსტომ ცხვედიანის პასუხი ეკატერინე ხვედელიძეს

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი როსტომ ცხვედიანი პასუხობს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს, რომელმაც გუშინ როსტომ ცხვედიანის პასუხად განცხადება გამოაქვეყნა. გუშინ ხვედელიძემ მას მიმართა კითხვით, წაკითხული აქვს თუ არა კანონი, რაზეც როსტომ ცხვედიანი პასუხობს, რომ კანონი წაიკითხა და შედეგებიც განჭვრიტა. როსტომ ცხვედიანი წერს, რომ კანონი, რომელსაც ცივილური სამყარო იწუნებს და ამბობს, რომ ამით არა […]
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ჩემი ოჯახი წელს ასე გამოიყურება, ამიტომ ბავშვებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დღეს, 17 მაისს არ გაიმართება. როგორც აქციების ერთ-ერთი აქტიური წევრი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, დღეს აქტივისტებისთვის უქმე დღეა. „და როგორც იქნა, ჩვენი უქმე დღეც დადგა. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩემი ოჯახი წელს ასე გამოიყურება, ამიტომ ბავშვებო, დედებო, მამებო, ბებიებო, ბაბუებო, ჩვენს ოჯახს გაუმარჯოს,“ – წერს ნანუკა და […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს აქციას არ გამართავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგეების აქცია პარლამენტთან გვიან ღამით დასრულდა. აქციის მონაწილეების თქმით, კანონპროექტის გასაპროტესტებლად დღეს არ შეიკრიბებიან, რადგან ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით იგეგმება ღონისძიებები და არ სურთ არეულობის გამოწვევა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ სამომავლო, კონკრეტული გეგმები მათთვის უცნობია, თუმცა პროტესტს შაბათიდან ისევ განაგრძობენ.
რუსეთი: უკრაინის 100-ზე მეტი დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, 17 მაისს ღამის საათებში უკრაინამ რუსეთზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა. რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ანტი-საჰაერო სისტემებმა 100-ზე მეტი დრონი გაანადგურეს. აქედან 51 ყირიმის ნახევარკუნძულის თავზე ჩამოაგდეს, 44 კრასნოდარის ტერიტორიაზე და 6 ბელგოროდის რეგიონში. ამასთან ერთად, რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შავ ზღვაში ეკიპაჟის გარეშე მცურავი ექვსი ნავი გაანადგურეს. რუსეთის მტკიცებით, […]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში – ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

ჩინეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში ვაკო ყაზაიშვილის “შანდონგ ტაიშანმა” “შენჟენს” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა, ქართველმა ფეხბურთელმა კი გოლი და შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ჩვენებურმა მიმდინარე ჩემპიონატის 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის ანგარიშზე უკვე 4 ზუსტი დარტყმა მოდის. ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატს ამ ზამთარს თავისუფალი აგენტის სტატუსით სამხრეთკორეული “ულსან ჰიუნდაიდან” მიაშურა. მისი “შანდონგ ტაიშანი” 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 პოზიციას […]
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

17 მაისს ქუთაისში +19 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11. ბათუმში დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. ფოთში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს. ნალექიანი დღეა ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს […]
ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ეკლესიიდან სამების ტაძრამდე საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა გაიმართება

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, თბილისში 12:00 საათზე ქაშვეთის ეკლესიიდან საზეიმო მსვლელობა-ლიტანიობა ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრამდე გაიმართება, სადაც პარაკლისს მეუფე შიო აღავლენს. მამა იოანე მჭედლიშვილი ამბობს, რომ ქართული ოჯახების ნაწილი დიდი გამოწვევების წინაშეა, რაც ბავშვებსა და მოზარდებზე გავლენას ახდენს, ამიტომ ეკლესია მათ გვერდითაა და ამ დღეს მათთან ერთად აღნიშნავს. „სამწუხაროდ, დღეს უამრავი […]
გარდაბანში, დის მკვლელობის ბრალდებით, 2001 წელს დაბადებული პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი.-ს, რის შემდეგაც […]