ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციები ფასი იზრდება. დღეს, ვაჭრობის გახსნიდან დაიწყო ზრდა როგორც „საქართველოს ბანკის“ და „თიბისის“ აქციების ღირებულება, ასევე „საქართველოს კაპიტალის“. თბილისის დროით 11:30 საათისთვის: „საქართველოს ბანკის“ (BGEO) აქციების ფასი 3.94%-ით შემცირდა და ამჟამად ერთი აქციის ღირებულება 43.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 1.859 მილიარდი სტერლინგია. რაც შეეხება TBC PLC-ის […]

„ოჯახი და სარწმუნოება ნამდვილად არ არის საღლიცინო და ნურც უცხოელები მისცემენ უფლებას საკუთარ თავს, აუგად მოიხსენიონ ჩვენი ფასეულობები“ – გოგა ჩანადირი

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ქართული კულტურის ღირებულებებსა და ზოგიერთი ადამიანისგან მათ აუგად ხსენებაზე საუბრობს. „არასწორია ოჯახზე და მართლმადიდებლობაზე ღლიცინი. ოჯახი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. ზნეობრივი ოჯახი ზნეობრივ სახელმწიფოს ნიშნავს. ოჯახის გარეშე ქვეყანა ვერ განვითარდება. მართლმადიდებლობა კი ქართველთათვის რწმენა, ხელოვნება და ისტორიაა. ამ რწმენას, ხელოვნებასა და ისტორიას მეფე მირიანთან, ვახტანგ გორგასალთან, არჩილ […]

ქობულეთში ფერდის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ქობულეთში სოფელ კვირიკეში შუა ხნის მამაკაცი ფერდის ჩამონგრევის შედეგად გარდაიცვალა. მამაკაცი მიწის მასამ მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, შუა ხნის მამაკაცი სანიაღვრე სამუშაოებს კერძო მესაკუთრესთან ასრულებდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ქაშვეთის ტაძრის ეზოში მოქალაქეები იკრიბებიან. ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, 13:00-ზე ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღევლინება, რომლის დასრულების შემდეგ სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყება. მცირე პარაკლისს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სამღვდელოებასთან ერთად აღასრულებს, მსვლელობის დასასრულს კი, სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში სამადლობელი პარაკლისი შესრულდება. ამასთან, როგორც […]

პირი, რომელმაც საფრანგეთში სინაგოგის დაწვა სცადა, ლიკვიდირებულია

საფრანგეთის პოლიციამ ჩრდილო-დასავლეთის ქალაქ რუანში განახორციელა მამაკაცის ლიკვიდაცია, რომელმაც სინაგოგის დაწვა სცადა, – ინფორმაციას BBC-ი საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დანით იყო შეიარაღებული და როდესაც ის პოლიციისკენ დაიძრა, მათ ესროლეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სინაგოგიდან ამოსული კვამლი დააფიქსირეს. ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა პოლიციელმა დანით შეიარაღებულ მამაკაცს ესროლა. საფრანგეთის […]

გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო

გერგეტის სამების საეკლესიო კომპლექსის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტით გათვალისწინებულია მთავარი ტაძრისა და სამრეკლოს სახურავის შეცვლა, წყლის გადაყვანის სისტემის მოწესრიგება, ექსტერიერსა და ინტერიერში კედლის ქვის წყობის კონსერვაცია და ტაძრის პერიმეტრიდან ბუნებრივი ნალექის ნაკადების ეზოსკენ მიმართვა. „ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდებარე ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – გერგეტის […]

საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის I კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 2.6 პროცენტით შემცირდა და 905.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 414.0 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი მაჩვენებელს 7.6 პროცენტით ჩამორჩება. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. ღორის რაოდენობა 155.4 ათასი სულით განისაზღვრა, რაც 2.6 პროცენტით ნაკლებია […]

საქართველოში 121 სასაკლაოს მიერ I კვარტალში 14 100 ტონა ხორცი იქნა წარმოებული

2024 წლის I კვარტალში საქართველოში 121 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი მდებარეობს კახეთის რეგიონში, 15.7 პროცენტი ქვემო ქართლის რეგიონში, 14.9 პროცენტი – შიდა ქართლის რეგიონში, 13.2 პროცენტი – იმერეთის რეგიონში, 11.6 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 9.1 პროცენტი მცხეთა- მთიანეთის რეგიონში, ხოლო 17.4 პროცენტი – სხვა რეგიონებშია განთავსებული. „საქსტატის“ ინფორმაციით, გამოკვლევის […]

სამაცივრე მეურნეობებმა I კვარტალში 125.6 მლნ. ლარის პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც საზღვარგარეთ 4 მლნ. ლარის პროდუქტი გავიდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში 228 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (62.7 პროცენტი) შიდა ქართლის რეგიონშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია ქ. თბილისში (16.2 პროცენტი), ქვემო ქართლის რეგიონში (5.7 პროცენტი), იმერეთის რეგიონში (4.4 პროცენტი), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (3.9 პროცენტი), აჭარის ა.რ.-ში (3.5 პროცენტი), მცხეთა- მთიანეთის რეგიონში (1.3 პროცენტი), კახეთის რეგიონში (1.3 პროცენტი), სამცხე-ჯავახეთის […]

გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე – საპატრიარქო

17 მაისს გავერთიანდეთ და ერთად აღვნიშნოთ ოჯახის სიწმინდის დღე, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ოჯახი ნებისმიერი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი სიმტკიცის დაცვა ყველა ქვეყნისთვის არსებითია, მცირერიცხოვანი ერისთვის კი, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომაც ჩვენს ახალგაზრდებს, მორწმუნე საზოგადოებას, საქართველოს მოსახლეობას, – განურჩევლად ეროვნებისა, რწმენისა, პოლიტიკური პოზიციისა და ასაკისა, ყველას მოგიწოდებთ, ქვეყანაში […]