“ამ სასამართლოში დაბარებით უნდათ რომ შემეშინდეს” – ნატალია ყიფშიძე წერს, რომ სასამართლოში დაიბარეს

ყიფ­ში­ძე­ე­ბის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხის წარ­მომ­დგე­ნე­ლი ნა­ტა­ლია ყიფ­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს, რომ მაზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლით, რაც შეკ­რე­ბი­სა და მა­ნი­ფეს­ტა­ცი­ის ნორ­მე­ბის დარ­ღვე­ვას ით­ვა­ლის­წი­ნებს. “გახ­სოვთ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სი­ცი­ლით რომ მოვ­ყე­ვი ბო­ტებ­მა ჩემი ნო­მე­რიც გა­ი­გეს – მეთ­ქი? თურ­მე სა­სა­მარ­თლო­დან მი­რე­კავ­დნენ. 20 მა­ისს პრო­ცე­სია და­ნიშ­ნუ­ლი: ჩემ­ზე ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქ­მია შედ­გე­ნი­ლი 174 პრი­მა მუხ­ლის […]

თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდნენ, დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი შეფასებითვე, ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შესულიყო. „გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა […]

ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიეტუველი ავტორების 100-ზე მეტი წიგნი გადაეცემა

21 მაისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადაეცემა ლიეტუველი ავტორების 100-ზე მეტი წიგნი, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ბიბლიოთეკის ნებისმიერი მკითხველისთვის. გადაცემულ წიგნებს შორის იქნება ლიეტუველი კლასიკოსებისა და თანამედროვე მწერლების ლიტერატურული ნაწარმოებები, პოეზია, სამეცნიერო, ფილოსოფიური, კულტურული, ისტორიული, გეოგრაფიული და საბავშვო ლიტერატურა, ზოგადი ლიეტუვური ენციკლოპედიის კატალოგი და ა.შ. წიგნები ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ლიეტუვურ, არამედ ინგლისურ და ქართულ […]

დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას სრული დაფინანსებით მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში გააგრძელებენ

კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების მიმართულება აირჩია. მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. MIT-ში სწავლის გადასახადი 300000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის […]

იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1053 შემთხვევა დაფიქსირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე არსებული მონაცემების მიხედვით, 2024 წლის იანვარ-მარტში ოჯახში ძალადობის 1053 შემთხვევა დაფიქსირდა. პირველ კვარტალში, სულ რეგისტრირებულია 13 932 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 58.7% (8 178). რეგისტრირებული დანაშაულის 7.5% მოდის ოჯახში ძალადობაზე. შსს-ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემებით, აღნიშნული 1053 შემთხვევიდან, გახსნილია 769 (73.03%). წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ოჯახში ძალადობის შემთხვევები 22-ით გაიზარდა ( 2023 […]

“დის მეუღლესთან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა და მოკლა” – განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დეტალები

16 მა­ისს გარ­და­ბან­ში მკვლე­ლო­ბა მოხ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ძმამ და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მოკ­ლა. ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი დას ჯერ მან­ქა­ნით და­ე­ჯა­ხა, შემ­დეგ კი 4-ჯერ და­არ­ტყა დანა. ეთ­ნი­კუ­რად აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ქალი 30 წლამ­დე შახ­ლა ის­მა­ი­ლო­ვა იყო. რო­გორც Ambebi.ge-ს ად­გი­ლობ­რი­ვი უყ­ვე­ბა, ახალ­გაზ­რდა ქალს ქმა­რი და ორი შვი­ლი დარ­ჩა. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ბრალ­დე­ბუ­ლი დას პი­რად ცხოვ­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხებ­ზე და­მო­უ­კი­დებ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბას უზღუ­დავ­და, […]

ქმართან დაშორებას ოჯახის ღირსების შელახვად თვლიდა – დის მკვლელობაზე პირს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო, 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ მანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული […]

როდიდან გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტო 18-20 მაისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 მაისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით გრილი და ზოგან ნალექიანი ამინდი. თბილისში 18 მაისს უნალქო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 19-20 მაისს შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის […]

საქართველოში ყალბი დოლარების ბრუნვა გაიზარდა

საქართველოში ყალბი დოლარების ბრუნვა გაიზარდა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, სებ-ის ანგარიშის თანახმად, 2023 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2022 წელთან შედარებით – 58.1%-ით, ხოლო ევროს ყალბი ბანკნოტების რაოდენობა – 27.6%-ით შემცირდა. ამასთან, სებ-ის ცნობით, სხვა უცხოური ყალბი ვალუტის რაოდენობა ასევე შემცირდა – 62.6%-ით, ხოლო ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა 9.9 […]

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ექსპრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თეთრი სახლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობის არაკომპეტენტურობის გამო ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ 5 თვეში შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს. ამის შესახებ მან მინესოტაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, თანამედროვე შეიარაღება ისეთი მძლავრია, რომ ასეთი ომის შემთხვევაში არც ისე ბევრი ადამიანი გადარჩება. „უახლოეს ხუთ თვეში შეიძლება მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ, იმიტომ რომ ქვეყანას […]