თსუ-სთან შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ კობახიძის მხარდამჭერები თავს დაესხნენ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს, 18 მაისს, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციის ჩასატარებლად მივიდა, რასაც კვლავ დაპირისპირება მოჰყვა. რუსული კანონის გასაპროტესტებლად შეკრებილი სტუდენტები ამბობენ, რომ ირაკლი კობახიძის მისვლამდე უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ და მათ აგინეს, შემდეგ კი ფიზიკურად დაესხნენ თავს. „ვცდილობდით, რომ არ წამოვგებოდით პროვოკაციას, იქიდან მოდიოდა შეურაცხმყოფელი რეპლიკები და […]
„EU-სთან გაფუჭებული ურთიერთობები ექსპორტს ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გაანულებს“ – ვახტანგ ბეჟიტაშვილი

შესაბამისი დონე არ გაგვაჩნია, რომ ექსპორტის ზრდის ტენდენცია გვქონდეს. [ექსპორტის მოცულობები] ისედაც მცირდებოდა და ეს კანონი, ეს პირობები და ასეთი გაფუჭებული ურთიერთობები საერთოდ გაანადგურებს და შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირის მიმართულებით გაანულებს ექსპორტს,- ამის შესახებ BM.GE-სთან „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ამ დროისათვის, ევროპის ქვეყნებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა. ამასთან, ბევრი არც არაფერი […]
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-სთან მათზე იძალადეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესასვლელთან ინციდენტი მოხდა. სტუდენტთა ჯგუფი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ლექციის პარალელურად კანონის მიღებას აპროტესტებდა, ამბობს, რომ მათ ჯერ სიტყვიერი და შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ილია ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია, მისული იყო საპატრულო პოლიციაც. „პროვოკატორები არიან თვითონ ეს სტუდენტები…“ – უთხრა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გოგა მემანიშვილმა „TV […]
მოდრიჩი მზადაა “რეალში” დარჩენის სანაცვლოდ ხელფასი გაინახევროს

მადრიდის “რეალის” 38 წლის ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს კვლავ “ბლანკოსის” რიგებში თამაში სურს და მზადაა ხელფასი გაინახევროს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ხორვატ ნახევარმცველს წინადადებები როგორც MLS-იდან, ასევე საუდის არაბეთის პროლიგიდან ჰქონდა. შეგახსენებთ, მოდრიჩს “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება, ამჟამად გამოცდილი ფეხბურთელი ყოველწლიურად დაახლოებით 22 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
ფარულავა: მამაჩემს ჩემი ფიზიკური განადგურებით დაემუქრნენ – ის ახლა რეანიმაციაშია

511 08 93 08 – ეს არის კონკრეტული ნომერი, საიდანაც მამაჩემს ურეკავდნენ და შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით ემუქრებოდნენ. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ის ახლა რეანიმაციაშია. სწორედ ეს არის რუსული სტილის, საბჭოთა წითელი ტერორი, რომელსაც მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. არ ვიცი, ეს ადამიანები სად დაიბადნენ და […]
ყირიმში დაასაფლავეს რუსი სამხედრო, რომელიც, Astra-ს ცნობით, “საიდუმლო” ბაზას მეთაურობდა

ყირიმში დაასაფლავეს რუსეთის ჯარების ვიცეპოლკოვნიკი, ალექსანდრ კულაკოვი, რომელიც ყირიმზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად მოკვდა. ინფორმაცია ქალაქ ალუშტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გალინა ოგნევამ გაავრცელა. ოფიციალურ წყაროებში კულაკოვის სიკვდილის მიზეზი მითითებული არ არის, თუმცა, Telegram-არხი Astra წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ის უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ მე-3 რადიო-საინჟინრო პოლკის საჰაერო თავდაცვის “საიდუმლო” ბაზაზე თავდასხმის დროს, 13 მაისს მოკვდა. მათივე ცნობით, […]
კურტ ვოლკერი – კურსის ცვლილების გარეშე, საქართველო ისევ რუსეთის იმპერიის პროვინცია გახდება – ხელისუფლება ძალიან შორს წავიდა და მან კურსი უნდა შეცვალოს

საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ნატო-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) წარმომადგენელი, კურტ ვოლკერი წერილს აქვეყნებს. „გასული რამდენიმე დღის განმავლობაში თბილისში, როცა მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მისაღებად წინ მიიწევდა და პოლიტიკურ ოპონენტებს სცემდა, მოსახლეობა მასშტაბური საპროტესტო აქციებით ქუჩებში გამოვიდა, მე ამ საკითხის ყველა მხარის წარმომადგენელ ბევრ მეგობარს ვესაუბრე. და საბოლოოდ? […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ჯარში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების რიგებში პატიმართა გარკვეული კატეგორიის მობილიზებას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას unian-ი ავრცელებს. კანონის თანახმად, მძიმე დანაშაულისთვის, კერძოდ, განზრახ მკვლელობის, გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულთა მობილიზება – შეუძლებელია. ასევე მათ, ვინც მიიღო სასჯელი ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. მობილიზებულთა ეს კატეგორია სპეციალურ დანაყოფებში იმსახურებს. ასეთ […]
„პურის ფასს არაფერი ემუქრება“ – პურპროდუქტების ასოციაცია

ლარი ორ დღეში დოლართან მიმართებით 12 თეთრით, ევროსთან კი 8 თეთრით გაუფასურდა – სავალუტო რყევების განგრძობადობის რისკების ფონზე ბიზნესი სამომხმარებლო პროდუქციის გაძვირებაზე ალაპარაკდა. პურის ფასს საფრთხე არ ემუქრება – ამბობს პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე. მალხაზ დოლიძის თქმით, საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ფასი სტაბილურია, ამ პირობებში კი 1 კილოგრამი ფქვილის ღირებულება 49 ლარია, რაც არსებული ფასის შენარჩუნების საშუალებას […]
გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ძმას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ […]