გორის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობის დროებით, სპეციალური რეჟიმი დაწესდება – ნახეთ, როდიდან ამოქმედდება შეზღუდვა

21, 23 და 24 მაისს გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, მიზეზი გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაა. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 21 მაისის 01:00სთ-დან 07:00სთ-მდე […]

გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ძმას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ […]

თსუ-ს მე-2 კორპუსთან, სადაც პრემიერ-მინისტრმა ლექცია უნდა ჩაატაროს, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის წინ სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ელოდებიან, რომელმაც უნივერსიტეტში დღეს ლექცია უნდა ჩაატაროს. ადგილზე იმყოფებიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

თსუ-ს ეზოში, სადაც სტუდენტები პრემიერ-მინისტრს ელოდნენ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, სადაც სტუდენტები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ელოდნენ, დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე აცხადებს, უნივერსიტეტის წინ მათ ადამიანების გარკვეული ჯგუფი დახვდათ და სტუდენტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისი შეფასებითვე, ეს ყველაფერი იმისთვის მოაწყვეს, რომ ირაკლი კობახიძე უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შესულიყო. „გადავწყვიტეთ უნივერსიტეტის წინ შევკრებილიყავით და პროტესტი გამოგვეთქვა, თუმცა […]

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს. უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის, ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 13 დრონი გაუშვეს. „18 მაისის ღამეს, ოკუპანტებმა Shahed 131/136-ის ტიპის 13 დრონის გამოყენებით რუსეთის პრიმორსკო-ახტარსკის და კურსკის ოლქებიდან შეტევა განახორციელეს“, – წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი „ტელეგრამის“ არხზე. უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და […]

საქართველოში პირველ კვარტალში 2.8 მლნ კგ გაყინული თევზი შემოვიდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის პირველ კვარტალში, 24 ქვეყნიდან, საქართველოში $6 144 200-ის ღირებულების 2 860 240 კგ გაყინული თევზი შემოვიდა.

“უნდა გაიზარდოს, ყოველთვის უნდა ეცადოს, რომ დაცვაშიც ითამაშოს, მაგრამ…” – რა თქვა კალცონამ კვარაცხელიაზე?

სერია A-ს 37-ე ტურში “ფიორენტინამ” “ნაპოლის” უმასპინძლა, “პაეტენოპეის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ 57-ე წუთზე ჯარიმიდან ულამაზესი გოლის გატანა მოახერხა და შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე “ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ ქართველის შესახებ ისაუბრა. “კარგი მატჩი გამოვიდა, ჩემი ფეხბურთელების თამაში განსაკუთრებით პირველი 30 წუთის განმავლობაში მომეწონა. გაშვებული გოლის შემდეგ კონცენტრაცია დავკარგეთ, თუმცა მეორე ტაიმში შეხვედრის […]

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული […]

4Hospitals ბრენდ Duman-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში

სამედიცინო პროდუქციის პროვაიდერი კომპანია 4Hospitals 2014 წლიდან ახორციელებს უმაღლესი ხარისხის მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მიწოდებას 300-ზე მეტი დაწესებულებისთვის საქართველოში. კომპანიის ფართო ასორტიმენტი ნაწილდება 6 ძირითად მიმართულებაში: სამედიცინო ავეჯი და აპარატურა, ტრავმატოლოგია, ლაპაროსკოპია, ქირურგიული სახარჯი მასალები, ლაბორატორია, პლასტიკური ქირურგია. 4ჰოსპიტალსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უმსხვილესი მიმართულებაა სამედიცინო ავეჯი, რომლის განვითარებაზე მუდმივად ზრუნავს კომპანიის პროფესიონალთა გუნდი და ადგილობრივ ბაზარს სთავაზობს […]

“ეს ამბავი ამერიკაში ხდება! არ შემეძლო არ მომეყოლა” – გია ხუროშვილი

ყოფილი მაღალჩინოსანი, გია ხუროშვილი: “ეს ამბავი არ შემეძლო არ მომეყოლა თქვენთვის! აეროპორტში ვარ, შემოდის ჯარისკაცების 15-20 კაციანი ჯგუფი, რომელიც ჩემთან ერთად მგზავრობს. როგორც წესი, ჩასხდომის დროს, პირველი ცხადდება პირველი კლასი, შემდეგ ბიზნესი და ა.შ. მე მშვიდად ვარ, სანამ ჩემს კლასს (ეკონომს) გამოაცხადებენ 10-15 წთ მაინც მაქვს ვიცი! უცებ ვხედავ, რომ ხომალდის მეთაური მოდის, ესალმება პირველი […]