NGO-ები: არ დავემორჩილებით რუსულ კანონს!

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ერთობლივი განცხადებით რუსულ კანონს დაუმორჩილებლობას უცხადებს. NGO-ების განცხადებით, ხელისუფლებამ გაუცნობიერებლად შეუქმნა საფრთხე საქართველოს ეკონომიკას, საერთაშორისო რეპუტაციას, სამოქალაქო წესრიგსა და მშვიდობას. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კანონის გაუქმებამდე პროტესტი და ბრძოლა გაგრძელდება. “55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხახლისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, […]
“ყველანი!…. ქართული ენისა და ქართული ანბანის მოღალატეები ხართ!”- ლევან ღვინჯილია

ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია და ქართველებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქართული ენის პატივისცემისა და დაცვისკენ. “ყველა ქართველის (და არამხოლოდ!!!) გასაგონად და ქართველ “რომაელთა” ყურადსაღებად! მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე წელია ამ სოც.ქსელში დაუღალავად “ვიბრძვი” ქართველ “რომაელთა” წინააღმდეგ, სასურველი შედეგი ჯერაც არ ჩანს! “რომაელები” მიგებენ შემზარავად დიდი ანგარიშით!!! ამიტომ გადავწყვიტე, (“კიდევ ერთჯელ”) ხმამაღლა განვაცხადო: ძვირფასო ქართველებო (და მათ […]
„მოჰყვება შესაბამისი შედეგები“ — კონგრესის „ჰელსინკის კომისია“ რუსული კანონის მიღებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია, რომელიც „ჰელსინკის კომისიის“ სახელით არის ცნობილი, აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღებას საქართველოს ხელისუფლებისთვის შესაბამისი შედეგები მოჰყვება. განცხადებას ხელს აწერენ კონგრესმენები: ჯო ვილსონი და სტივ კოენი. „ჰელსინკის კომისიის“ შეფასებით, „ქართველი ხალხის აბსოლუტური მკაფიო ნების მიუხედავად საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი მიღების მიზანი ქართულ დემოკრატიასა და ხალხის […]
კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი – გადაწყვიტეს საქართველო რუსეთის ორბიტის სიღრმეში მიმავალ ბნელ გზაზე დააყენონ და დასავლეთთან ნათელი მომავლისგან დააშორონ

გადაწყვიტეს საქართველო რუსეთის ორბიტის სიღრმეში მიმავალ ბნელ გზაზე დააყენონ, – ამის შესახებ აშშ-ში კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ მაკკოლი სოციალურ ქსელში წერს. „სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მავნე რუსულ “უცხოური აგენტების” კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. მათ გადაწყვიტეს საქართველო რუსეთის ორბიტის სიღრმეში მიმავალ ბნელ გზაზე დააყენონ და დასავლეთთან ნათელი მომავლისგან დააშორონ, რომელიც მათ […]
გია ვოლსკის შვილმა 2019 წელს აშშ-ში $476 000-ად სახლი იყიდა – „სტუდია მონიტორი“

სტუდია მონიტორის ინფორმაციით, პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის შვილმა, სანდრო ვოლსკიმ 2019 წელს აშშ-ში, ვაშინგტონში სახლი შეიძინა. სანდრო ვოლსკი აშშ-ის მთავრობის კონტრაქტორ კომპანიაში, Culmen International-ში უფროს მრჩევლად მუშაობს. გია ვოლსკი ერთ-ერთია იმ 84 დეპუტატს შორის, რომლებმაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. 24 მაისს აშშ-მ რეჟიმისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკა გამოაცხადა. ამერიკელი სენატორების, […]
ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას – ჰელსინკის კომისია

ვგმობთ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული სტილის კანონის იძულებით მიღებას და რეპრესიების უფრო ფართო კამპანიას – ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისია “რუსულ კანონზე” დღეს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ აშშ მხარდაჭერას გამოთქვამს ქართველი ხალხის მიმართ. “საქართველოში რუსული სტილის კანონის იძულებითი განხორციელება, მიუხედავად ქართველი ხალხის აბსოლუტურად მკაფიო ნებისა, გამიზნულია, როგორც საბოლოო დარტყმა ქართული დემოკრატიისა და ხალხის ევროატლანტიკურ […]
პრეზიდენტი მზადაა, ხელმოწერების შეგროვების და მისთვის წარდგენის შემთხვევაში, რეფერენდუმი დანიშნოს საკითხზე: “გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა”

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას რეფერენდუმს სთავაზობს. როგორც სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეებისადმი მიმართვაში განაცხადა, რეფერენდუმი იქნება იმის თაობაზე, თუ რა უნდა საქართველოს მოსახლეობას – ევროპული მომავალი, თუ რუსული მონობა. „გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? – გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის ის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ენერგია, რაც დღეს თქვენშია, იმას […]
შოთა შალელაშვილი – რიგი მიზეზების გამო არ მგონია, რომ მთელი საქართველო და ოპოზიციური სპექტრი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანდება, დოკუმენტი დასამუშავებელია და ღირს ამაზე ფიქრი

რიგი მიზეზების გამო მე არ მგონია, რომ მთელი საქართველო და მთელი ოპოზიციური სპექტრი „ქართული ქარტიის“ ირგვლივ გაერთიანდება, დოკუმენტი დასამუშავებელია და ღირს ამაზე ფიქრი, – ამის შესახებ „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი აცხადებს. შალელაშვილის თქმით, თავად სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მიესალმება და „ქართულ ქარტიას“ ხელს აწერს. „მე ქალბატონი პრეზიდენტის ქარტიას მივესალმები და ხელს ვაწერ ყველა პუნქტს. მზად […]
რადიო თავისუფლების პრეზიდენტი „აგენტების კანონის“ მიღებას ეხმაურება

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტივენ კაპუსი ემხაურება საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ საბოლოოდ მიღებას. მისი შეფასებით საქართველოს ათი ათასობით მოქალაქე, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს ამ სახიფათო კანონმდებლობას, უსაფუძვლოდ არ უწოდებს მას „რუსულ კანონს“. „მათ იციან, რომ ის კრემლის სახელმძღვანელოდანაა გადმოღებული, ემყარება მსგავს რუსულ კანონმდებლობას, შექმნილს გამოხატვის თავისუფლების ჩასახშობად, დემოკრატიული ღირებულებებისთვის ძირის გამოსათხრელად და წარმოადგენს ავტორიტარიზმისკენ […]
NGO-ები: „რუსულ კანონს არ დავემორჩილებით!“

ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ ერთობლივი განცხადება პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციის მონაწილეებს სცენიდან გააცნეს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ განაცხადეს, რომ „რუსული კანონი საქართველოში არ იმუშავებს“. „55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხახლისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიციირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, […]