,, ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს: ,,საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას”
,, სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი” – ნაუსედა ზურაბიშვილს

ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ X-ზე დაწერა: ,,საქართველო იმსახურებს უკეთესს. დამოუკიდებლობის აღნიშვნიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ეს კანონი არის დემოკრატიული ღირებულებების საშიში დარღვევა. ქვეყანას ეს ევროპისგან აშორებს. ლიეტუვა ყოველთვის მხარს დაუჭერს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოსა და მის ხალხს. სალომე ზურაბიშვილო, გამაგრდი”
გერმანიამ მოქალაქეობა ბოლო 20 წლის ყველაზე რეკორდული რაოდენობის პირს მიანიჭა

გერმანიის მოქალაქეობა მინიჭებულ პირთა საერთო რაოდენობამ, 2000 წელს დაწყებული მონიტორინგის შემდეგ, გასულ წელს უმაღლეს დონეს მიაღწია. ინფორმაციას სააგენტო, DPA ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 2023 წელს ნატურალიზაციის რაოდენობა, 2022 წელთან შედარებით, 19%-ით გაიზარდა და მოქალაქეობა, დაახლოებით, 200,100 ადამიანს მიენიჭა. მათ შორის, 157 სხვადასხვა ეროვნების პირია, ხოლო ყველაზე მეტად ისინი სირიიდან, თურქეთიდან, ერაყიდან, რუმინეთიდან და […]
რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! – არასამთავრობო ორგანიზაციები

ავრცელებენ და აცხადებენ, რომ “რუსულ კანონს” არ დაემორჩილებიან: “რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! 55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს და დაიცავს საკუთარ ევროპულ მომავალს და არასოდეს შეეგუება რუსული ჩექმის […]
ე.წ. „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ

ე.წ. „რუსული კანონის“ დამტკიცების შემდეგ, ევროკავშირის სამიტზე საქართველოზე იმსჯელებენ. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შემდეგ შარლ მიშელი აცხადებს, რომ საქართველოზე სამიტის ფარგლებში იმსჯელებენ. ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 27-28 ივნისს შეიკრიბებიან. „კანონის მიღება ქვეყანას კიდევ უფრო აშორებს EU-ის გზას… საქართველოს საკითხს დავამატებ ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა […]
ნატოს სამიტზე საქართველოს “პოზიტიური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს”

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნატოს ვაშინგტონის სამიტიდან, საქართველოს პოზიტიური მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველო, ე.წ. “აგენტების კანონით”, უპირისპირდება ნატოსა და ევროკავშირის პრინციპებს, რითიც ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება.
პროტესტი “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე ვეტოს დაძლევის გამო

საქართველოს პარლამენტის მიერ “უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის” კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ, თბილისში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაცია გრძელდებოდა. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე, 28 მაისს თბილისიდან გვიამბობს
,, ვნახოთ ესწრება თუ არა რეფერენდუმი საარჩევნოდ (5 თვეზე ოდნავ ნაკლებია დარჩენილი)?” – რას წერს ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაჟღერებულ, რეფერენდუმის იდეას ასე ეხმაურება: ,,დღეს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ჩავატაროთ რეფერენდუმი: გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მონობაო… დავიწყო იმით, რომ რეფერენდუმის საკითხი მკაფიოდ და კონკრეტულად უნდა იყოს ჩამოყალიბებული, საგარეო კურსის საკითხი სარეფერენდუმოდ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ცოტა რთული სათქმელია, გარდა ამისა, კონსტიტუციაში დასავლური კურსი ისედაც […]
მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა

მომიტინგეების ნაწილმა, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღებას აპროტესტებენ, მსვლელობით “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლა. ტერიტორიაზე მათ სამართალდამცველები დახვდნენ მობილიზებული. “ქართული ოცნების” ოფისთან მისვლამდე აქციის მონაწილეები პარლამენტიდან მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციასთან მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთი შეჩერდნენ, ხოლო შემდგომ მტკვრის მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. “მონებო!”, “რუსებო!”, – სკანდირებენ მომიტინგეები. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]
პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა

პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქცია დასრულდა. მანამდე, აქცია მონაწილეების ნაწილი, რომლებიც რუსთაველის გამზირზე დარჩა, პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიყვანა. პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მივიდა, რის შემდეგაც მათ “ქართული ოცნების” ოფისისკენ გადაინაცვლეს. როგორც აქციის დასასრულს ორგანიზატორებმა განაცხადეს, მორიგი აქცია 2 ივნისს, 20:00 საათზე, რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება. […]