ბათუმში, ევროპის მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში, ევროპის მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა. მოქალაქეები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის წინააღმდეგ შეიკრიბნენ და საქართველოს პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გააპროტესტეს. მანამდე აქციის მონაწილეებმა, ბათუმის უნივერსიტეტის შენობიდან ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს შეძახილებით: „არა რუსულ კანონს“. ევროპის მოედანზე აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებმა სიტყვით მიმართეს, რომლებმაც კანონის საფრთხეებზე ისაუბრეს. აქციის მონაწილეების თქმით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი საქართველოს […]

უკან გადადგმული ნაბიჯია და კიდევ უფრო აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას – მიშელი “აგენტების კანონის” მიღებაზე

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. აგენტების კანონის დამტკიცებას და ამას “უკან გადადგმულ ნაბიჯად” აფასებს. შარლ მიშელის განცხადებით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქართველი ხალხის ევროპულ არჩევანს. “ევროპულმა საბჭომ დეკემბერში მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო იმ დათქმით, რომ მან უნდა შეასრულოს შესაბამისი ნაბიჯები და აუცილებელი დემოკრატიული რეფორმები. პარლამენტში “გამჭვირვალობის კანონის” მიღება უკან […]

„ვერხოვნა რადის“ სპიკერმა “უაზრო” უწოდა პუტინის განცხადებას ზელენსკის “არალეგიტიმურობის“ შესახებ

საომარი მდგომარეობის დასრულებამდე ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად დარჩება. ასე უპასუხა უკრაინის „ვერხოვნა რადის“ სპიკერმა რუსლან სტეფანჩუკმა რუსეთის ლიდერს ვლადიმერ პუტინს, რომელმაც კვლავ გააკეთა განცხადება უკრაინის პრეზიდენტის “არალეგიტიმურობის” შესახებ. 28 მაისს, უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ, გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია ითვალისწინებს „ვერხოვნა რადის“ უფლებამოსილების გახანგრძლივებას, მაგრამ იქ სახელმწიფოს მეთაურის უფლებამოსილებები არ არის ნახსენები. […]

ბულინგი იყო ბიზნესმენების ძალიან ფართო წრეზე სხვადასხვა ფორმით გამოხატული – ირაკლი კობახიძე

ჩვენი მხრიდან ბიზნესი თავისუფალია, მაგრამ ჩვენი ოპონენტები ბიზნესმენების მიმართ მოქმედებენ ზუსტად იგივე მეთოდებით, რა მეთოდებსაც იყენებდნენ 2012 წლამდე, უბრალოდ, მათ აღარ შეუძლიათ დღეს სასამართლოს, კუდის და პროკურატურის გამოყენება ამისათვის – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომელიც ხელისუფლებას ვეტოს […]

ჰელსინკის კომისია: ვგმობთ კანონის მიღებას, ველით კონგრესში MEGOBARI Act-ის წინსვლას

აშშ-ის ჰელსინკის კომისია პარლამენტის მიერ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას განცხადებით ეხმაურება და გმობს საქართველოში “რუსული სტილის კანონის ამოქმედებას”. განცხადებას ხელს აწერენ – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი ჯო უილსონი და ჰელსინკის კომისიის წევრი და ასევე წარმომადგენელთა პალატის წევრი სტივ კოენი. “რუსული კანონის იძულებითი განხორციელება საქართველოში, ქართველი ხალხის აბსოლუტური მკაფიო ნების მიუხედავად, გამიზნულია, […]

,,მადლობა უნდა გადავუხადოთ” – აქციის მონაწილეები რუსთაველიდან პრეზიდენტის სასახლისკენ მიდიან

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველზე არიან შეკრებილები, ამ წუთებში მსვლელობას იწყენენ ორბელიანის მიმართულებით: ,,უნდა მივიდეთ პრეზიდენტის სასახლესთან და სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადავუხადოთ” – აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა და თანადგომა აღუთქვა ფოტო: Ezz Gaber

მეთიუ მილერი – “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები – ჩვენ გავითვალისწინებთ “ქართული ოცნების” ქმედებებს შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას

სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს , – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. “დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ “უცხოური […]

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ

პარლამენტთან შეკრებილი მომიტინგეების ნაწილი მსვლელობით ჯერ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ხოლო შემდეგ “ქართული ოცნების” ოფისთან გადაინაცვლებენ. “არ უნდა დავნებდეთ! საქართველო ვისია? ჩვენი!”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან, დილით, 10:00 საათიდან შეიკრიბნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციები – რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! – ის დარჩება ფარატინა ქაღალდად

რუსულ კანონს არ დავემორჩილებით! , – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაშია ნათქვამი. არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ კანონი დარჩება ფარატინა ქაღალდად და დაუმორჩილებლობას აცხადებენ. „55 დღის წინ ხელისუფლებამ გატეხა ქართველი ხალხისთვის მიცემული სიტყვა და ხელახლა დააინიცირა რუსული კანონი. მას უნდოდა ამ კანონის მიღებით გაეტეხა სამოქალაქო სექტორი, მაგრამ მიიღო უპრეცედენტო ერთიანობა და დაუღალავი წინააღმდეგობა. ქართველი ხალხი მტკიცედ იცავს […]

ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს – ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ღრმად ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს. ბაიბა ბრაჟე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს […]