სომხეთში დროებით შეჩერდა რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა

სომხეთში რუსეთის პირველი არხის მაუწყებლობა შეჩერებულია მანამ, სანამ დავალიანება არ დაიფარება. ამის შესახებ სააგენტო “არმენპრესი” მაღალტექნოლოგიური მრეწველობის მინისტრ მხითარ ჰაირაპეტიანზე დაყრდნობით იუწყება. მინისტრის თქმით, 1st Channel World Network-მა, საზღვარგარეთ რუსეთის პირველი არხის იურიდიულმა პირმა, “არ შეასრულა სახელშეკრულებო ვალდებულებები”, ორ-ნახევარი თვის განმავლობაში დავალიანება დააგროვა, ამიტომ მისი მაუწყებლობა დროებით შეჩერდა საზოგადოებრივ მულტიპლექსში. მარტში სომხეთის ხელისუფლებამ დაბლოკა კრემლის […]
(ვიდეო) „მონა! მოღალატე!“ – ნინო წილოსანს სიგნალებითა და შეძახილებით ინტერვიუ „გაუფუჭეს“

„ოცნების“ დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი „იმედს“ კომენტარს რომ აძლევდა, იმ დროს სიგნალებითა და შეძახილებით -„ მონა!… მოღალატე!…“, ინტერვიუ „გაუფუჭეს“. https:// შეგახსენებთ, ამ ფაქტამდე დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მოქალაქეებმა მაღაზიიდან გააქციეს.
„მეზობელ სოფელში ველოსიპედით მივდივარ, იქიდან ოზურგეთამდე რამეს რომ გავყვე“ – მოქალაქე

18 წლის თაზო ჯოჯუა ოზურგეთში, სოფელ მზიანში ცხოვრობს. იმისთვის, რომ სოფლიდან ოზურგეთში ჩავიდეს, ჯერ ველოსიპედით გადის რამდენიმე კილომეტრს მეზობელ სოფლამდე, საიდანაც სამარშრუტო ტაქსით მიდის ოზურგეთში. თაზო სკოლის მოსწავლე და სამოქალაქო აქტივისტია. სურვილის მიუხედავად ხშირად ვერ ესწრება ისეთ ღონისძიებებს, რომელიც ოზურგეთში საღამოობით იმართება, რადგან მერე სახლში დაბრუნებას ვერ შეძლებს. „სოფელ მზიანში წლებია არ გვაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი […]
დავით ნარმანიამ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტში გამარჯვებული სკოლის მოსწავლეები დააჯილდოვა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში, ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის და წეროვანის საჯარო სკოლების მოსწავლეების მიერ ენერგეტიკის თემატიკაზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-კონკურსი გაიმართა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ პროექტის ყველა მონაწილეს სერტიფიკატები და სასაჩუქრე ნაკრები გადასცა, […]
თეონა აქუბარდია – პარტნიორები, რომლებიც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ მომავალს დაასრულებდა, ქმედებაზე გადადიან

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვენახევრის განმავლობაში “ქართულ ოცნებას” მოუწოდებდნენ, არ მიეღო კანონი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას და ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალს დაასრულებდა, დღეს ქმედებაზე გადადიან. მისივე თქმით, ეს ქმედება აუცილებლად იქნება გამოხატული აშშ-ის მიერ სანქციებით, რომლის კანონი, როგორც კონგრესში, ასევე სენატში დაინიცირებულია, რასაც “ქართული ოცნება” პირადად იგრძნობს. “ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც თვე-ნახევრის […]
Visa უახლესი პროდუქტებით წარდგება Visa-ს რეგიონულ გადახდების ფორუმზე

დღეს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის Visa-ს ყოველწლიურ გადახდების ფორუმზე, Visa-მ ახალი პროდუქტებისა და სერვისების ნაკრები წარადგინა, რომელიც ბარათების სფეროში რევოლუციას მოახდენს, დააკმაყოფილებს მომხმარებლების, მოვაჭრეებისა და რეგიონის მასშტაბით, სერვისის მიმწოდებელი ფინანსური ინსტიტუტების სამომავლო საჭიროებებს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ფულის გადახდისა და მიღების გზები უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე ბოლო 50 წლისას, ხოლო […]
სალომე ზურაბიშვილმა ერთხელ თქვა – „აფხაზეთი არის განგრენა საქართველოსთვის”. დღეს კი რეფერენდუმით ამ „განგრენის” მოკვეთა სურს

„არ მჯერა იმის, რომ სალომე ზურაბიშვილმა არ იცოდა, რას ამბობდა, როდესაც რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა მის ირგვლივ შემოკრებილ კოლექტიურ ნაცმოძრაობას. არც იმის მჯერა, რომ პრეზიდენტმა ვერ გაიაზრა, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა რეფერენდუმის ჩატარებას ქვეყანაში, სადაც ორი რეგიონი ოკუპირებულია,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რომელიც პრეზიდენტის მიერ რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივას ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე […]
პაპუაშვილი: კანონი გაიგზავნა პრეზიდენტთან, დიდი ალბათობით ხელს არ მოაწერს – მე მოვაწერ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსული კანონი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაგზავნილია, თუმცა დიდი ალბათობით, სალომე ზურაბიშვილი მას ხელს არ მოაწერს. როგორც პაპუაშვილი ამბობს, კანონს ხელს თავად მოაწერს. “კანონი გუშინვე გადაიგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. ველით ახლა ხელმოწერას, დიდი ალბათობით, გასაგებია, რომ ხელს არ მოაწერს და მე მოვაწერ ამ კანონს ხელს”- თქვა პაპუაშვილმა. საქართველოს კონსტიტუციის 46-ე მუხლის თანახმად, თუ […]
ლონდონის ბირჟაზე ბოლო 1 თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა“ დაკარგა ღირებულების 29%, „ჯორჯია კაპიტალმა” 26%, TBC ბანკმა 25% – რომან გოცირიძე

ლონდონის ბირჟაზე ბოლო 1 თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა” დაკარგა ღირებულების 29%, „ჯორჯია კაპიტალმა” 26%, TBC ბანკმა 25%, – ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე წერს და აგენტების კანონის მიღების ფინანსურ შედეგებს აქვეყნებს: „ლონდონის ბირჟაზე ბოლო ერთი თვის განმავლობაში „საქართველოს ბანკმა” დაკარგა ღირებულების 29 პროცენტი, „ჯორჯია კაპიტალმა” 26 პროცენტი, TBC ბანკმა 25 პროცენტი. კაპიტალიზაციის კლებამ შეადგინა […]
ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია, – ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. სერბთა რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, კანონპროექტი ბოსნიელ სერბთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო. ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია. კანონპროექტი სერბთა […]