ისრაელის ელჩი – გამიკვირდა, რომ ირანში, დაკრძალვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი ესწრებოდნენ – ეს გასაკვირი იყო

გამიკვირდა, რომ ირანის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის დაკრძალვის ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. „ებრაჰიმ რაისი და ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი იყო ორი ადამიანი, რომლებსაც ბევრი სისხლი აქვთ ხელებზე. ეს ორი პიროვნება, პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყვნენ ისინი, ვინც აყალიბებდნენ, იმუშავებდნენ […]
შალვა პაპუაშვილი თეონა აქუბარდიას – საქართველოს პარლამენტში იმყოფებით, დუმაში როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ – მეტი განათლება და მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება – გასაგებია, რომ წინასაარჩევნო რიტუალური ცეკვა გაქვთ

ქალბატონო თეონა, თქვენ საქართველოს პარლამენტში იმყოფებით. დუმაში, როცა იქნებით, იქ ისაუბრეთ, ჩვენ პარლამენტი ვართ, მთავრობა არ ვართ სხვათა შორის, ესეც უნდა იცოდეთ, ეს საკანონმდებლო ორგანოა, ცოტა მეტი განათლება და ცოტა მეტი ზრდილობა რომ გქონდეთ, კარგი იქნება, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვით […]
რომან გოცირიძე – იცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა – ივანიშვილი დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ზრუნავს!

იცის რა ბიძინა ივანიშვილმა, რომ სანქციები უახლოვდება, საკუთარი ფულის სანქციებისგან განრიდება გადაწყვიტა – დასავლეთიდან და ოფშორებიდან ფულის გამოტანაზე ბიძინა ივანიშვილი ზრუნავს! – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, პირველად ივანიშვილმა ეს პროცესი მაშინ დაიწყო, როდესაც დაინახა, რომ შვეიცარიის ბანკში განთავსებულ ფულს ვერ იღებდა. “ფულს იმის გამო ვერ იღებდა, […]
ტურიზმის სექტორი – უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას

ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ITB China 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს. მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. ტურიზმის ინდუსტრიის […]
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ალექსეი დიუმინი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს მდივნად დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ა.გ. დიუმინი“. – ნათქვამია ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში. 51 წლის ალექსეი დიუმინი წარსულში ვლადიმერ პუტინის პირადი მცველი იყო, ხოლო 2016 წლიდან ტულის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას […]
ისრაელის ელჩი – პალესტინის სახელმწიფოს აღიარება ცარიელი ჟესტია, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს სიტუაციას

ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ განაცხადეს, რომ ისინი აღიარებენ პალესტინის სახელმწიფოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ცარიელი ჟესტი, რომელსაც შეუძლია მხოლოდ ზიანი მიაყენოს სიტუაციას, – ამის შესახებ ისრაელის ელჩმა საქართველოში ჰადას მეიცადი „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. დიპლომატი მიიჩნევს, რომ თუ აღნიშნულ ქვეყნებს ნამდვილად სურთ რაიმეს შეცვლა რეგიონში, დეკლარაციაში შეეძლოთ ჩაეწერათ პირობა, რომ დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა მძევალი. […]
არჩილ თალაკვაძე – სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის

[სალომე ზურაბიშვილი] საერთაშორისო საზოგადოებას ეუბნება, რომ მე უნდა გადავამოწმო ქართველი ხალხი ევროპის მომხრეა და ევროპისკენ მიდის თუ რუსეთის მომხრეა და რუსეთისკენ მიდის – ეს შეკითხვა, რაც დაისვა, თავისთავად შეურაცხმყოფელია საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა. თალაკვაძის თქმით, როცა კონსტიტუციაში კითხვაზე პასუხი გვიწერია, იმ კითხვით როგორც მინიმუმ, რეფერენდუმის […]
ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო

ფოთის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. ერთმანეთს „ ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების დეპუტატები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება ოპოზიციის წევრების მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაკრიტიკებას მოჰყვა. მათი თქმით, გუშინდელმა გადაწყვეტილებამ, საქართველოს და ქართველ ხალხს განაჩენი გამოუტანა. სხდომაზე ისმოდა ურთიერთბრალდებები და შეურაცხმყოფელი განცხადებები. აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად საკრებულოს სხდომა დატოვეს. „გუშინ, „შულავერის კომიტეტმა“ განაჩენი […]
ITB China ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურისტულ პოტენციალს 1600-ზე მეტი ორგანიზაცია და კომპანია გაეცნო

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთში, შანხაიში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. ITB China 2024-ზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, თბილისის მერია, სვანეთის, სამეგრელოსა და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები იყო წარმოდგენილი. გამოფენას საქართველოდან 10-მდე კერძო კომპანია დაესწრო. ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს […]
„ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი“ – რომან გოცირიძე

მოვისმინეთ პრემიერის არაადეკვატური განცხადება, თურმე ვიღაცას ლარის ჩამოშლა უნდა. ორმა კენჭისყრამ 110 მილიონი დოლარი შეიწირა, ლარის გასამყარებლად ჯერ 60 მილიონი გაყიდა ეროვნულმა ბანკმა, გუშინ 48 მილიონი დოლარი. ვინ ანგრევს ლარს და ეკონომიკას, ძალიან კარგად არის ცნობილი, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც ე.წ. ოფშორების კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. […]