კობახიძე ლარის გაუფასურებას “კონკრეტული სუბიექტის” საბოტაჟს აბრალებს, რომელსაც “ვერ ასახელებს”

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ლარის გაუფასურებას “კონკრეტული სუბიექტის” საბოტაჟს აბრალებს, რომელსაც “ვერ ასახელებს”. კობახიძე ლარის კურსის გაუფასურებას “ხელოვნურ ცვლილებებს” უკავშირებს და ირწმუნება, რომ გასულ 4 თვეში ქვეყანას 8%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა. კობახიძე მორიგ შეთქმულების თეორიას ავრცელებს და ევროპელი მინისტრების ჩამოსვლისას “რევოლუციურ გეგმებზე” საუბრობს. “ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. […]

კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი ჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით – სანდრო რაქვიაშვილი

ეს კანონი თუ არჩევნების შემდეგ არ გაუქმდება, პროცესი მათი დაჯარიმებით დასრულდება, მათ შორის, „ენჯეოების“ დახურვით, მაგრამ ვნახოთ, პროცესები როგორ წარიმართება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, „ენჯეოებს“ ჯარიმები ემუქრებათ. „არჩევნებამდე ჯარიმები ემუქრებათ და ალბათ პირველ ჯერზე ჯარიმებს გაუძლებენ, მაგრამ არჩევნები რომ დასრულდება, კანონი გაუქმდება და ამით დასრულდება პროცესი“, […]

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად ჩინური კონსორციუმი გამოცხადდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ჩინური კონსორციუმი ანაკლიის პორტის პროექტის გამარჯვებულად უახლოეს დღეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა. „საბოლოოდ, ჩვენ მივიღეთ წინადადებები მხოლოდ ჩინური კონსორციუმის მხრიდან. ამ შემთხვევაში, დეტალური აპლიკაცია წინადადება არის სრულყოფილი, წარმოდგენილია შესაბამისი საბანკო გარანტიები. აქედან გამომდინარე, უახლოეს დღეებში გვექნება დაზუსტებები, რომლის შემდეგაც ჩინურ კონსორციუმს გამოვაცხადებთ […]

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს იხილავს, რომელიც მთავრობამ მოამზადა. მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის ინფორმაციით, პროექტი ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა. ბაჩიაშვილის თქმით, ცვლილებები კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების საქმიანობას მოაწესრიგებს და მათ დამატებით ვალდებულებებს გაუჩენს, რათა როგორც […]

ქუთაისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ქუთაისის საკრებულოში ხმაურია. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციონერი დეპუტატის მოწოდებას მოყვა. ფრაქცია „ახალის“ დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაგმობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, აღნიშნული კანონი, ქვეყნის საწინააღმდეგოა და მისი მხარდაჭერა ღალატია. აღნიშნულს უმრავლესობის უკმაყოფილება მოყვა, მათ ოპოზიციონერებს კანონის წაკითხვისკენ მოუწოდეს. მხარეები ერთმანეთს „მონებს და მოღალატეებს“ უწოდებენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე აქციის დროს დაშავებული ადამიანების ფოტოები გამოფინეს.

“ბავშვობიდან “მილანის” დიდი ფანი ვარ” – მბაპე იტალიაში მხოლოდ “როსონერიში” ითამაშებს

ცნობილმა ფრანგმა თავდამსხმელმა კილიან მბაპემ განაცხადა, რომ “მილანის” დიდი ფანია და თუ ოდესმე სათამაშოდ იტალიაში გადავა, მხოლოდ “როსონერის” ფორმას მოირგებს. “არასდროს იცი, რა მოხდება მომავალში. თუ როდისმე სერია A-ში გადავბარგდები, ჩემი გუნდი მხოლოდ “მილანი” იქნება. ამ კლუბს ბავშვობიდან ვქომაგობ და მის ყოველ თამაშს ვუყურებ. ჩემი ოჯახის თითოეული წევრი “როსონერის” დიდი გულშემატკივარია”, – აქვეყნებს მბაპეს სიტყვებს […]

ეკონომიკის მინისტრი: ანაკლიის პორტის პროექტში მხოლოდ ჩინური კომპანია იღებს მონაწილეობას

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კომპანიამ წარადგინა. დავითაშვილმა ბრიფინგზე თქვა, რომ ორ, შვეიცარიულ-ლუქსემბურგულ და ჩინურ-სინგაპურულ კომპანიებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშრებით წინადადებები 2024 წლის 20 მაისამდე უნდა წარედგინათ, რაც მისი თქმით, მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა განახორციელა. “როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე გამოცხადებული იყო კერძო პარტნიორებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებიც ორმა […]

თბილისში უძრავი ქონების გაყიდვები თითქმის 25%-ით გაიზარდა

2024 წლის აპრილში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა 3 220 ერთეული იყო, ზრდა წინა წელთან შედარებით 24.7%-ია. Galt & Taggart-ის აპრილის მონაცემების მიხედვით, ტრანზაქციების ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ისე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად). 2024 აპრილში რეგისტრირებული ტრანზაქციების ნახევარზე მეტი კვლავ დიდ დიღომში, საბურთალოსა და სამგორის რაიონებში იყო. აღსანიშნავია, რომ გაყიდვები გაიზარდა თბილისის […]

ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს მეტი ტურისტის მოზიდვას – ტურიზმის სექტორი

შანხაიში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China 2024 საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 10-მდე კერძო კომპანია იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ცნობით, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებსა და საიმიჯო ვიდეო რგოლებს. გამოფენის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან. […]

ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს

ანაკლიის პორტს ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი ააშენებს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. „20 მაისს ანაკლიის პორტის განვითარების სააგენტოში წინადადება მხოლოდ ჩინურმა კონსორციუმმა წარმოადგინა. ეს არის კომპანია CCC და ჩაინა ჰარბურ ინვესტმენტი, რომელსაც ჰყავს ორი მნიშვნელოვანი ქვეკონტრაქტორი CRBC და „ჩინდაო პორტ ინტერნეიშენალი“. „ჩინდაო პორტი“ ტვირთბრუნვის მიხედვით მსოფლიოში მე-6, მე-7 ადგილზეა ტვირთბრუნვის მიხედვით და ერთ-ერთი […]