გურამ მაჭარაშვილი – ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც კანონის მიღებას აპროტესტებს, ჩართულია ბულინგსა და შეურაცხყოფაში – ლუსტრირებული ჯაშუშების დაუსჯელი დატოვება ქვეყნის სუვერენიტეტსა და სტაბილურობაზე მძიმედ აისახება

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა და მეტადრე, გამჭვირვალობის შესახებ კანონმა ჩვენ ქვეყანაში ადამიანების სრული ლუსტრაცია მოახდინა. კანონი ჯერ არ ამოქმედებულა და უკვე პირდაპირ გამჟღავნდა, ვინ დგას საკუთარი ქვეყნის მხარეს და ვინ ემსახურება გარე ძალას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი, გურამ მაჭარაშვილი, სოციალურ ქსელში წელს. როგორც ის აღნიშნავს, „დღეს, როდესაც ქვეყანაში მდგომარეობა დამშვიდდა, და ადამიანებმა ჩვეულად […]
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა – დაკავებულია ერთი პირი, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, დიდი ოდენობით სხვისი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ორს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, […]
ბოლო ორ თვეში ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო” – ზურაბ ერისთავი

ბოლო თვის განმავლობაში, მრავალი თვის ნალოლიავები, ორი დიდი ევროპული გარიგება ჩაგვივარდა, იმ კომენტარით რომ “თქვენ ევროპისკენ აღარ მიდიხართო”, – ამის შესახებ RENTALS & Eristavi Estates, მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ერისთავმა განაცხადა. ის სოციალურ ქსელში თავის გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ ჩავარდნილი პროექტებიდან ერთ-ერთი 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.
ხარაგაულსა და თერჯოლაში ორი დაურეგისტრირებელი საამქრო გამოავლინეს

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროს ორი ფაქტი გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიგზავნა. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეში, სახელმწიფო ტყეში, სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უკანონოდ მოპოვებული 12 კუბურ მეტრამდე პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი) და 3 […]
კიევზე სარაკეტო შეტევა იყო

უკრაინის დედაქალაქ კიევში და კიევის ოლქში ღამის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდა საჰაერო განგაში. 31 მაისს, დილით უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა სოციალური ქსელებით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევს კურსკის ოლქიდან შეუტიეს ფრთოსანი რაკეტით „ისკანდერი კ“, რომელიც უკრაინის საზენიტო სარაკეტო ქვედანაყოფებმა გაანადგურეს. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მოგერიებული რუსული რაკეტის ნამსხვრევებით გამოწვეულმა ხანძარმა დააზიანა […]
რომელია სტიქიის მაღალი რისკის ზონები თბილისში? – გეოლოგიური ბიულეტენი

2023 წლის გეოლოგიური ბიულეტენის მიხედვით, გამომდინარე იქიდან, რომ დედაქალაქში ოპტიმალურად ასათვისებელი ფართობი თითქმის აღარ არის, ქალაქის გაფართოება იმ არეალებში დაიწყო, სადაც ადრე გეოლოგიური და საინჟინრო ნორმებიდან გამომდინარე, მშენებლობა დაუშვებლად ითვლებოდა. დოკუმენტში საუბარია იმ საფრთხეებზეც, რომელიც შესაბამისი პირობების (უპირველეს ყოვლისა, უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა და მიწისძვრები) წარმოქმნის შემთხვევაში, შესაძლოა, განვითარდეს. ამასთან, თბილისში დასახელებულია უბნები, სადაც გეოლოგიური […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე უკრაინის 32 დრონი და 5 რაკეტა გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ კრასნოდარის ტერიტორიაზე 29 დრონი და „ნეპტუნის“ 5 რაკეტა გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, თითო-თითო დრონი განადგურდა ვორონეჟის, ბელგოროდისა და ტამბოვის ოლქებში. „გასული ღამის განმავლობაში, აღიკვეთა კიევის რეჟიმის არაერთი მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები „ნეპტუნის“ საზენიტო რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ“, – […]
დრონებით შეტევა იყო რუსეთის კრასნოდარის მხარეზე

აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის ქალაქების, ნოვოროსიისკის და ტემრიუკის რაიონებში. რეგიონის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ „მოგერიებულია უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული შეტევა“. 31 მაისს, გამთენიისას კონდრატიევმა ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ დარტყმა იყო ტემრიუკის რაიონში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც ცეცხლი გაუჩნდა სამ ცისტერნას და არიან დაშავებულებიც. ადგილობრივი დროით დილის შვიდი საათის შემდეგ, ამ რაიონის ხელმძღვანელმა ფიოდორ […]
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში შეეზღუდებათ. მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ნაოზა, მუხრანი, […]
ახალგაზრდული მოძრაობის ორგანიზებით დღეს აქცია გაიმართება

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ დღეს საპროტესტო აქციას – „არ გაჩერდება ხალხის მდინარე“ აანონსებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია დღეს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება. „არ გავჩერდებით, არ შევჩერდებით. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე“, – ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.