„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 მაისს 01:00-დან 06:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს თბილისში აღმაშენებლის ხეივანში შეეზღუდებათ.
მათივე ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო,11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, წიწამური და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში – ნაოზა, მუხრანი, ნავაზარი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში, ხოლო 12:40-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ახალსოფელი, ჩაბანო, ჭურჭელაურები, გოჯიაანები და მიმდებარე სოფლებში შეეზღუდებათ.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“, – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)