ხარკოვზე ისევ სარაკეტო შეტევა იყო, არის მსხვერპლი

რუსეთის სამხედრო ძალებმა მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხარკოვზე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 31 მაისს, შუაღამის შემდეგ, დარტყმა იყო ქალაქის ნოვობავარის რაიონზე, სადაც ერთ-ერთი რაკეტა პირდაპირ მოხვდა 5-სართულიან სახლს. დაიღუპა სულ მცირე 3 ადამიანი და 23 დაშავდა. ხარკოვის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქს ბელგოროდის ოლქიდან დაარტყეს С-300 და С-400 ტიპის რაკეტებით. რუსეთის ჯარებმა […]
დონჩიჩისა და ირვინგის კომბინირებული 72 ქულა – “დალას მავერიქსი” სუპერფინალში გავიდა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ფინალურ სერიაში “დალას მავერიქსმა” “მინესოტა ტიმბერვულზი” 124:103 დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა. ტეხასელთა ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა 36 ქულა, 10 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. კაირი ირვინგმა 36 ქულა, 4 მოხსნა და 5 ასისტი დააგროვა. “მინესოტადან” საუკეთესო ენტონი ედვარდსი გახდა, ახალგაზრდა კალათბურთელმა საკუთარ გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა, 2 […]
Reuters – იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის წელიწადში 40 მილიარდ ევროს გამოყოფას სთავაზობს

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მოკავშირეებს სთხოვს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების დასაფინანსებლად ყოველწლიურად, მინიმუმ, 40 მილიარდი ევრო გამოყონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მოსალოდნელია, რომ სტოლტენბერგის წინადადებას დღეს, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილავენ, სადაც უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის გზებზე უნდა იმსჯელონ. „ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მინიმუმ მხარდაჭერის ამჟამინდელი დონე მანამ, სანამ საჭიროა“, – განუცხადა წყარომ […]
მედია – ჯო ბაიდენმა კიევს ამერიკული იარაღით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების უფლება ფარულად მისცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიევს ფარულად დართო ნება, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოიყენოს, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ოთხმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს. Reuters-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება აღნიშნავს ბაიდენის პოლიტიკის ცვლილებას, რომელიც მტკიცე უარს ეუბნებოდა უკრაინას ამერიკული იარაღის გამოყენებით რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმების […]
რუსებმა ხარკოვს დაარტყეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა წუხელ ხარკოვში ხუთსართულიან კორპუსს დაარტყეს, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 12, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაშავებულებს შორის 12 წლის ასაკის ორი ბავშვია. რუსებმა კვლავ ორმაგი დარტყმის ტაქტიკა გამოიყენეს და მათ მეორედ მაშინ დაარტყეს, როცა ადგილზე უკვე მუშაობდნენ ექიმები, მაშველები და სამართალდამცავები. დაშავებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედიკოსი. წინასწარი მონაცემებით, საოკუპაციო […]
ჯო ბაიდენი – დონალდ ტრამპის დასამარცხებლად ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან დაკავშირებით ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ტრამპის დასამარცხებლად ერთადერთი გზა საარჩევნო ყუთია. „იმისთვის, რომ დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტს არ გაეკაროს, ერთადერთი გზა არსებობს: საარჩევნო ყუთთან“, – დაწერა ბაიდენმა X-ზე. ბაიდენის საარჩევნო კამპანიის განცხადებით კი, გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ კანონზე მაღლა არავინ დგას. შეგახსენებთ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ […]
დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. ეს არის უპრეცედენტო განაჩენი, ვინაიდან ტრამპი არის პირველი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულში დამნაშავედ ცნეს. მოსამართლე ხუან მერჩანმა განაჩენის გამოტანის მიზნით სასამართლო პროცესი 11 ივლისს დანიშნა. ტრამპის სასჯელი მოსამართლის გადასაწყვეტია და ის შეიძლება მოიცავდეს პატიმრობას ან პირობით […]
გაგრელი, რომელიც ქართველმა ექიმებმა ფეხზე დააყენეს, ოკუპირებულ აფხაზეთში „ჯაშუშად“ გამოაცხადეს

ოკუპირებული გაგრის მკვიდრს, 47 წლის კახა მურადოვს ანკლავში, 10-დან 15 წლამდე „პატიმრობა“ ელის. აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა, მურადოვი, გაგრაში, საკუთარ სახლში „ჯაშუშობის“ ბრალდებით, აპრილის ბოლოს დააკავა. საოკუპაციო რეჟიმმა გაავრცელა მურადოვის „აღიარებითი ჩვენებაც“, სადაც ნაცემი მურადოვი ყვება, რომ თითქოს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „გადაიბირა“ და 1999 წლიდან, თბილისის „სასარგებლოდ“ „ჯაშუშობდა“. კახამაც და თბილისში, კლინიკამაც სერიოზული შეცდომა […]
“ტორინომ” შეიძლება საზონოვი იჯარით გაუშვას

“სპორტ-ექსპრესის” ცნობით, “ტორინო” 22 წლის მცველის საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას განიხილავს. ტურინულმა კლუბმა საზონოვი 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის “დინამოსგან” 2.75 მილიონ ევროდ შეიძინა. საბამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონწილეობა, სასტარტოში კი 2-ჯერ დააყენეს. მას “ტორინოსთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.
დონალდ ტრამპი დამნაშავედ სცნეს მონაცემების გაყალბებაში

აშშ-ის ექსპრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ-იორკის სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქმიანი მონაცემების გაყალბების 34 შემთხვევაში, რითიც ტრამპი იქცა აშშ-ის პირველ პრეზიდენტად, რომელსაც ბრალდება დაუმტკიცდა. მსაჯულები ორი დღის განმავლობაში მსჯელობდნენ ამ საქმეზე, სანამ 30 მაისს განაჩენს გამოიტანდნენ. განაჩენის გამოტანისთვის მსაჯულებს ერთხმად უნდა დაესკვნათ, რომ ტრამპმა – რომელიც მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის სავარაუდო კანდიდატია – თავისი კომპანიის […]