თბილისში 393 აბონენტს გაზი არ აქვს – ნახეთ, აღდგენის დრო

“თბილისი ენერჯის” ინფორმაციით, დიღმისა და გლდანის რაიონში 393 აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანიაში ამბობენ, გაზის მიწოდება 15:00 საათზე აღდგება.

სინოპტიკოსები დღეს მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებენ

31 მაისს ქუთაისში +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც წვიმს. დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია ნალექი. უნალექო დღეა ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ანალოგიური ამინდია ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +28 […]

ჩინეთში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა

ჩინეთის მიმართულებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ძალაში შესვლის შემდეგ, პირველი პირდაპირი რეისი შესრულდა. თბილისიდან 140 მგზავრი გაფრინდა, მათგან 40 საქართველოს მოქალაქე იყო, მათ უვიზო მიმოსვლით პირველად ისარგებლეს. 30 მაისიდან ჩინეთის სამხრეთის ავიახაზები ფრენების სიხშირეს ზრდის და თბილისის მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით იფრენს. პირველი უვიზო რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჩინეთის რესპუბლიკის […]

ნახეთ მისამართები, სადაც წყალი მთელი დღით შეწყდება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” წყალმომარაგების შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს: 31 მაისს, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩა N63-ის მიმდებარედ, სათავე ნაგებობის მაგისტრალურ ქსელსა და განშტოებებზე, რომელიც ვარკეთილის, ვაზისუბნისა და ლილოს დასახლებებს სასმელი წყლით ამარაგებს, აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს, პარალელურად ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები განხორციელდება ისანი-სამგორის რაიონში, დავითაიას ქუჩაზე. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 31 […]

დონალდ ტრამპი ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს – რა ელის აშშ-ის ექსპრეზიდენტს

ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, დო­ნალდ ტრამ­პი ფი­ნან­სუ­რი დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბის საქ­მე­ზე 34-ვე ბრალ­დე­ბა­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნო. ეს არის უპ­რე­ცე­დენ­ტო გა­ნა­ჩე­ნი, ვი­ნა­ი­დან ტრამ­პი არის აშშ-ის პირ­ვე­ლი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულ­ში დამ­ნა­შა­ვედ ცნეს. მო­სა­მარ­თლე ხუან მერ­ჩან­მა გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნის მიზ­ნით სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 11 ივ­ლისს და­ნიშ­ნა. ტრამ­პის სას­ჯე­ლი მო­სა­მარ­თლის გა­და­სა­წყვე­ტია და ის შე­იძ­ლე­ბა მო­ი­ცავ­დეს პა­ტიმ­რო­ბას ან პი­რო­ბით სას­ჯელს. […]

კიევში, სარაკეტო იერიშის შედეგად, ხანძარი გაჩნდა

კიევში, რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა და ექვსი ავტომობილი, საწყობი და ავტოსამრეცხაო დაზიანდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 120 კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა. „დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება! – აცხადებენ უწყებაში. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ რუსებმა დედაქალაქს კურსკის […]

ევრო 2024 | მზადების მეორე დღე ავსტრიაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზე მზადებას განაგრძობს. პირველი დღის მსგავსად, შეკრების მეორე ვარჯიშშიც 14 ფეხბურთელი მონაწილეობდა: გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ სიგუა, გიორგი წიტაიშვილი, ლევან შენგელია, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუდუ ზივზივაძე. ეროვნულ ნაკრებს სხვა ლეგიონერები მომდევნო დღეებში შეუერთდებიან. ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების […]

კვიპროსი-საქართველო | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე მატჩი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები კვიპროსში ჩავიდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავს. 31 მაისს ირის ანტმანის გუნდი ახნასის სტადიონზე კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება. 30 მაისს ჩვენმა გუნდმა მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. ტრავმირებული ლიზი მწყერაშვილის ნაცვლად, საქართველოს ნაკრებთან ერთად კვიპროსში ლიზი კანკია გაემგზავრა. კვიპროსი-საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებების მატჩი 31 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე […]

“მოეწონება თუ არა ხვიჩა კონტეს?”- იტალიელი მწვრთნელის მეგობარმა ქართველზე ისაუბრა

წამყვანი იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ “ნაპოლის” სულ მალე ანტონიო კონტე ჩაიბარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ “პარტენოპეის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველაფერი 10 დღეში გადაწყდება. კონტეს მეგობარმა მიკელე პადოვანიმ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია ანტონიოს ხელში თავიდან დაიბადება. “კვარა” ნამდვილად განსაკუთრებული ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, კონტეს […]

U19 | საქართველო V ჩრდ. მაკედონია – შემადგენლობა და მატჩების განრიგი

საქართველოს 19 წლამდე ვაჟთა ნაკრები 8 და 10 ივნისს, 20:00 საათზე, თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ჩრდილოეთ მაკედონიის 19-წლამდელთა გუნდს დაუპირისპირდება. მოახლოებული მატჩებისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლაშა ფირცხალაიშვილმა 23 ფეხბურთელი გამოიძახა. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს სფფ-ის Youtube-ის არხი შემოგთავაზებთ. აღნიშნული ასაკობრივი ჯგუფი, 13-დან 19 ნოემბრის ჩათვლით, შვედეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ჯგუფში […]