რუსეთმა სპეცრაზმი „ახმატი“ გაგზავნა უკრაინის ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონებში

რუსეთმა უკრაინასთან მოსაზღვრე ბელგოროდის ოლქში გაგზავნა ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატი“. რუსულმა არმიამ მაისის შუა რიცხვებიდან, ბელგოროდის რეგიონიდან დაიწყო ინტენსიური სახმელეთო შეტევა უკრაინის ხარკოვის ოლქზე. როგორც კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ დღეს, 3 ივნისს წერს, სპეცრაზმის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა აპტი ალაუდინოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ახმატის“ მებრძოლებმა უკვე დაიწყეს „დასახული ამოცანების“ შესრულება ხარკოვის ოლქის სასაზღვრო რაიონებში. ალაუდინოვისთვის „ძალიან […]
როდის გაიხსნება თბილისში სასტუმრო Hilton-Canopy და რა კავშირი აქვთ მფლობელებს სათამაშო ბიზნესის კომპანიებთან

ძველ თბილისში, კოტე აფხაზისა და ვახტანგ ბერიძის ქუჩების კუთხეში სასტუმრო Hilton-Canopy-ის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც გეგმის მიხედვით 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტს შპს „ძველი ქუჩა“ ახორციელებს, რომლის მიხედვითაც სასტუმრო 140 ნომრიანი იქნება, რომელსაც 2 მიწისქვეშა და 6 მიწისზედა სართული ექნება. „მიგვაჩნია, რომ ძველი შენობები პირდაპირ შეხებაში არ უნდა ყოფილიყო ახალ კედლებთან და ისინი დაპროექტდა, როგორც დამოუკიდებელი, […]
„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ – ისრაელის საჰაერო თავდასხმას სირიაში 12 ადამიანი ემსხვერპლა

„სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ინფორმაციით, წუხელ ისრაელის მიერ ქალაქ ალეპოს ჩრდილოეთით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. სირიის სახელმწიფო მედია სამხედრო წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად, რომლის სამიზნე სირიის ქალაქ ალეპოს მახლობლად მდებარე ობიექტები იყო, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. წყაროს განცხადებით, საჰაერო თავდასხმამ რამდენიმე ადამიანი იმსხვერპლა და გარკვეული მატერიალური ზიანი გამოიწვია.
ქართული პრესის მიმოხილვა 03.06.2024

ვახტანგ ძაბირაძე – “კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია” როდიდან დაიწყება დაჯარიმება – ახალი კანონის ამოქმედების ვადები, პროცედურები და მოსალოდნელი შედეგები მირიან მირიანაშვილი – რას ელოდება დასავლეთი თბილისისგან?! * * * ვახტანგ ძაბირაძე – “კარგი იქნებოდა ხელისუფლებას ერთმანეთისგან გაერჩია სუვერენიტეტი და იზოლაცია” “არ ვიცი, რომელი ევროპისკენ მიდიან ესენი. როდესაც ამბობენ, რომ ევროკავშირში გაწევრება […]
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ჩატარდება. სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დაგეგმილი. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. სავარაუდოდ, პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ […]
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 3 ივნისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება ისნის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ) და ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალვანის, ცუცქირიძის, ლომოურის, სამოქალაქოს, კარდანახის, ახვლედიანის, სპარტაკის, გაბისკირიას, ბახვის და ურიცკის ქუჩების მოსახლეობას. ვაკის […]
მაკფოლი: საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა შეუერთდეს სახელმწიფოთა მშვიდობიან საზოგადოებას, რატომ ამბობენ უარს ამაზე?

მაიკლ მაკფოლი რუსეთში შეერთებული შტატების ელჩი სწორედ მაშინ იყო, როცა მოსკოვმა უცხოეთის აგენტების კანონი მიიღო. “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში, მაკფოლი ამბობს, რომ საქართველოში მიღებული “უცხოური გავლენის გამჭვირავლობის შესახებ” კანონი, ავტოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია. როგორი ტიპის დემოკრატიად აქცევს საქართველოს, ე.წ. “უცხოეთის აგენტების” შესახებ, “კრემლით შთაგონებული” კანონი, როგორც მას შეერთებული შტატები უწოდებს; რა გავლენას ახდენს ეს კანონი, საქართველოს ევროპულ […]
ევრო 2024 | ნაკრები ავსტრიაში ოცი ფეხბურთელით ემზადება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევრო 2024-ისთვის მზადების ფარგლებში, ავსტრიაში მორიგი ვარჯიში გამართა. 2 ივნისის საწვრთნელ პროცესში 20 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ეროვნული გუნდის შეკრებას გიორგი მამარდაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ნიკა კვეკვესკირი, ანზორ მექვაბიშვილი და ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდნენ. მათთან ერთად ნაკრების ვარჯიშში გიორგი ლორია, გურამ კაშია, ჯიმი ტაბიძე, ლაშა დვალი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გაბრიელ […]
რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია GWP-ის ცნობით, სამგორის რაიონი, ქებურიას დას. ხუბულავას ქუჩის N 6 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/3/2024 00:45 დან 6/3/2024 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ნინა ხუბულავას, ქებურიას დასახლებას (ქვემო ალექსეევკის დასახლებას), რევაზ ბედიას, იგოთის და იაკობ ხვედელიანის ქუჩებს. სამგორის რაიონი, წმინდა ბარბარეს უბანი N 177 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/3/2024 01:45 დან 6/3/2024 12:00 […]
“ჰასიმ” ასორტიმენტი გააფართოვა – რა სერვისს სთავაზობს კომპანია მომხმარებელს?

ბიო ტუალეტების იმპორტიორი კომპანია „ჰასიმ“ ასორტიმენტი გააფართოვა. ამის შესახებ BM.GE-სთან კომპანიის დამფუძნებელმა, ირაკლი ჩხაიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, კომპანია 2018 წელს დაარსდა და მთავარი პროდუქტი თავიდანვე ბიო ტუალეტი იყო. ის მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ბიო ტუალეტი როგორც იქირაოს, ასევე შეიძინოს. “ჰასის” დამფუძნებელი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მათი პროდუქცია სრულად იმპორტირებულია ევროპიდან, ამასთან იმპორტირებულია ის […]