პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ […]

ინდოეთში ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ შტატ უტარ პრადეშში სიცხის გამო 33 ადამიანი დაიღუპა, ოდიშას შტატში კი სიცხეს 20-მდე ემსხვერპლა. გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. უტარ პრადეშში დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები, დაცვის თანამშრომლები და […]

რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქცია-მარათონზე 250 000 ლარი შეგროვდა

პირველი რესპუბლიკის მოედანზე გამართულ საქველმოქმედო აქცია-კონცერტიზე -„მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის“ 250 000 ლარი შეგროვდა, – ამის შესახებ მარათონის ორგანიზატორები აცხადებენ. კონცერტის მიზანი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებზე დაკავებული პირების ფინანსური დახმარება იყო კერძოდ, მათი ჯარიმებისგან გათავისუფლება. აქცია-კონცერტის მიმდინარეობისას მოქალაქეებს QR კოდები დაურიგდათ, მასზე ის ანგარიშის ნომრები იყო დატანილი, სადაც მოქალაქეებს თანხის გადარიცხვა შეეძლოთ.

თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება

თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს […]

28-30 ივნისს აქსელის მესამე საინვესტიციო კონფერენცია ჩატარდება

2024 წლის 30 ივნისს, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, „აქსელი“, EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari Garden-ში ინვესტიციების შესახებ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს. ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და უდიდესი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი სტარტაპების განვითარებისთვის. შეხვედრას დაესწრებიან: უცხოელი ანგელოზი ინვესტორები; ქართველი ანგელოზი ინვესტორები; ვენჩურული ფონდების წარმომადგენლები; სტარტაპები და ანტრეპრენერები; მეწარმეობით […]

“ზაფხული დასაწყისიდანვე საკმაოდ ცხელი იქნება… შიგადაშიგ წვიმებით” – როგორი ამინდები გველოდება ივნისში

უცხოელი კლიმატოლოგების ნაწილი ვარაუდობს, რომ პლანეტაზე წელს ძალიან ცხელი ზაფხული იქნება. ჩვენ დავინტერესდით საქართველოს ამინდის პროგნოზით, თუ როგორი იქნება მდგომარეობა ჩვენთან ამ კუთხით და საინტერესო საკითხებზე გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი, ხათუნა ქოქოსაძე გვესაუბრება. – ქალბატონო ხათუნა, მაისის წვიმების შემდეგ როგორი ამინდი გამოდის, როგორი იქნება ივნისი? – ივნისი მთლიანად არის საკმაოდ თბილი, როგორც დასავლეთ, ისე – […]

სალომე ზურაბიშვილი ქოლგას გაშლის თუ „ზონტიკს“, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა – ოპოზიციური ფრთის ლიდერი ვერ გახდება – ხათუნა ხოფერია

სალომე ზურაბიშვილი ქოლგას გაშლის თუ „ზონტიკს“, არ აქვს არანაირი მნიშვნელობა! სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური ფრთის ლიდერი ვერ გახდება. ეს გამორიცხულია, – ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ საამისოდ ძალიან ბევრი ფაქტორი არსებობს. „ის აკეთებს სრულიად არალოგიკურ განცხადებებს. ისეთი, როგორიც არის ვთქვათ, რეფერენდუმის ჩატარება, მაშინ როდესაც ვერანაირ რეფერენდუმს ვერ ჩაატარებს. […]

შოლცი პუტინს: NATO-ს ტერიტორიის თითოეულ კვადრატულ ინჩს დავიცავთ

აღმოსავლეთ გერმანიის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ NATO-ს გადაწყვეტილება აღმოსავლეთ საზღვრის გასაძლიერებლად რუსეთის შესაკავებლადაა მიღებული და ალიანსი საჭიროების შემთხვევაში, მისი დაცვისთვის მზად იქნება. შოლცის თქმით, გერმანიამ გერმანიამ რუსეთის საზღვართან, ბალტიისპირეთის ქვეყნებში NATO-ს ძალების გაძლიერების საქმეში წამყვანი როლი შეასრულა. “იმის გამო, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე განგრძობადია, ჩვენ და სხვა მოკავშირეებმა გასულ წელს […]

01:00 საათის მონაცემებით, აქცია-კონცერტზე დაჯარიმებულებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა

01:00 საათის მონაცემებით, მხოლოდ ორი ბანკის შიდა გადმორიცხვებით აქცია-კონცერტზე დაჯარიმებულებისთვის 250 000 ლარი შეგროვდა. მონაცემები არ ასახავს საზღვარგარეთიდან გადმორიცხულ თანხებს. “მუსიკოსები ევროპული მომავლისთვის” – აქცია-კონცერტი რესპუბლიკის მოედანზე 09:00 საათზე დაიწყო და ცოტა ხნის წინ დასრულდა.

რუსმა ოკუპანტებმა ხარკივზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა ერთი ადამიანი

გასული ღამის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა ხარკივის რეგიონზე სარაკეტო დარტყმები მიიტანეს. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, იერიშის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 2 კი დაშავდა. რუსი ოკუპანტების სამიზნე ხარკივიდან 30 კილომეტრში მდებარე დასასვენებელი კომპლექსი გახდა. ოკუპანტებმა დარტყმა მინიმუმ 5 რაკეტით მიიტანეს. ბოლო მონაცემებით, ყველაზე რთული ვითარება დონეცკის ოლქის პოკროვკსის მიმართულებაზეა. ოკუპანტები ფრონტის ხაზის გარღვევას ცდილობენ. ბოლო 24 […]