წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი თბილისში წელს 26-ედ ტარდება. მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია აშშ საელჩო საქართველოში. წიგნის ფესტივალი 4 დღეს გასტანს და 2 ივნისს დასრულდება.
მაკფოლი: მოსკოვის გზაზე დაბრუნება, ქართველი ხალხის ინტერესში არ შედის

“ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ბიზნეს საზოგადოებამ არჩევანი უნდა გააკეთონ, – უნდათ იყვნენ თავისუფალ სამყაროში, თუ სურთ ავტოკრატიულ სამყაროში, როგორც ვლადიმირ პუტინის სატელიტი? სცადო იყო ორივე ადგილზე ერთდროულად, შეუძლებელია”, – ამბობს მაკფოლი.
ოლაფ შოლცი – იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები – ჩვენ არ გვაქვს სიძულვილის და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა

იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები.ჩვენ არ გვაქვს სიძულვილის და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცადა. გერმანიის კანცლერის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე ავრცელებს. “ბოლო დღეებში იზრდება პოლიტიკურად მოტივირებული შუღლი და თავდასხმები. ჩვენ არ გვაქვს სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შემწყნარებლობა. ხალხის უმრავლესობა ღირსეულია. მათი ხმა უდავოდ უნდა […]
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფილიპინელ კოლეგასთან შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ფილიპინელ კოლეგას, ფერდინანდ მარკოსს შეხვდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე პრეზიდენტებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. „მადლობელი ვარ ფილიპინების უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიმართ მკაფიო პოზიციისთვის, ასევე გაერო-ს მნიშვნელოვანი რეზოლუციების მხარდაჭერისთვის. უკრაინა აპირებს მიმდინარე წელს მანილაში, ორმხრივი თანამშრომლობის გასაძლიერებლად, საელჩო […]
რუსეთი ევროპაში თავისი პროპაგანდისთვის იყენებს თანამემამულეთა „დასაცავად“ შექმნილ ფონდს

რუსეთის მიერ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა „უფლებების დასაცავად“ შექმნილი ფონდი რეალურად წარმოადგენს კრემლის გავლენის ოპერაციის ინსტრუმენტს, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ევროპის 48 ქვეყანაში მოქმედებს. ამას მოწმობს ორგანიზაციდან გაჟონილი 40-ზე მეტი შიდა დოკუმენტი. ევროპის სადაზვერვო სამსახურების მიერ მოპოვებულ მასალებზე დანიის საზოგადოებრივი მაუწყებელი და გამოცემა „გარდიანი“ წერენ. საუბარია „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების მხარდაჭერის და უფლებების დაცვის ცენტრზე“, იგივე […]
ეგზიტპოლების თანახმად, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი გახდება

ეგზიტპოლების შედეგების თანახმად, მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდება. BBC-ის ცნობით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ 61 წლის ყოფილმა მერმა გუშინ ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 56% მოიპოვა და მთავარი კონკურენტი, შოუჩიტლ გალვესი დაამარცხა. საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგები დღეს გამოცხადდება. ამომრჩევლები ასევე ირჩევდნენ მექსიკის კონგრესის ყველა წევრს, გუბერნატორებს რვა შტატში და მეხიკოს მერს. მექსიკაში […]
ვოლოდიმირ ზელენსკი ფილიპინებს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით ფილიპინების დედაქალაქ მანილაში ჩავიდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი დღეს, ფილიპინების პრეზიდენტს, ფერდინანდ მარკოსს შეხვდება. შეხვედრის დეტალები, ჯერჯერობით, არ საჯაროვდება. ზელენსკი შაბათ-კვირას სინგაპურში იმყოფებოდა. მან რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა, მათ შორის, ამერიკელ კონგრესმენებთან და პენტაგონის ხელმძღვანელთან, ლოიდ ოსტინთან, ასევე სიტყვით გამოვიდა თავდაცვის ფორუმზე.
რუმინეთი უკრაინისთვის Patriot-ის გადაცემას განიხილავს

რუმინეთი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის – Patriot-ის გადაცემის საკითხს განიხილავს, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ Euronews-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და თუ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს. „პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ამ დროისთვის წინადადება […]
ჯონ კირბი – ველოდებით, რომ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს

აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. ”ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს,” – განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე […]
ენმ: თავდასხმის უკან ივანიშვილი და „ოცნება“ დგას

„ნაცმოძრაობის“ ცენტრალურ ოფისზე, ორგანიზებული თავდასხმიდან 48 საათის შემდეგაც, შსს-ს არავინ დაუკავებია. პარტიას 1 ივნისს, ღამის 2 საათზე, ხის შუბებით და ქვებით შეიარაღებული, 100-მდე ნიღბიანი დაესხა თავს, შს სამინისტროდან 2,5 კმ-ის მოშორებით. ენმ აცხადებს, რომ ტერორის უკან ივანიშვილი და „ოცნება“ დგას