მთავრობის განკარგულებით, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება განკარგულების პროექტი, რომლის მიხედვითაც, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, აღნიშნული თანხის ჯამური მოცულობა დაახლოებით, 5 მილიონ 600 ათასი ლარია. „დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც ათასობით ჩვენს მოქალაქეს, 2 ათასამდე მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული […]
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ასოციაციის „ღვინო ბოლნისი“ ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის […]
წლიური ინფლაცია 2%-ია

2024 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.0 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი ასევე 1.7 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია […]
ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველად პაციენტი დიაბეტისგან განკურნეს

ჩინელმა მეცნიერებმა ისტორიაში პირველებმა დიაბეტი ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეშვეობით განკურნეს. მათი კვლევის შედეგები ჟურნალში Cell Discovery გამოქვეყნდა. არსებული ინფორმაციით, საუბარია 59 წლის კაცზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში მეორე ტიპის დიაბეტი ჰქონდა. დაავადების გამო მან პანკრეასის თითქმის ყველა უჯრედი დაკარგა, რომლებიც ინსულინს გამოიმუშავებენ. ამასთან, პაციენტს დღეში ინსულინის რამდენიმე ინიექცია ესაჭიროებოდა. კაცის სამკურნალოდ მეცნიერება ლაბორატორიაში ღეროვანი უჯრედებიდან […]
დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ “ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არიან პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. “ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს […]
რუსებმა ხარკოვში რეკრეაციული ცენტრი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ზმიივის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რუსებმა მინიმუმ 5 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი – დაშავდა. ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პირველად, საუდის არაბეთში, ერ-რიადში მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair. ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია […]
მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში განაგრძობს

კომაროვის სკოლის 2024 წლის კურსდამთავრებული მიხეილ ვაზაგაშვილი სწავლას, სრული დაფინანსებით, კოლუმბიის უნივერსიტეტში (Columbia University) მექანიკური ინჟინერიის მიმართულებით გააგრძელებს. კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლის გადასახადი 374 000$-მდე აღწევს. კოლუმბიის უნივერსიტეტი სიძველით ნიუ-იორკის შტატში პირველი, ხოლო აშშ-ის მასშტაბით მეხუთე უმაღლესი სასწავლებელია. იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოში.
სააკაშვილი და მისი გუნდი არის საქართველოში ჩანერგილი აგენტურა

სააკაშვილი და მისი გუნდი არის საქართველოში ჩანერგილი აგენტურა საქართველოში უცხო ძალების აგენტურაზე ისაუბრა ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა და აღნიშნა, რომ ეს აგენტურა, რომელსაც სათავეში მიხეილ სააკაშვილი ედგა, მოქმედებდა უცხო ქვეყნების ინტერესების სასარგებლოდ როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში, სადაც ისინი მათმა პატრონებმა აგენტურული საქმიანობის საწარმოებლად გადაისროლეს. „სააკაშვილი და მისი გუნდი არის საქართველოში ჩანერგილი აგენტურა, რომელიც […]
პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, მათ შორის: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, სტრატეგია აღმაშენებელი“, „ახალი, „ევრპული საქართველო“. თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ. მათ შორისაა „გირჩი“ და „საქართველოსთვის“. „ქართული ქარტია“ […]