„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს 600-ზე მეტი მასწავლებელი გადამზადდა

„გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ პროგრამის სასკოლო სივრცეში ინტეგრირების მიზნით, დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისა და კურიკულუმის ექსპერტების გადამზადების პროცესი აქტიურად გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა მიმდინარე წელს 600-ზე მეტი დაწყებითი კლასის მასწავლებელი უკვე გადაამზადა. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის კვირეულის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი გადამზადებულ […]
ყველაზე მეტი ბინა დიდ დიღომში იყიდება

2024 წლის აპრილში თბილისში 3 220 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 24.7%-იანი და თვიურად 7.7%-იანი ზრდაა. აღნიშნულის შესახებ ვკითხულობთ Galt&Taggart-ის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების განახლებულ მონაცემებში . კვლევაში აღნიშნულია, რომ მკვეთრი წლიური ზრდა წინა წლის დაბალი ბაზით არის გამოწვეული. ამასთანავე, აპრილში გაყიდვების რაოდენობის ზრდა დაფიქსირდა როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზრებზე (29.1% წ/წ და 21.3% წ/წ, შესაბამისად). […]
გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ მხარეში ვითარება კვლავ რთულია

გერმანიაში, წყალდიდობით დაზარალებულ ორ მხარეში ვითარება კვლავ რთულია. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, დაღუპულია ერთი მაშველი, ასევე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ერთი ადამიანი. ევაკუაცია გრძელდება რუდერსბერგის მუნიციპალიტეტში, სადაც ბევრი ადამიანი დატბორილ სახლებშია ჩარჩენილი. რთული ვითარებაა ბავარიაშიც, სადაც სტიქიის გამო 3000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები, ათ რაიონში კი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. როგორც მედია წერს, ქალაქ კელჰეიმში დუნაის […]
მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი კლაუდია შეინბაუმია – The New York Times

კლაუდია შეიბაუმმა მექსიკის პრეზიდენტი გახდა. ისტორიულ არჩევნებში ქვეყნის პრეზიდენტი, წარმოშობით ებრაელი და პროფესიით კლიმატოლოგი, მეხიკოს ყოფილი მერი კლაუდია შეინბაუმი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ეს არჩევნები ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო. ხმის მისაცემად 98 მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარეგისტრირდა. BBC წერს, რომ მექსიკაში საარჩევნო კამპანიის პერიოდში უპრეცედენტო რაოდენობის […]
“ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს წინააღმდეგ ყველას გაუჭირდება” – დონარუმა

“პარი სენ ჟერმენისა” და იტალიის ნაკრების მეკარემ ჯანლუიჯი დონარუმამ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. მისი თქმით, იტალიის წინააღმდეგ თამაში ნებისმიერ ნაკრებს გაუჭირდება. “დიდებული მწვრთნელი გვყავს და ევროპის ჩემპიონატის მოგება შეგვიძლია. ვფიქრობ, ჩვენს წინააღმდეგ თამაში ყველა გუნდს ძალიან გაუჭირდება. გუნდში ბევრი ლიდერი გვყავს, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შეგვიძლია”, – განაცხადა დონარუმამ. შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე […]
საქართველოს პარიზის ოლიმპიადაზე 3 ოქროს უწინასწარმეტყველებენ

კომპანია Nielsen-მა და სტატისტიკურმა ბიურო Gracenote-მა განაახლეს თავიანთი პროგნოზი პარიზის ოლიმპიადის მედლების ჩათვლაზე. წინა პროგნოზი 2023 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა. განახლებულ რეიტინგში სამი ლიდერი უცვლელი დარჩა: ამერიკის შეერთებული შტატები მოიგებს ოლიმპიადას 39 ოქროს მედლით, მეორეზე გავა ჩინეთი (33), მესამეზე – საფრანგეთი (29). ნახევარი წლის წინ Gracenote პროგნოზირებდა ამერიკელთა – 37, ჩინელების – 35 და ფრანგების 27 […]
სასწრაფოდ არის გამოსავალი მოსაძებნი, ეს არ ეხება მხოლოდ ტურიზმის სფეროს, ლარის გაუფასურების და ინფლაციის დიდი შანსია – შოთა ბურჯანაძე

საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ კომერსანტის ეთერში იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომელიც ე.წ რუსული კანონის მიღების შემდეგ დადგება ქვეყანას. მისი თქმით, , პრობლემა გლობალურია და ის მხოლოდ ტურიზმს არ ეხება. რიგორც მან აღნიშნა ტურიზმში პრობლემა უკვე თვალნათლივ ჩანს, რადგან როდესაც 500-მდე სასტუმროს დატვირთულობა უნდა იყოს მინიმუმ 80%, არის 10%. „ეს ყველაფერი შეიძლება ჯერ ბანკებს არ […]
თიბისის ტექ შეხვედრების სერია გრძელდება – .Net მიმართულება

თიბისი უკვე მეორე წელია, ტექ პლატფორმის გამოყენებით, შიდა კომუნის გასაძლიერებლად, თანამშრომლებისთვის წელიწადში რამდენჯერმე ატარებს შეხვედრებს, რომლებსაც ტექნოლოგიური კონფერენციის სახე აქვს. შეხვედრები ტარდება ტესტერებისთვის, დეველოპერებისთვის, DevOps მიმართულების პროფესიონალებისთვის, iOS და ანდროიდ დეველოპერებისთვის, ეჯაილ გუნდისთვის და სხვა. შეხვედრებზე თიბისი ტექის კონკრეტული მიმართულების თანამშრომლები განიხილავენ იმ დროისთვის რელევანტურ, ტრენდულ მოვლენებს, სიახლეებს, პრაქტიკებსა და გამოწვევებს, აზიარებენ გამოცდილებებს და ერთმანეთს […]
პოლიტიკური პარტიები დღეს, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება. როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ […]
გიორგი ყუშიტაშვილმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა

მოკრივეთა შორის პარიზის ოლიმპიური თამაშების ბოლო საკვალიფიკაციო ტურნირზე, რომელსაც ბანგკოკმა უმასპინძლა, საქართველო ორი სპორტსმენით – ესკერხან მადიევით (71 კგ) და გიორგი ყუშიტაშვილით (92 კგ) იყო წარმოდგენილი. მათ შორის მიზანს ყუშიტაშვილმა მიაღწია. ქართველმა მოკრივემ პარიზის ოლიმპიური რინგისკენ მიმავალ გზაზე გაიანელი ემანუელ პომპეი მეორე რაუნდში დაამარცხა აშკარა უპირატესობით, შემდეგ ლუქსემბურგელ მიშელ ერპელდინგს მოუგო (5-0). ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა […]