ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაობი მალე დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ პორტი 7.8 მლნ/ტ ტვირთს გაატარებს – პრემიერი

„ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამუშაობი ძალიან მალე დაიწყება. პირველი ფაზის საორიენტაციო საინვესტიციო ღირებულება არის $600 მლნ“, – ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. მისი თქმით, ამ ფაზის დასრულების შემდეგ პორტი 600 000 კონტეინერს მიიღებს. „დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რასთან დაკავშირებითაც ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ ისაუბრა. საბოლოო წინადადება შემოიტანა ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა, რომელთანაც შესაბამისი პროცედურების […]
„აგენტების კანონს“ შალვა პაპუაშვილმა ხელი მოაწერა

„დაცხრა ემოციები და რადიკალური ოპოზიციის პროტესტს მიერთებული მოქალაქეებიდან ბევრმა უკვე დაინახა, რომ, სინამდვილეში, გამჭვირვალობის კანონი გაზრდის არასამთავრობო ორგანიზაციების და მათი დამფინანსებლების პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას, გააჯანსაღებს პოლიტიკურ სისტემას, შეასუსტებს დეზინფორმაციას, შეამცირებს რადიკალიზმს და პოლარიზაციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პროცედურის მიხედვით, თუ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს პრეზიდენტი არ აწერს ხელს, ის პარლამენტის თავმჯდომარის ხელმოწერის შემდეგ გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში და […]
არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ მექსიკას პირველად ეყოლება ქალი პრეზიდენტი

მექსიკის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, დამაჯერებლად ლიდერობს 61 წლის კლაუდია შეინბაუმი. ის მექსიკის მოქმედი პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორის მემარცხენე პარტიის, „ეროვნული აღორძინების მოძრაობის“ წარმომადგენელი და მეხიკოს ყოფილი მერია. როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის, ისე ეგზიტპოლის წინასწარი შედეგებით, 2 ივნისს ჩატარებულ არჩევნებში შეინბაუმი ხმების დაახლოებით 60%-ით იმარჯვებს. მის მთავარ კონკურენტს, მემარჯვენე პარტიათა ალიანსის კანდიდატ სოჩილ გალვესს, ხმა […]
გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები – პრემიერი

გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები – პრემიერი გამჭვირვალობის შესახებ კანონი უკვე ძალაშია, ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის […]
პრემიერი – 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა მილიონ 100 ათასზე მეტი თანამოქალაქე, მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის 700 ათასმა მოქალაქემ დაძლია სიღარიბე, ჩვენი უმთავრესი ამოცანაა სიღარიბის განულება და მოხარული ვართ, რომ წინსვლა გვაქვს

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა აპრილის ეკონომიკური ზრდის მონაცემები. აპრილში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 11,8 პროცენტი, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საშუალო იანვარ-აპრილის ეკონომიკური ზრდა იყო 9 პროცენტი. „მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს შედეგი მნიშვნელოვნად აღემატება საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირვანდელ პროგნოზს. თავდაპირველად პროგნოზირებული იყო […]
ირაკლი კობახიძე – კანონი უკვე ძალაშია და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები – ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება

კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები – ეს განსაკუთრებით ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური მეთოდებით ცდილობენ გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება არ უნდა განიხილებოდეს ხელისუფლების გამარჯვებად […]
შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. პაპუაშვილის განცხადებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით, ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ უნდა დააკმაყოფილონ გამჭვირვალობის მინიმალური […]
პრემიერი – ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ანაკლიის პორტის შესახებ მსოფლიო ბანკის წესების მიხედვით, უკვე ჩატარდა ტენდერი სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშირებით და ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები ძალიან მალე დაიწყება. აღნიშნულის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ეკონომიკურ ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელება. როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკვე დასრულდა კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, რაზეც ეკონომიკის […]
ირაკლი კობახიძე – სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ

ჩვენი სპორტი არის აღმავლობის გზაზე და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა სპორტსმენებმა ქვეყანას კიდევ უფრო მეტი წარმატება და გამარჯვება აჩუქონ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ქართველ ძიუდოისტებს აბუ-დაბიში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებული გამოსვლა, ასევე, საფეხბურთო ნაკრების წევრს, ოთარ კიტეიშვილს ავსტრიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული მიულოცა. „მინდა ჩვენს ძიუდოისტებს […]
ირაკლი კობახიძე – ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 30 მაისიდან ჩინეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების რაოდენობა გაორმაგდა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. „მინდა შეგახსენოთ, რომ 28 მაისიდან ამოქმედდა უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ჩინეთთან. გარდა ამისა, 30 მაისიდან გაორმაგდა პირდაპირი ფრენების რაოდენობა ჩინეთსა და საქართველოს შორის, ავიარეისების რაოდენობა. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი […]