„დროას“ განცხადებით, ზუგდიდში მათ წევრს თავს დაესხნენ

პარტია „დროას“ განცხადებით, მათ წევრ მარიამ სიჭინავას გუშინ, 2 ივნისს, ზუგდიდში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ. როგორც „დროაში“ აცხადებენ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი […]

გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს. როგორც პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ქარტიით გათვალისწინებულ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს გიორგი გახარიას გუნდი არ ეთანხმება. თუმცა, ამასთან პარტიაში ამბობენ, რომ სრულად უერთდებიან პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების […]

სააკაშვილი ენმ-ს: ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს

ნაციონალურ მოძრაობას მინდა მოვუწოდო, დავთვალოთ ყველა პარტიის რეიტინგები და ჩვენ ვართ მზად, როგორც პარტია, ჩვენი კვოტების ნახევარი გადავუნაწილოთ სხვა პარტიება […] ნახევარი ჩვენი, რა რეიტინგიც დაჯდება, წინასწარ კვოტების გადავუნაწილოთ სხვა პარტიებს. ოღონდ გავერთიანდეთ. ერთიანობას ამ სიტუაციაში არ აქვს არანაირი ალტერნატივა.

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საუდის არაბეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, საუდის არაბეთში, ერ-რიადში, პირველად მიიღო მონაწილეობა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Riyadh Travel Fair. 3 -დღიან გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-მდე კერძო კომპანია და სახელმწიფო ორგანიზაცია მონაწილეობდა. Riyadh Travel Fair-ზე, საქართველოს სტენდთან სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს. საუდის არაბეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 32 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. […]

ლაშა ფარულავა – ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა და არავინ არის გამოკითხული და დაკავებული – წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები და ახლა ამბობენ, რომ თითქოს კამერის ჩანაწერებს არ ვაძლევთ

ბანდიტური თავდასხმიდან 55 საათი გავიდა და არავინ არის გამოკითხული და დაკავებული. წაღებულია შუბები, რკინის ნაჭრები, ქვები და ახლა ამბობენ, რომ თითქოს კამერის ჩანაწერებს არ ვაძლევთ. მტკიცებულებებს აქვს სამართლებრივი წესი, მას სჭირდება მოსამართლის განჩინება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა ლაშა ფარულავას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით „ივანიშვილის ბანდისგან არანაირი […]

პარლამენტის თავმჯდომარე – არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც ცდილობს, რომ გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს – ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია

მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან ჩატარებული საქველმოქმედო აქცია-კონცერტი. რაც შეეხება მუხტს, პაპუაშვილის აზრით, სინამდვილეში არანაირი მუხტი არც არსებობდა. „ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე […]

ლევან დავითაშვილი – გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით – ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს

გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით – ჩვენ გვექნება უფრო გამჭვირვალე გარემო, რაც ბუნებრივია ცალსახად ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე საუბრისას განუცხადა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ამოქმედების შემდეგ კანონთან მიმართებაში უფრო რაციონალური მიდგომები იქნება. „არაერთხელ გვქონდა საუბარი, რომ ემოციები სჭარბობს ხშირ შემთხვევაში, გადაჭარბებულია რეაქციები […]

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ კი, წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. პროცესს კლინიკა „ვივამედიდან“ დაესწრება ბრალდებული სააკაშვილიც. ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეს, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად […]

ირაკლი ფავლენიშვილი – ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს

ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ საერთოდ გადაუხვიოს ევროკავშირის გაცხადებულ საგარეო კურსს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რითაც „ქართული ოცნებისა“ და ყირგიზეთის პარლამენტის წარმომადგენლების შეხვედრა შეაფასა. ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა უნდა გვქონდეს ყველა ქვეყანასთან, არ ნიშნავს […]

“პანდემიის დროს სოციალური დისტანცირებისა და ნიღბების ტარების რეკომენდაციები მეცნიერულ მტკიცებულებებს არ ეფუძნებოდა” – ენტონი ფაუჩი

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის ყოფილმა დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს მას არ განუხილავს არანაირი მეცნიერული მტკიცებულებები, როდესაც გასცა რეკომენდაციები სოციალური დისტანციის დაცვისა და ბავშვებისთვის ნიღბების ტარების აუცილებლობაზე. ამის შესახებ Washington Examiner-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, ფაუჩიმ ეს განცხადება აშშ-ში, კონგრესში გამართულ მოსმენაზე გააკეთა, რომელიც ჯერ კიდევ იანვარში გაიმართა, თუმცა ახლა ფაუჩის […]