Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7900 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7900 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7915 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 31 მაისის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7949 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0319 ლარია.

2000-მდე მოქალაქეს კოვიდის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ

საქართველოს მთავრობა მუშაობს საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, 2000-მდე ადამიანს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებულ ჯარიმას ჩამოაწერენ. საკითხს მთავრობის სხდომაზე განიხილავენ, შემდეგ კი პარლამენტს გადაუგზავნიან. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ჯარიმის გადახდა აღარ მოუწევთ 1855 ადამიანსა და 38 კომპანიას. ჯამში საუბარია 5 600 000 ლარზე. „უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული […]

კობახიძე: 2 000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება

პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, 2000-მდე მოქალაქეს კოვიდ-პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. ამის შესახებ კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა. როგორც ის ამბობს, ამ ჯარიმების ამოღება დღეს “არაგონივრულია”. “უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. რასთან დაკავშირებითაც წინადადება ჯანდაცვის […]

რუსული კანონი ხვალიდან ამოქმედდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ე.წ. რუსულ კანონს ხელი დღეს მოაწერა. მისი თქმით, კანონი ხვალიდან ამოქმედდება. კანონის მიხედვით, 20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტებმა მაქსიმუმ 3 თვეში ვალდებულები იქნებიან, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირდნენ. აქედან გამომდინარე ასეთ ორგანიზაციებს 3 სექტემბრამდე აქვთ შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვალდებულება. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა, ჯარიმდება […]

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად მაისში?

მაისში საქართველოში 2%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. საქსტატის თანახმად, ფასების მატება ყველაზე მეტად ტრანსპორტის ჯგუფს და საწვავის ფასების ზრდას უკავშირდება, რადგანაც წინა წელთან შედარებით ბენზინის ღირებულება 31%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სურსათის ფასებს, წინა წელთან მიმართებით სურსათის ღირებულება 0.7%-ით არის მომატებული. საქსტატი ინფლაციას 305 სხვადასხვა საქონლისა და […]

„ველოდებით, რომ ისრაელი დათანხმდება ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს“ – ჯონ კირბი

აშშ-ის მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ისრაელი დათანხმდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, თუ მას „ჰამასი“ მიიღებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა. ”ჩვენ ველოდებით „ჰამასის“ ოფიციალურ პასუხს,” – განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ აშშ იმედოვნებს, გეგმის პირველი ეტაპის დაწყებას ორივე მხარე რაც შეიძლება მალე […]

რა შემთხვევაში დამარცხდება ოცნება არჩევნებში – რას წერს კონსტიტუციონალისტი?

“რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში? არსებობს რამდენიმე “თუ”, რომელზეცაა დამოკიდებული, კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ:” – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს: “რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში? არსებობს რამდენიმე “თუ”, რომელზეცაა დამოკიდებული, კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ: 1. თუ ოცნების ამჟამინდელი ელექტორალური შესაძლებლობა 850 ათასს მნიშვნელოვნად არ აღემატება; 2. თუ ოცნება […]

„დროას“ განცხადებით, ზუგდიდში მათ წევრს თავს დაესხნენ

პარტია „დროას“ განცხადებით, მათ წევრ მარიამ სიჭინავას გუშინ, 2 ივნისს, ზუგდიდში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით თავს დაესხნენ. როგორც „დროაში“ აცხადებენ, ხელკეტით შეიარაღებულმა ერთ-ერთმა მოძალადემ მას არასრულწლოვანი შვილის თვალწინ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „მარიამი წლებია პოლიტიკურად აქტიური მოქალაქე და აქტივისტია, რომელიც ვერანაირმა ჯარიმამ, დაკავებამ თუ დაშინებამ ვერ გააჩერა. ვერც ახლა გააჩერებთ! ყველა მოძალადის სახელი და გვარი […]

ვერცხლის ლიგაზე საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ისლანდია დაამარცხა

საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ვერცხლის ლიგის გათამაშების ბოლო მატჩი „თბილისი არენაზე“ გამართა. ქართველმა ფრენბურთელებმა ისლანდიას უმასპინძლეს. ეროვნულმა ნაკრებმა მეტოქე ოთხ სეტში ანგარიშით 3:1 (25-16, 21-25, 25-19, 25-15) დაამარცხა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ლუქსემბურგსა და ფარერის კუნძულების ნაკრებებს სძლია, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მოგება მიითვალა, მონტენეგროსა და ლატვიასთან კი მატჩები დათმო.

შალვა პაპუაშვილი – 60 დღის შემდეგ დადგება უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების დარეგისტრირების ვალდებულება – ყველას მოვუწოდებ, მიყვნენ კანონის ნორმებს

ორგანიზაციების განცხადება “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის დაუმორჩილებლობასთან დაკავშირებით არის არადემოკრატიული ქცევა, რაც კანონის უზენაესობის სულისკვეთებასა და მათივე დეკლარირებულ პრინციპებს ეწინააღმდეგება – კანონი მიღებულია და ყველამ იცის, რა არის გასაკეთებელი! ყველამ იცის, რა შედეგები მოჰყვება, თუ არ იქნება დეკლარირება, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება. […]