მიხეილ სააკაშვილი – ანაკლიის პორტი ხელში გადასცეს ჩვენი მტრის მოკავშირეებს – არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, მიუღებელია!

ანაკლიის პორტი პირდაპირ ხელში გადასცეს სტრატეგიულ მოწინააღმდეგეებს, ჩვენი მტრის მოკავშირეებს, ჩინელებს. არასდროს ვყოფილვარ წინააღმდეგი ჩინეთს სასტუმრო აეშენებინა, რესტორანი გაეხსნა, მაგრამ საუბარი, რომ ჩინელებმა შეიძლება ხელში აიღონ მთავარი სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც უნდა აშენდეს საქართველოს კეთილდღეობა, მიუღებელია! – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ლაზიკა მიზიდულობის ცენტრი იქნებოდა ასევე […]
„ჩინეთი კულტურული თვალსაზრისით შორს არის ჩვენი ქვეყნისგან, გვჭირდება დრო რომ გაგვიცნონ “ – შოთა ბურჯანაძე

რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ, იმ გავლენაზე ისაუბრა რაც ჩინეთთან უვიზო მიმოსვლას ტურიზმზე ექნება. როგორც მან აღნიშნა, იმისთვის, რომ საქართველო ჩინეთის ბაზარზე პოპულარული გახდეს, დიდი მუშაობაა საჭირო, რადგან წლების მუშაობის მიუხედავად ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ცნობადობა მიღწეული ევროპის ქვეყნებთანაც კი. „წლებია ვმუშაობთ ევროპის ქვეყნებთან, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან […]
იური ნოზაძე ბოლნისის დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს დაესწრო

ფესტივალი, რომლის ერთ-ერთი მხარდამჭერი ღვინის ეროვნული სააგენტოა, ასოციაციის „ღვინო ბოლნისი“ ინიციატივით უკვე მეორედ გაიმართა და მასში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 50-მდე ღვინის მწარმოებელმა მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ფესტივალი საქართველოში ერთადერთია, რომელშიც მხოლოდ დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მწარმოებლები მონაწილეობენ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ წარმატება უსურვა ფესტივალს და ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშემწყობი ღონისძიებების მნიშვნელობაზე […]
შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა. როგორც პაპუაშვილმა განაცხადა, ამ კანონის მთავარი მიზანი გარე ჩარევების მიმართ საქართველოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემების მედეგობის განმტკიცებაა. „კანონის მიდგომა მარტივი და გასაგებია. თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სურთ, უცხო მთავრობების დაფინანსებით ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და იქონიონ გავლენა ქართველი ხალხის ცხოვრებაზე, მათ […]
შალვა პაპუაშვილი – გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში – რა ხელშეუვალი კასტა გახდა არასამთავრობო სექტორი, რომ მათ ჰქონდეთ პრივილეგია იმოქმედონ ფარულად?

გამჭვირვალობის ქართული კანონი ყველაზე რბილი კანონია, რაც კი არსებობს მსგავსი კანონები მსოფლიოში – გამჭვირვალობის ამაზე დაბალი სტანდარტი არც ერთ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს! კანონი ასევე რბილია იმ რეაგირების მხრივ, რაც სახელმწიფოს ექნება, თუ კანონს არ შეასრულებენ, – ასეთია პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის შეფასება, რომლის ხელმოწერითაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ამოქმედდება. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს […]
ლევან დავითაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ინვესტიციებთან კავშირი არ აქვს. ამ განცხადებით დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ უპასუხა კითხვას, გააძლიერა თუ არა აღნიშნულმა კანონმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატი. ამასთან, კითხვას, რა იქნება იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ კანონმა პირიქით, გააუარესა საინვესტიციო გარემო, დავითაშვილი ასე პასუხობს: „ჩვენ პასუხისმგებლები ვართ ჩვენს […]
მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მათ შორის უნდა შეგვეძლოს კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას

უახლოეს საათებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მათ შორის ჩემი მხარდაჭერით ხელს მოაწერს სალომე ზურაბიშვილის „ქართულ ქარტიას“ – ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალური რაოდენობის პოლიტიკური ძალები მივიდეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციურ პარტიებს უნდა შეეძლოთ კოორდინაცია იმ საკითხზე, რაც ეხება მაქსიმალურად ერთიანი სიების გაკეთებას, რასაც მისივე შეფასებით, ალტერნატივა […]
ბექა ლილუაშვილი – რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს – ჩვენი გუნდი შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ „ქართულ ქარტიას“ ხელს ვერ მოაწერს

რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ “ქართულ ქარტიას” ხელს ვერ მოაწერს, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, მის პარტიას მიაჩნია, რომ დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. […]
ჩვენ სიძულვილის და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები ვართ — შოლცი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადებით, სიძულვილისა და ძალადობის მიმართ შეუწყნარებლები იქნებიან. ამის შესახებ მან ბოლო დღეებში გერმანიაში პოლიტიკურად მოტივირებულ თავდასხმებზე საუბრისას განაცხადა. ოლაფ შოლცის ეს განცხადება სოციალურ ქსელ X-ზე გააზიარა საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა. Chancellor Olaf Scholz today: “Politically motivated hostility and attacks are on the rise these days. We have no tolerance for […]
“ბრიტანულ-ქართული აკადემია” საერთაშორისო აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხის წინაშეა” – ნათია ჯანაშია

“ბრიტანულ ქართული აკადემიის” პარტნიორი და დირექტორი, ნათია ჯანაშია BMGTV-ს გადაცემაში “ბიზნესის კვირეული” აცხადებს, რომ აკადემია საფრთხის წინაშეა, რომ ბრიტანული საერთაშორისო სკოლების საბჭოს აკრედიტაცია დაკარგოს. მისივე ცნობით, სიმართლეს არ შეესაბამება “საქართველოს განათლების ჯგუფის” მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ სკოლას აკრედიტაციის დაკარგვის საფრთხე არ ემუქრება სკოლას. “საერთაშორისო აკრედიტაცია ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან ეს არის ხარისხის გარანტია, როგორც […]