ინდოეთში ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ბოლო სამი დღის განმავლობაში, ძლიერ სიცხეს 50-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვალების შემთხვევების უმეტესობა 1-ელ ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ინდოეთში საყოველთაო არჩევნების ბოლო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. დაღუპულებს შორის არიან პოლიციელები, საარჩევნო უბნის ოფიციალური პირები, დაცვის თანამშრომლები და სანიტარული პერსონალი. გარდაცვალების შემთხვევები, რომელიც, სავარაუდოდ სიცხეს უკავშირდება, ასევე დაფიქსირდა ბიჰარის, მადჰია პრადეშისა და ჯარხანდის შტატებში.
გაძლიერდა თუ არა „რუსული კანონის“ მიღებით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი? – ვიცე-პრემიერის პასუხი

ფიქრობს თუ არა ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, რომ ამ კანონის მიღებით, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი გაძლიერდა და უფრო მიმზიდველი გახდა მაშინ, როდესაც ბიზნესის ნაწილი BMG-ისთან საჯარო და პირად საუბრებში, სხვადასხვა სექტორში პროექტების შეჩერების შესახებ საუბრობს და განმარტავენ, რომ ეს დასავლელი პარტნიორების მხრიდან კანონის მიღების გამო ხდება – ეს კითხვა ვიცე-პრემიერსა და ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს BM.GE-მ […]
“საქართველოს კაპიტალს” არანაირი ფულადი ინვესტიცია არ გაუკეთებია და კამპუსებიც არ აშენებულა” – ნათია ჯანაშია

„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებელი პარტნიორი, ნათია ჯანაშია სს „საქართველოს კაპიტალთან“ 2019 წელს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულებიდან გადის და ამ თემაზე სამართლებრივი დავა მიმდინარეობს. როგორც “ბრიტანულ ქართული აკადემიის” პარტნიორი აცხადებს, ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ, აკადემიაში „საქართველოს კაპიტალი“ მივიდა შეთავაზებით, რომ სკოლის წილის ნასყიდობის სანაცვლოდ, ოქროყანისა და ლისის ტერიტორიაზე ორი ახალი კამპუსი უნდა აეშენებინათ. თუმცა, აკადემიის დამფუძნებლისა და […]
საპატრულო ჯარიმების გადახდა აღარასდროს დაგიგვიანდება – თიბისის მობაილბანკს ავტო კომფორტის სერვისი დაემატა

· გადაიხადო ჯარიმები საკომისიოს გარეშე – თუ აქამდე სპეციალურ პლატფორმაზე ჯარიმის ბარათით გადახდისას საკომისიოს გადახდაც გიწევდა, ახლა თიბისის მობაილბანკიდან მხოლოდ ჯარიმის ღირებულებას გადაიხდი. · ნახო ინფორმაცია პარკირების საშვებზე – რამდენჯერ გქონია შემთხვევა, როცა პარკირების ჯარიმა მხოლოდ იმიტომ მოგსვლია, რომ საშვს ვადა გაუვიდა? დამატებითი თარიღების ჩანიშვნის გარეშე, ახლა პარკირების საშვებზე ინფორმაცია უკვე თიბისის მობაილბანკში დაგხვდება, რაც […]
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში დასრულდა

27 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა, ბიზნეს მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულს მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის (MSMEs) უმასპინძლა. 10 ლექციის ფარგლებში, მონაწილეები გაეცნენ ბიზნესის მენეჯმენტთან და ფინანსებთან დაკავშირებულ თემებს. მიიღეს უფრო ღრმა ცოდნა სტრატეგიული დაგეგმვის, მარკეტინგის, ოპერაციების, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების შესახებ, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ეფექტური ბიზნეს გეგმები. თამთა შვანგირაძე, […]
„გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პრეზიდენტის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ „ქართულ ქარტიას“ ხელს არ მოაწერს. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათ პრეზიდენტთან კონსულტაცია გაიარეს და „ქართული ქარტიით“ გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს უერთდებიან და იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე. თუმცა რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ […]
პარლამენტის თავმჯდომარე – არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე, რომელიც ცდილობს, რომ გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს

მოკლედ, არიან ერთი ფოტოგრაფის იმედზე (სახელი დამავიწყდა), რომელიც შემდეგ ცდილობს, რომ რაღაცნაირად გააბევროს აქციის მონაწილეები და გაბევრებული წარმოაჩინოს. ამის იმედზე არის დღეს რადიკალური ოპოზიცია, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ,შალვა პაპუაშვილმა პარლამენტთან ჩატარებული საქველმოქმედო აქცია-კონცერტი. რაც შეეხება მუხტს, პაპუაშვილის აზრით, სინამდვილეში არანაირი მუხტი არც არსებობდა. „ისტერიაში არიან, ამიტომ არიან გადასული მუქარაზე, ტერორზე. ევროპის სახელით საქართველოში 21-ე […]
„საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულზე, ხილსა და ტკბილეულზე

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ფასები გაიზარდა ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ასევე ხილსა და ტკბილეულზე. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ფასები გაზრდილია როგორც ღამის გასათევით მომსახურებაზე, ისე საზოგადოებრივ კვებაზე. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.15 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები, […]
კლოუნადას წერტილი დაესვა – გია აბაშიძე
„ნაცკონგლომერატისა და მათ ლობისტთა სამარცხვინო კლოუნადას წერტილი დაესვა – პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი.“-წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. ანალიტიკოსის თქმით, განხილვის ორთვიანმა პროცესმა გვაჩვენა თუ სად დგას ნაცმარგინალთა მყვირალა ჯგუფი და სადაა ქართული საზოგადოების ინტერესები. „ნაცკონგლომერატისა და მათ ლობისტთა სამარცხვინო კლოუნადას წერტილი დაესვა – პარლამენტის თავმჯდომარემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]
კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები გაუქმდება

კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოიწერება. ამის შესახებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით ჯარიმისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. „დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე ჩვენს მოქალაქეს კოვიდ პანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენს მოქალაქეებს რჩებათ ჯარიმები, რომელთა ამოღება ჩვენი აზრით სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან […]