მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაამარტივოს

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაამარტივოს. როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტრო უახლოეს მომავალში კონკრეტულ გეგმებსა და ინიციატივას წარადგენს, რომელიც ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტებზე იოლ ხელმისაწვდომობას გამოიწვევს. „ონკოლოგიური პაციენტებისთვის, რომლებიც ქიმიოთერაპიის კურსს გადიან, მათთვის საჭირო მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისთვის, ჩვენ მუშაობა გვაქვს დაწყებული. პერმანენტულად […]

სემეკის საჯარო სხდომაზე „საქართველოს მელიორაციამ“ საქმიანობის ანგარიში წარადგინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დანერგილი რეგულაციების შესრულებისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებელთან კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაზე, შპს „საქართველოს მოლიორაციამ“ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ სემეკში ანგარიში წარადგინა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისიის საჯარო სხდომაზე შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, სემეკის გადაწყვეტილებით კომპანიას დაევალა დეფიციტის პირობებში წყლის მიწოდების […]

შალვა პაპუაშვილი – მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი

მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა სიბრძნე, არ აჰყვა ტყუილის, სიძულვილის ნიაღვარს და დაანახა ყველას, რომ არსებობს მხოლოდ ერთი მხარე – საქართველოს მხარე და არსებობს მხოლოდ ერთი არჩევანი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, დროსთან ერთად გაიფანტა დეზინფორმაციით შექმნილი ყველა მითი”. „დროსთან ერთად გაიფანტა […]

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი 6 ივნისს თბილისში გაიხსნება

თბილისში, 6-7 ივნისს, დედაქალაქის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიხსნება ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების მე-14 ფორუმი, სახელწოდებით – „ჯანსაღი ქალაქი – მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემო, მოქნილი და მდგრადი ურბანული განვითარება“. დედაქალაქის მერიის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში განხილულ იქნება ჯანსაღი ქალაქის კონცეფცია, განახლებადი ენერგიის მოხმარება და განვითარება, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება, ჯანსაღი ქალაქი, როგორც მახასიათებელი […]

კახა კალაძე – ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იქ, სადაც დასკვნაა გაკეთებული, რომ არ შეიძლება

ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ „გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, მშენებლობები ისეთ ადგილზე მიმდინარეობს, სადაც გეოლოგების შეფასებით, არ შეიძლება“. მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. […]

შალვა პაპუაშვილი – ვნახეთ მუქარა, უცხო ქვეყნების მინისტრები აქციაზე, მაიდანის ხსენება, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ხალხმა გამოთქვა სურვილი, იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის

ვნახეთ მუქარა, შანტაჟი, უცხო ქვეყნების მინისტრები ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციაზე, მაიდანის ხსენება გარედან, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა გამოთქვა სურვილი, იცოდეს მეტი იმ ფულის შესახებ, რომელიც თავის ქვეყანაში მის ცხოვრებაზე ზემოქმედების მიზნით შემოდის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, პროცესმა აჩვენა, რომ, სინამდვილეში, პროტესტის მიზანი უცხოური ფულის ხალხისგან ფარულად ხარჯვის […]

“არც რონალდო, არც ლამპარდი და რუნი – მოურინიომ დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი გაუწვრთნია

“ფენერბაჰჩეს” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ The Times-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი, ვინც კი გაუწვრთნია. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელს წლების განმავლობაში ისეთ ფეხბურთელებთან უმუშავია, როგორებიც უეინ რუნი, კრიშტიანო რონალდო, ფრენკ ლამპარდი, ჯონ ტერი და სხვა ვარსკვლავები არიან, მოურინიო საუკეთესო მოთამაშედ ნემანია მატიჩს მიიჩნევს. “მატიჩი საუკეთესო იყო ვინც კი გამიწვრთნია, არ ვფიქრობ, რომ სერბზე უკეთეს ფეხბურთელთან მიმუშავია, […]

მოველი, რომ პარტნიორებთან გაგრძელდება შედეგიანი, ნაყოფიერი და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა – დავითაშვილი „გამჭვირვალობის კანონზე“

„არაერთხელ გვქონია საუბარი, რომ ჭარბობს ემოციები. ხშირ შემთხვევაში გადაჭარბებულია რეაქციები კანონთან დაკავშირებით. ამოქმედების შემდეგ იმედი მაქვს, რომ კანონთან მიმართებაში იქნება უფრო რაციონალური მიდგომა და თუ არსებობს კონკრეტული შენიშვნები და მოსაზრებები, იქნება ამაზე მსჯელობა და არა უბრალოდ კანონის მიღება – არმიღებაზე იმიტომ, რომ კანონი უკვე მიღებულია,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან […]

მაისში იმერული ხაჭაპურის მომზადება წლიურად გაძვირდა, აპრილთან შედარებით კი გაიაფდა

ბათუმის გარდა, ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების ღირებულება აპრილთან შედარებით მაისში ყველა რეგიონში შემცირდა. „2024 წლის მაისში ქვეყნის მასშტაბით ერთი სტანდარტული იმერული ხაჭაპურის მომზადების საშუალო ღირებულებამ 5.83 ლარი შეადგინა. ყოველთვიური კლების ტენდენცია მაისშიც გაგრძელდა და ხაჭაპურის ღირებულება წინა თვესთან შედარებით 6.5%-ით შემცირდა, თუმცა წლიურ ჭრილში – 2023 წლის მაისთან შედარებით – ხაჭაპურის ინდექსი 1.3%-ით გაიზარდა. […]

ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ მშენებლობა მიმდინარეობს იქ, სადაც არ შეიძლება – კახა კალაძე

„ქალაქს აქვს თავისი გენერალური გეგმა და ამ დოკუმენტის მიხედვით ხდება ქალაქის ურბანული განვითარება“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის შესაბამის კითხვას. მისივე თქმით, თბილისში არის კონკრეტული ადგილები, რომელთა განაშენიანება შესაძლოა, საშიში იყოს, ამიტომ იქ არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. „ვერ მოიყვანთ ვერც ერთ მაგალითს, რომ სადაც არის დასკვნა გაკეთებული და მითითება მიცემული, მაგალითად, ვერეს […]