გლდანის “ა” მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო

გლდანის “ა” მიკრორაიონში სკვერის რეაბილიტაცია დაიწყო გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12 000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო. „პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და […]
2026 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი ექნება

2026 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი ექნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ასაფრენი/დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. ამის შესახებ „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია“ აღნიშნული, რომელიც 2023 წლის ივნისიდან – 2024 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის პროექტირების სამუშაოები. „ამჟამად მიმდინარეობს […]
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ხვიჩა გვირჯიშვილი დაიღუპა – ინფორმაციას გიგა მაქარაშვილი ავრცელებს. მაქარაშვილის ცნობითვე, ხვიჩა გვირჯიშვილი ხარკოვთან დაეცა. ,,2 დღის წინ დამირეკა, სანამ არ ჩამოხვალ სიკვდილს არ ვაპირებ, ლამაზი გასვენება უნდა მომიწყოო 😞 აღარ მინდა ხალხო, აღარ შემიძლია! დღეს ხარკოვთან დაეცა ჩემი ოცდამესამე ომის ძმაკაცი!” უკრაინაში რუსეთის სრულმასშტბიანი შეჭრის შემდეგ 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი […]
,,რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მოსალოდნელი პლანეტების „აღლუმი“?! – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს: ,,რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მოსალოდნელი პლანეტების „აღლუმი“?! მიმდინარე კვირა საკმაოდ საინტერესოდ და შეიძლება ითქვას იშვიათი ასტრონომიული მოვლენით იქნება დატვირთვული. 3 ივნისს და 4 ივნისის ღამით ცის კაბადონზე პლანეტების „აღლუმია“. ექვსი პლანეტა – მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ერთ ხაზზე გამოჩნდება (ბუნებრივია, შეუიარაღებელი თვალით ყველა პლანეტის დანახვა ფიზიკურად […]
IAEA: ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკოა

უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ სადგურზე ვითარება სარისკო რჩება და ობიექტის ხელახალი ჩართვა უსაფრთხო არ არის – აცხადებს გაეროს ბირთვული უწყების ხელმძღვანელი, რაფაელ გროსი 3 ივნისს. ზაპოროჟიეს სადგური რუსეთის ძალებმა დაიკავეს მალევე მას მერე, რაც 2022 წლის თებერვალში სრული მასშტაბით შეიჭრნენ უკრაინაში. “ბირთვული უსაფრთხოების და დაცულობის შვიდივე პუნქტი სრულად ან ნაწილობრივაა ხელყოფილი” – ამბობს ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო […]
“ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს” – ნიკა მელიას განცხადება

პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარე, ნიკა მელიამ გამჭვირვალობის კანონსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა: „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებს ვერ მოიგებს. ეს ხელისუფლება საკუთარ თავს არ დასჯის, ეს ხელისუფლება დაისჯება ქართველი ხალხის მიერ ოქტომბრის ბოლოს. სადაც ამდენი ხანი ძალიან ბევრმა პატრიოტმა ეს ყველაფერი აიტანა საკუთარ თავზე, საკუთარ ტყავზე, დაუჯდა თავისუფლების დაკარგვის ხარჯზე და ა.შ. მომდევნო თვის განმავლობაშიც ჩვენ […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, „მოდინახემ“ საქველმოქმედო სპექტაკლი გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივითა და მხარდაჭერით და სტუ-ის ქალთა ასოციაციისა ორგანიზებით, საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. უნივერსიტეტის ცნობით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ღონისძიება სტუ-ის სახალხო თეატრ-სტუდიაში – „მოდინახე“ აღინიშნა. მოყვარული სტუდენტი მსახიობები მაყურებლის წინაშე ნოდარ დუმბაძის სპექტაკლით – […]
7-კაცა | პირველად მაკარსკაში

საქართველოს 7-კაცა 5 ივნისს გამთენიისას ხორვატიაში მიემგზავრება, სადაც 7-9 ივნისს საკურორტო ქალაქ მაკარსკაში რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს. ბასიკ ხამაშურიძისა და გია ლაბაძის შეგირდები ა ჯგუფში 2023 წლის ჩემპიონი ირლანდიის, მასპინძელი ხორვატიის და გერმანიის წინააღმდეგ ითამაშებენ. ბ ჯგუფში პორტუგალია, იტალია, უკრაინა და საფრანგეთი, ხოლო გ ჯგუფში დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ლიეტუვა და ესპანეთი მოხვდნენ. 7 […]
ნათია თურნავა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაჟდენბერგს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათვე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული პოლიტიკა ფასებისა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ინფლაციის მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელს, ფინანსურ სექტორში კაპიტალისა და ლიკვიდურობის […]
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაიდენბერგთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. „მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს […]