,,რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მოსალოდნელი პლანეტების „აღლუმი“?! – რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს:
,,რა ასტროლოგიურ ტენდენციებს უკავშირდება მოსალოდნელი პლანეტების „აღლუმი“?!
მიმდინარე კვირა საკმაოდ საინტერესოდ და შეიძლება ითქვას იშვიათი ასტრონომიული მოვლენით იქნება დატვირთვული. 3 ივნისს და 4 ივნისის ღამით ცის კაბადონზე პლანეტების „აღლუმია“. ექვსი პლანეტა – მერკური, მარსი, იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი ერთ ხაზზე გამოჩნდება (ბუნებრივია, შეუიარაღებელი თვალით ყველა პლანეტის დანახვა ფიზიკურად შეუძლებელი იქნება. ჰორიზონტის გარეშე მხოლოდ მარსისა და სატურნის დანახვა იქნება შესაძლებელი).
ასტროლოგიური თვალსაზრისით ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და მიანიშნებს გარკვეული მასშტაბურ პოლიტიკურ კრიზისზე (მაგალითად, ასეთ მოვლენას ჰქონდა ადგილი 1962 წელს, ე. წ. „კარიბის კრიზისის“ დროს. როდესაც ჯერ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბირთვული რაკეტები თურქეთში განათავსა, რასაც საბჭოთა კავშირის მხრიდან ასევე მოჰყვა კუბაზე ატომური რაკეტების განთავსება და ამ ყველაფერმა ლამის მესამე მსოფლიო ომი გამოიწვია.
ცის კაბადონზე მსგავს მოვლენას ასევე ადგილი ჰქონდა 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირში შემავალ რესპუბლიკებში დაიწყო ეროვნული ძალების „გამოღვიძება“ და საპროტესტო მოძრაობები, რასაც ორი წლის შემდეგ საბჭოთა კავშირის დაშლაც მოჰყვა.
ასე რომ, პლენეტების ეს აღლუმი შესაძლებელია მიანიშნებდეს ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომელიც უახლოეს ერთ-ორ წელში რეალიზდება. ეს ყველაფერი კი ბუნებრივია, უკავშირდება როგორც -რუსეთის ომს და მის შემდეგ განვითარებულ კრიზისებს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებს და ასევე მის შესაძლო დაპირისპირებას ჩინეთთან.”

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ჩახუნაშვილი: დაახლოებით, 28 წამი ვიყავი შიგნით, ხელში ფიზიოლოგიური ხსნარი მეჭირა, რომელიც საჭიროებისამებრ გამოვიყენე. 230 000-ზე მეტი ბავშვი მყავს საქართველოში უფასოდ გასინჯული. ჩემი სამედიცინო საქმიანობა და მისი მოსალოდნელი შედეგები, ჩემშია შინაგანად, მე ვარ მედიკი მაშველი