„ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე ; სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია ; დროა – ელენე ხოშტარია; გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ; ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია; კანონი და სამართალი […]

ფიქრია ჩიხრაძე – დასავლეთს საქართველოს მთავრობაზე ხელი ჩაქნეული აქვს

პრეზიდენტის სურვილი იყო, რომ დაეზღვია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, თითქოს სააკაშვილი ბრუნდება და ეს მისი რევანშია – ქარტიაში, ამ მიმართულებით, გარკვეული დამზღვევი მექანიზმი არის, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ “ქართულ ქარტიასთან” დაკავშირებით განაცხადა, რომელსაც დღეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ხელი მოაწერეს. როგორც ფიქრია ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ აღნიშნა, არჩევნების შემდგომ დროებითი […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფოთის თეატრმა ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის – “ნიკო ნიკოლაძე”, ჩვენება გამართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლის – “ნიკო ნიკოლაძე”, ჩვენება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, სპექტაკლი, დიდი ნიკო ნიკოლაძის 180 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ფოთის თეატრში დაიდგა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საუნივერსიტეტო საზოგადოების […]

ევროპარლამენტის არჩევნებში ესტონელებმა ხმის მიცემა დაიწყეს

ევროპარლამენტის არჩევნებში ესტონელებმა ხმის მიცემა დაიწყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს. ევროპარლამენტის არჩევნები ოფიციალურად 6 ივნისს იწყება და 9 ივნისის ჩათვლით გრძელდება, თუმცა ესტონეთის მოსახლეობისთვის ხმის მიცემის პროცესი დღეს, დილის 9:00 საათიდან დაიწყო. ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, 11:30 საათისთვის ხმა დაახლოებით 5000-მა ადამიანმა მისცა. მომავალ ევროპარლამენტში ესტონეთს 720-დან 7 ევროპარლამენტარი ეყოლება.

“კონტემ კვარაცხელიასთან დაკავშირებით გეგმა გაამხილა – პსჟ-ის საშიშროება უნდა გამოირიცხოს” – იტალიური მედია

დღეს ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს გავრცელებული ინფორმაცია, რომ ანტონიო კონტეს “ნაპოლის” მწვრთნელად 5 ივნისს გამოაცხადებენ, არ გამოდგა სიმართლე. areanapoli-ს ცნობით, კონტე ოთხშაბათს ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტის რომში შეხვდება და მოთხოვნებს წაუყენებს: სამწლიანი კონტრაქტი პლუს ბონუსები, თავის საქმეებში ჩაურევლობა, ჯოვანი დი ლორენცოს და ხვიჩა კვარაცხელიას დატოვება, აგრეთვე ცენტრალური მცველის, ნახევარმცველის და ვიქტორ ოსიმენის შემცვლელის შეძენა. […]

“ამ თაობაზე ვერ მოასწარით თქვენი ნეგატივის გადმონთხევა” – ნანკა კალატოზიშვილი GenZ-ზე

„რაც უნდა პოსტონ ქოცებმა ამ კონცერტზე, რეალობა ესაა და მესმის ეს, რომ აუტანელია თქვენთვის. არადა, როგორ შეგვიძლია ხალხს ვიყოთ ერთად ამ ყველაფრის ნაწილი და რა სამწუხაროა, რომ ზიზღის მეტს არაფერს თესავთ და გითესიათ ამდენი წელია. გაგეპარათ თაობა, რომელზეც ვერ მოასწარით თქვენი ნეგატივის გადმონთხევა, დაკომპლექსება და ესაა შედეგი. ქოცებს რეალურად რომ გადარდებდეთ მშვიდობა, მინიმუმ ზიზღსა და […]

„ოფისში მოგვივარდა გომელაურის “მილიცია” და ცდილობენ სამუშაო პროცესში ხელშეშლას“ – ენმ

„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის განცხადებით, დღეს, 3 ივნისს, პარტიის ცენტრალურ ოფისში კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, რომლებიც აგრესიულად იქცეოდნენ და მათ სამუშაო პროცესში ხელის შეშლას ცდილობდნენ, რის გამოც მათ შენობა დაატოვებინეს. შემთხვევა დღეს, 3 ივნისს, მოხდა. როგორც ენმ-ის პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, პოლიციელები ვიდეოკადრებსა და ოქმზე ხელის მოწერას სთხოვდნენ. პრესსამსახურის განცხადებით, პარტიაში ოქმზე ხელი არ მოაწერეს, რადგან ეს […]

შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტს კამალა ჰარისი დაესწრება

შვეიცარიაში, სამშვიდობო სამიტზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი წარმოადგენს, – ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორი, კირსტენ ალენი ავრცელებს. „ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ვალდებულებას, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად უკრაინის ძალისხმევას მხარი დაუჭიროს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეფუძნება“, – განაცხადა კირსტენ ალენმა. მისივე თქმით, კამალა ჰარისი უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ […]

,,რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში?“ – ვახუშტი მენაბდე

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს: ,,რა შემთხვევაში დამარცხდება “ქართული ოცნება” არჩევნებში? არსებობს რამდენიმე “თუ”, რომელზეცაა დამოკიდებული, კოალიციური მთავრობის შესაძლებლობა არჩევნების შემდეგ: 1. თუ ოცნების ამჟამინდელი ელექტორალური შესაძლებლობა 850 ათასს მნიშვნელოვნად არ აღემატება; 2. თუ ოცნება ვერ მოახერხებს დამატებითი ხმების მობილიზებას; 3. თუ ოპოზიცია გამართულ წინასაარჩევნო სტრატეგიას შეიმუშავებს; 4. თუ ოპოზიცია მოახერხებს დამატებით 200 ათასი […]

“ვულოცავთ ქართველ პარლამენტარებს” – დუმის დეპუტატი რუსულ კანონს და ოცნებას აქებს

დუმის დეპუტატი და თავმჯდომარის მოადგილე არტემ ტუროვი საქართველოში რუსული კანონის საბოლოო დამტკიცებას ეხმაურება, მას დადებითად აფასებს და ქართულ ოცნებას აქებას. ტუროვის აზრით, რუსული კანონის დამტკიცებით “ქართველმა პარლამენტარებმა შეძლეს საკუთარი პოზიციის დაცვა და გააკეთეს არჩევანი საქართველოს განვითარების სასარგებლოდ, მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მუქარისა”. “საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა მნიშვნელოვანი ნაბიჯი სუვერენიტეტის გამყარებისკენ, რათა მასზე გავლენა არ […]