SANGU-ში ამერიკული დელეგაცია იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში, SANGU-ს ამერიკული დელეგაცია ესტუმრა, რომელთა შემადგენლობაში არიან: ფრანსუა ლეროი – გლობალური ჩართულობისა და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, კევინ კირბი – ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტის ინფორმატიკის კოლეჯის დეკანი, მარიუს ტრუტა – კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვეი ჰაუ […]

ხატია დეკანოიძე – „ქართული ქარტია“ არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა – იდეის შეთავაზება მოქალაქეებისთვის, რა უნდა მოხდეს არჩევნების შემდეგ

საქართველოს პარლამენტში “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, “ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერა არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა, რათა საქართველოში მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდეს. როგორც დეკანოიძემ ორბელიანების სასახლეში, „ქართულ ქარტიაზე” ხელის მოწერის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მნიშვნელოვანია ის, რომ პარტიები იბრძვიან არა ძალაუფლებისთვის, არამედ ევროპული იდეისთვის. “პირველ რიგში, ეს არის პოლიტიკური კონსენსუსის დაზღვევა, რადგან საქართველოში ძალიან გვიჭირს პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა, […]

შრომის ინსპექციის სამსახური – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა შრომის ინსპექციის სამსახურის 2023 წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა. ინფორმაციას შრომის ინსპექციის სამსახური ავრცელებს. მთავარმა შრომის ინსპექტორმა ბექა ფერაძემ თავის გამოსვლაში იმ მნიშვნელოვან შედეგზე ისაუბრა, რომლებიც ინსპექტირებების გაზრდილი ოდენობის,დასაქმებულებსა და დამსაქმებელთან დაბალანსებული, პარტნიორული მიდგომისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიების შედეგად იქნა მიღწეული. „კერძოდ, 2023 წელს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ […]

სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფციის აფთიაქი – PSP 30 წლისაა

სრულიად ახალი, ინოვაციური კონცეფციის აფთიაქი – PSP 30 წლისაა PSP-ს დაარსებიდან 30 წელი გავიდა და დღესაც კომპანია, ისევე როგორც განვითარების 30 წლის მანძილზე აგრძელებს მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებაზე ზრუნვას. PSP სთავაზობს სრულიად ახალი კონცეფციის აფთიაქს. პირველი ზუსტად ეს აფთიაქი იყო, მაშინ, როცა ბრენდმა დაიწყო განვითარება. 2017 – 2020 წლებში აქტიურად მიმდინარეობდა კომპანიის საცალო ქსელის როგორც საქართველოს […]

სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის მშენებლობა წალენჯიხაში

სტიქიის შედეგად დანგრეული ხიდის მშენებლობა წალენჯიხაში სტიქიის სალიკვიდაციო ფარგლებში დაიწყო ხიდის სამშენებლო სამუშაოები. ხიდის სიგრძე 42 მეტრამდეა, ექნება საფეხმავლოები. ხიდი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება. ხიდის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოები ადგილზე წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ივანე ბურდულმა ადგილზე დაათვალიერა.

წილოსანის მოთხოვნით, “მთავარი არხის” ჟურნალისტს პარლამენტში 1 თვით შესვლა აეკრძალა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ნინო წილოსანის მოთხოვნით “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ნინი ბალანჩივაძეს 1 თვით პარლამენტში შესვლა აუკრძალეს. ტელეკომპანიამ შესაბამისი წერილი პარლამენტის აპარატიდან მიიღო. ტელეკომპანია “მთავარი არხის” ინფორმაციით, ჟურნალისტი “შაბათის მთავარისთვის” ამზადებდა სიუჟეტს, რისთვისაც პარლამენტში, დეპუტატს “აგენტების კანონის” მხარდაჭერის შემდეგ მოსალოდნელ სანქციებზე ჰკითხა. წილოსანმა მას კითხვა გააწყვეტინა და უთხრა, რომ პარლამენტში მოქმედი წესების მიხედვით, იგი ტელეკომპანია “მთავარ […]

“ნეტავი შევეგინებინე და დაეხსნა მისი სიცოცხლე” – სააკაშვილი ანწუხელიძეზე

სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ანწუხელიძის შესახებ ისაუბრა. „გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე – ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან“ – განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილმა […]

ნავთობის ფასი შემცირდა

2024 წლის 31 მაისის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 81.86 (-1.74) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 78.62 (-0,16) დოლარი/ბარელზე.

15 ივნისს თბილისი მერიოტში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი ჩატარდება

2024 წლის 15 ივნისს საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისში, სასტუმრო თბილისი მერიოტში,ჩატარდება სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი, რომელიც დაეთმობა სამედიცინო სამართლის პრობლემურ და მნიშვნელოვნად აქტუალურ საკითხებს. კონგრესის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები: პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი,სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობსი ზოგადი საკითხები, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა […]

მარნეულში, “უეფა”-ს სტანდარტებით, ახალი, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გაიხსნა (ვიდეო)

მარნეულში, “უეფა”-ს სტანდარტებით, ახალი, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გაიხსნა (ვიდეო) მარნეულში უეფას სტანდარტებით ახალი, 2000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი გაიხსნა. ღონისძიებას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.