ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა

რეგიონული განვითარებისა და ინფრსატრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ქალაქ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დაასრულა. ახალი სტადიონის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8.2 მილიონი ლარით დაფინანსდა. ახალ, ხელოვნურ საფარიან საფეხბურთო სტადიონზე აშენდა 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა და დამონტაჟდა სტადიონის განათებისა და გახმოვანების სისტემები. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს: გასახდელებს, საშხაპეებს, […]
ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო – რა განწყობებით მივლენ ევროპელი ამომრჩევლები საარჩევნო ყუთთან

დღეიდან ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება უკვე აქვთ, ესტონეთია. ესტონეთს 720 ადგილიანევროპარლამენტში შვიდი დეპუტატი ეყოლება. როგორც „პოლიტიკო“ წერს, უამრავი კვლევა აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობა საერთოდ ვერ ხვდება და არ ანაღვლებს ევროპარლამენტის არჩევნები. სწორედ ამიტომ, ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში მოქალაქეები უმთავრესად შიდა პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე გააკეთებენ არჩევანს. მაგალითისთვის, საფრანგეთში, […]
კამალა ჰარისი და ჯეიკ სალივანი უკრაინის “მშვიდობის სამიტს” დაესწრებიან

შვეიცარიაში 15-16 ივნისს დაგეგმილ “მშვიდობის სამიტს”, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ჯეიკ სალივანი დაესწრებიან. ვიცე-პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, კამალა ჰარისი შვეიცარიაში გაემგზავრება და 15 ივნისს “მშვიდობის სამიტში” მონაწილეობას მიიღებს. მისი ადმინისტრაციის ცნობით, ის ხაზს გაუსვამს თეთრი სახლის ერთგულებას და ძალისხმევას, მხარი დაუჭიროს უკრაინას “სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის” მისაღწევად, რომელიც ეფუძნება […]
აშშ: შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო სამიტში მონაწილეობას მიიღებს ვიცე-პრეზიდენტი ჰარისი

თეთრი სახლის განცხადებით, ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი მონაწილეობას მიიღებენ მიმდინარე თვეში შვეიცარიაში დანიშნულ უკრაინის სამშვიდობო კონფერენციაში – კიევის საჯარო თხოვნის ფონზე, რომ აშშ, და კონკრეტულად პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დასწრებოდა ამ, 15-16 ივნისის ღონისძიებას. 3 ივნისით დათარიღებულ განცხადებაში თეთრი სახლი ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი “ხაზს გაუსვამს ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის ერთგულებას […]
სალომე ზურაბიშვილის კალთას ამოფარებული კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობა” ევროპელობით ვერ შეიფუთება, იმდენი სისხლი აქვს საქართველოში დაღვრილი

„მიზანი დაგვიმალონ საზოგადოებას „ნაცმოძრაობა“, მიაყუჩონ სადმე, არ დაგვანახონ და ისე ჩაატარონ არჩევნები საქართველოში, თავიდანვე სასტიკი მარცხისთვის არის განწირული,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, რადიკალურ ოპოზიციაში მხოლოდ „ნაცმოძრაობაა“ ან სხვადასხვა პარტიებში გადანაწილებული „ნაცმოძრაობის“ ძველი და კარგად ნაცნობი ლიდერები. „წარმოიდგინეთ ნიკა გვარამია ზურაბიშვილის კალთის ქვეშ შეფარებული,“ – აღნიშნა მან. „იმ […]
,, ევროპელები და ამერიკელები ამბობენ, რომ ეს არ არის ჩვენთან დაახლოების გზა და რუსები ამბობენ, რომ კარგად იქცევით ბიჭებოო” – სალომე ზურაბიშვილი

ქართული ქარტიის ხელმოწერასთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა: “რუსული კანონის მიღებამ ძალიან შეცვალა, სხვა მასშტაბში გადაგვიყვანა იმ დღიდან, როცა ყველა ჩვენი პარტნიორი, ევროპელები თუ ამერიკელები, მთელი დასავლეთი და ყველა ორგანიზაცია, ყველამ დაგმო ეს კანონი და თქვა, რომ ამას ადგილი არ აქვს ევროპაში და ამ კანონით ვერ მიგიღებთ. ამაზე ნათელი გზავნილი არამგონია, რომ […]
გიორგი ქოჩორაშვილი: საუკეთესოდ უნდა წარმოვაჩინო ჩემი ქვეყანა და “ლევანტეს” სახელი

საქართველოს ნაკრების 24 წლის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა თავის “ფეისბუქის” გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა: “ხანგრძლივი სეზონი იყო “ლევანტესთან” ერთად, უდიდესი გამოცდილებით. სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ მიზანს, რომელიც დავისახეთ სეზონის დაწყებამდე, თუმცა თუ გინდა მიაღწიო მიზანს, დამარცხების შემდეგაც კი უნდა ადგე და გააგრძელო ბრძოლა. ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ! მადლობა გულშემატკივრებს კარგ და მძიმე პერიოდში მიღებული მხარდაჭერისთვის. მალე […]
გამოკითხვა: ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე ელის უდიდესი გამარჯვება ისტორიაში

ბრიტანეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, ლეიბორისტულ პარტიას მომავალი თვის საყოველთაო არჩევნებში ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ელის, მისი მაჩვენებელი გაუსწრებს 1997-ი წლის მონაცემს, როცა პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დროს გაიმარჯვა – წერს ვებსაიტი YouGov 3 ივნისს. მრავალდონიანი რეგრესიისა და პოსტსტრატიფიკაციის (MRP) სტატისტიკური მეთოდით ჩატარებული გამოკითხვა წინასწარმეტყველებს, რომ ლეიბორისტული პარტია მოიპოვებს 422 ადგილს, რაც მათ მისცემს 194-მანდატიან […]
Visa და MasterCard კლასობრივი სარჩელის მოსაგვარებლად $200 მლნ-მდე თანხას გადაიხდიან

მსოფლიოს უმსხვილესი გადახდის სისტემები Visa და MasterCard შეთანხმდნენ გადაიხადონ 197,5 მილიონი აშშ დოლარი კლასობრივი სარჩელის მოსაგვარებლად, რომელიც კომპანიებს ბანკომატებიდან თანხის განაღდებისთვის ხელოვნურად გაზრდილი საკომისიოს დაკავებაში ადანაშაულებდა. ამ თანხიდან Visa 104,7 მილიონ დოლარს გასცემს, MasterCard – 92,8 მილიონ დოლარს. კომპენსაცია ვრცელდება იმ ბარათის მფლობელებზე, რომლებმაც თანხები 2007 წლის შემდეგ გაანაღდეს. სარჩელის თანახმად, Visa-სა და Mastercard-ის ბანკომატების […]
ნინო წილოსანი შსს-ში გამოკითხვის შემდეგ – დეტალურად მოვყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ადევნების კლასიკური შემთხვევაა

შინაგან საქმეთა სამინისტროში პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის გამოკითხვა დასრულდა. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, დეტალურად ისაუბრა 2 მაისს მომხდარი – „ადევნების კლასიკური შემთხვევის“ შესახებ. „დეტალურად მოვყევი გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით, ადევნების კლასიკური შემთხვევაა. ადამიანს ვხედავდი და ვხვდებოდი, რომ მელოდებოდა, რადგან რამდენჯერმე მოხდა დაფიქსირება ჩემი მხრიდან ინტერვიუს მიცემის დროს, რომ დაელოდა, ვიდრე კამერები არ […]