ჯონ კირბი – დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს

დარწმუნებულები ვართ, რომ ჯო ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ისრაელის წინადადებას ზუსტად ასახავს , – ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტასა და მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებული შეთანხმების ისრაელის მიერ წარდგენილ ვერსიასა და ჯო ბაიდენის მიერ შეთავაზებულ წინადადებას შორის […]

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაიდენბერგთან. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე. მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები. ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ […]

ნინო წილოსანი – ალბათ, ისიც გახსოვთ, ხატია დეკანოიძე რომ იტყუებოდა, საქართველო სანქციებისგან თავის არიდების ადგილიაო

ხატია დეკანოიძის დატროლვაზე რომ აეწყობიან ოპოზიციური ტელევიზიები, რა შემოქმედებითი კრიზისი აქვთ ხომ წარმოგიდგენიათ , – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც “ევროოპტიმისტების” დეპუტატის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა , რომლის თქმითაც, აქვს ინფორმაცია, რომ არსებობენ „ქართული ოცნების“ კონკრეტული წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით შეტყობინებები აშშ-ს ვიზების გაუქმების შესახებ. „ხატია დეკანოიძის […]

უწყება, რომელიც კოვიდ ჯარიმებს წერდა, ჯარიმების ჩამოწერას დადებითად აფასებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, მთავრობა 2 000-მდე მოქალაქეს 5 მილიონ 600 ათასი ლარის კოვიდ პანდემიის დროს გამოწერილ ჯარიმებს გაუნულებს. პანდემიის დროს, წესების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყების, შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს, ბექა ფერაძეს BM.GE-მ ჰკითხა, გამოიწვევს თუ არა ჯარიმების ჩამოწერა ერთის მხრივ დაუსჯელობის სინდრომს და მეორეს მხრივ, კანონმორჩილ მოქალაქეებში უსამართლობის გრძნობას. ფერაძე ამბობს, რომ დღეს უკვე მრავალი წელია […]

ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის ალტერნატივებზე გადასვლის ხელშეწყობისთვის, მიზნობრივი გზამკვლევი შეიქმნა

„ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მდგრად ალტერნატივებზე გადასვლის გზამკვლევი“ ჩარჩო დოკუმენტია, რომელიც ერთჯერადი პლასტიკის მოხმარების შემცირების და აღმოფხვრისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობას მოიცავს. გზამკვლევი ითვალისწინებს აღნიშნული მიმართულების ევროკავშირის დირექტივების მიღებას, ალტერნატივებზე გადასვლაში ბიზნესის ხელშეწყობას, მწარმოებელთა გაფართოებული ვალდებულებების დანერგვას და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლებას. გზამკვლევის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაესწრო. შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში […]

„ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია “ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა: საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე ; სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია ; დროა – ელენე ხოშტარია; გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე ; ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია; კანონი და სამართალი […]

სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები

სპორტის განვითარება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ყოველდღიურად ვითარდება ჩვენი სპორტი, გვაქვს განსაკუთრებული მიღწევები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მარნეულში ახალი საფეხბურთო სტადიონის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია როგორც მაღალი მიღწევების სპორტის განვითარება, ასევე მასობრივი სპორტის განვითარება. „დღეს იხსნება არაჩვეულებრივი სტადიონი, რომელიც აშენდა უეფა-ს სტანდარტების შესაბამისად. ის არის აშენებული, როგორც […]

მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელები არ ამჟღავნებენ, თუ ვის უწესებენ სავიზო შეზღუდვებს, აქაურმა გაუმჭვირვალეებმა თურმე ზუსტად იციან

მიუხედავად იმისა, რომ თავად ამერიკელები არ ამჟღავნებენ, თუ ვის უწესებენ სავიზო შეზღუდვებს, აქაურმა გაუმჭვირვალეებმა თურმე ზუსტად იციან “ასეთი არეულ-დარეული მსოფლიო მგონი არავის ახსოვს. ჩვენი საყვარელი სამშობლოც არ ჩამორჩება პოლიტიკური დომხალით არავის, მით უმეტეს სანამ ასეთი ოპოზიცია გვეყოლება ეს გარანტირებული გვაქვს”,-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, უაზრო ტყუილებში, პარტიებს არც არასამთავრობო სექტორი ჩამორჩა, […]

17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი – ვინ არიან ,,ქართულ ქარტიაზე” ხელმომწერები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების ჩამონათვალს აქვეყნებს: პოლიტიკური პარტიები: · საქართველოს მწვანეთა პარტია – გია გაჩეჩილაძე · სამართლიანობისთვის – ეკა ბესელია · დროა – ელენე ხოშტარია · გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ ჯაფარიძე · ევროპელი დემოკრატები – პაატა დავითაია · კანონი და სამართალი – თაკო ჩარკვიანი · ლელო საქართველოსთვის – […]

იტალიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სულ 46 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა

იტალიის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სულ 46 ადამიანი ცხოვრობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 30 კანდიდატი დარეგისტრირდა. როგორც „გარდიანი“ წერს, ტურინის სიახლოვეს, მთებში მდებარე პატარა სოფელ ინგრიაში წელს არჩევნები მწვავე კონკურენტულ გარემოში გაიმართება. ქალაქის მოქმედ მერს, იგორ დე სანტისს ამ პოსტის მეოთხედ დაკავება სურს. დე სანტისის ერთ-ერთი კონკურენტი დედამისიც იქნება. სტატიაში აღნიშნულია, რომ 42 წლის იგორ დე სანტისი […]