გამოკითხვა: ბრიტანეთის ლეიბორისტულ პარტიას არჩევნებზე ელის უდიდესი გამარჯვება ისტორიაში

ბრიტანეთის მთავარ ოპოზიციურ ძალას, ლეიბორისტულ პარტიას მომავალი თვის საყოველთაო არჩევნებში ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვება ელის, მისი მაჩვენებელი გაუსწრებს 1997-ი წლის მონაცემს, როცა პარტიამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის დროს გაიმარჯვა – წერს ვებსაიტი YouGov 3 ივნისს.
მრავალდონიანი რეგრესიისა და პოსტსტრატიფიკაციის (MRP) სტატისტიკური მეთოდით ჩატარებული გამოკითხვა წინასწარმეტყველებს, რომ ლეიბორისტული პარტია მოიპოვებს 422 ადგილს, რაც მათ მისცემს 194-მანდატიან უმრავლესობას, ხოლო მმართველ კონსერვატორებს არჩევნებზე ელით უდიდესი მარცხი, საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის კონსერვატორული პარტია, ამ ვარაუდით, მოიპოვებს 140 ადგილს – რაც მხარდაჭერის ყველაზე დიდი ვარდნაა 1906 წლის შემდეგ.
მონაცემები შეგროვდა და დამუშავდა 58 000-ზე მეტი მოქალაქის გამოკითხვით.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია