მომიტინგეები რუსთაველის გამზირზე „წრეში ბურთს“ თამაშობენ

რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია ამ დრომდე მიმდინარეობს, მომიტინგეთა ნაწილი ამჯერად „წრეში ბურთს“ და ხელბურთს თამაშობს. დემონსტრანტები ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტად მიხეილ ყაველაშვილის არჩევასთან დაკავშირებით. ამასთან, აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“; „ხელახალი არჩევნები“ და „თავისუფლება პატიმრებს“. აქციის მონაწილეები ამ დროისთვის იმყოფებიან პარლამენტის წინ და რუსთაველის თეატრთან. რაც შეეხება […]

ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი – „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“ – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „ქართული ოცნების“ რეჟიმმა პრეზიდენტობა ყოფილ ფეხბურთელს, მიხეილ ყაველაშვილს „გადასცა“ – ანტიდასავლურ ფიგურას, რომელიც სპეციალურად შეარჩიეს, რათა აბუჩად აიგდონ ქართველი ხალხი და საქართველო რუსეთის ორბიტაში ჩააბეტონონ. ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაშვილია,“ – წერს კოლსი.

ნონა ქურდოვანიძე – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, 13 დეკემბერს,“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მესამე მოსმენით შეტანილი ცვლილებებით ადმინისტრაციული წესით დაკავების საფუძვლები გაფართოვდა. ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, ასევე, გამკაცრდა სანქცია ბევრ ისეთ მუხლზე, რომელიც შეკრების უფლების შესაზღუდად გამოიყენება ხოლმე. „ახლა უკვე იმის გამოც შეუძლიათ დააკავონ პირი, რომ: 1. სასამართლოში დროულად მიიყვანონ – მიუხედავად იმისა, თავისი ნებით უარს […]

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება – ჯო უილსონი

“სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად რჩება. მივესალმები მის გამბედაობას – ის ეწინააღმდეგება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს ქართველებს მარიონეტული პრეზიდენტი დაუსვას. ახალი არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს,- წერს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და მეგობარი აქტის ავტორი, ჯო უილსონი X-ზე. უცხოელი ლიდერებიდან მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას მხოლოდ ალიევი, ფაშინიანი და ლუკაშენკო ულოცავენ. დასავლელი პოლიტიკოსები ყაველაშვილს საქართველოს პრეიდენტად არ […]

საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება – რისკების იურიდიული ანალიზი

საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესულ თითოეულ ცვლილებას დეტალურად განმარტავს უფლებადამცველი თამარ სურმავა, რომელიც ასევე იმ რისკებზეც ამახვილებს ყურადღებას, რაც ამ თითოეულ ცვლილებას ახლავს თან. ახალი რედაქციით, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. […]

“Элементарно, Ватсон” – რას წერს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია

სოციალურ ქსელში ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აქვეყნებს განცხადებას: “იმედი და ნდობა ნელა, წვეთ- წვეთობით, მცირედი ფაქტებიდან გამომდინარე უგროვდება გონიერ ადამიანს. დიახ! ეს ასეა და ამისი დასტურია დღევანდელი დღის ქრონიკაც მშვიდ, დემოკრატიულ და საქმიან ვითარებაში ავირჩიეთ საქართველოს პრეზიდენტი- მიხეილ ყაველაშვილი! ფაშიზმი კი თუხთუხებდა და ემზადებოდა ბავშვებისთვის ნაძის ხის ანთების დღესასწაულის ჩასაშხამებლად საღამოს […]

ხვიჩას გარეშე – “ნაპოლიმ” “უდინეზეს” თამაში შემოუტრიალა

სერია A-ს მეთექვსმეტე ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „უდინეზეს“ 3:1 სძლია. სტუმრები ინიციატივას ფლობდნენ, მასპინძლები კი დაწინაურდნენ – დარტყმული ბურთი საჯარიმოში ხელზე ლობოტკას მოხვდა, ტოვენს პენალტიდან გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება, მაგრამ მან მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო. ხვიჩას შემცვლელის, ნერესის სამ ცდას შედეგი არ მოჰყვა, ანგისას დარტყმული ბურთი ზედ კარის ხაზიდან […]

ნიკოლ ფაშინიანი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი „ხალხის ძალის“ ლიდერ, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. მისალოცი ტექსტი სოციალურ ქსელ X-ში (ყოფილი „ტვიტერი“) გამოქვეყნდა. „გულთბილად ვულოცავ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას, სომხეთი მოუთმენლად ელის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერებასა და ყველა დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას. ვუსურვებ წარმატებას ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე“, – წერს ფაშინიანი. მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვები მიიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან და […]

“დინამო თბილისი” 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია

სლავა მეტრეველის სახელობის 15-წლამდელთა ლიგის 2024 წლის სეზონის გამარჯვებული “დინამო თბილისის” ასაკობრივი გუნდი გახდა. გათამაშების გამარჯვებული გუნდის წევრებს ოქროს მედლებით და საჩემპიონო ფარით “დინამო თბილისის” აკადემიაში სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა დააჯილდოვა. “დინამო თბილისის” 15-წლამდე გუნდმა ჩემპიონატი 69 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილზე 50 ქულით სფფ-ის ქუთაისის “აკადემია” გავიდა, ხოლო მესამე ადგილი 45 ქულით […]

ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ – სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა

ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ – სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა ნაძვის ხის ანთება ერთგვარი ტესტი იყო ოპოზიციისთვის, დაძლევდნენ საკუთარ ეგოს და ბავშვებს ნაძვის ხის ანთების შესაძლებლობას მისცემდნენ თუ ესკალაციაზე წავიდოდნენ, სამწუხაროდ ოპოზიციამ ტესტი ვერ ჩააბარა, მათთვის ბავშვი მხოლოდ მაშინ […]