სოფო ჭყონია ვატო წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადება – დაპირისპირება ნახევარი მილიონის გამო

“პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ქალიშვილს, სოფო ჭყონიასა და ტელეკომპანია “ტვ პირველის” მფლობელ ვატო წერეთელს შორის ფინანსური დავის შესახებ. ბიზნესმენთან დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, სოფო ჭყონიამ ვატო წერეთელს, “ტვ პირველში” არსებული პრობლემების მოსაგვარებლად 2021 წელს სამჯერ ასესხა თანხა: თავდაპირველად 400 000 ლარი, შემდეგ 55 000 დოლარი, ამის შემდეგ კი – 60 000 ლარი, თუმცა, წერეთელმა […]

ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებიდან საპოლიციო ძალები გაიყვანეს, თავისუფლების მოედანზე მხოლოდ საპატრულო პოლიცია რჩება, თუმცა ადგილზე ჯერ კიდევ დგას წყლის ჭავლის მანქანები

რუსთველის გამზირზე აქციის მონაწილეთა ნაწილი ამ დრომდე რჩება. ისინი პარლამენტის წინ, რუსთაველის თეატრთან და ასევე, გამზირის სხვადასხვა მონაკვეთზე იმყოფებიან. რაც შეეხება სამართალდამცველებს, ისინი ამ დროისთვის აღარ დგანან არც ჭიჭინაძისა და არც 9 აპრილის ქუჩებზე. საპატრულო პოლიციის მხოლოდ რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფება პარლამენტის შენობის წინ, ნაძვის ხესთან, რომელიც რკინის ბარიკადებითაა შემოსაზღვრული. თავისუფლების მოედანზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. […]

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი მხარდამჭერებს მიმართავენ

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლაშა ტალახაძემ, მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე დასასწრებლად იყვნენ მისულები და რომლებიც დღეს რუსთაველის გამზირზე აღარ დარჩნენ დედაქალაქის მერის მოწოდების შემდეგ, რომელმაც ღონისძიება გადადო. “ყველას გაგვიხარდებოდა, მაგრამ არსებობენ ისეთი ჯგუფები, ვისაც კიდევ ჩვენ ვუფრთხილდებით იქით და აქედან გამომდინარე დღეს არ გადაიდგა ის ნაბიჯი, რაც ზიანს მოუტანდა თითოეულ მათგანს. […]

ივანიშვილის ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის, საქართველოს დე ფაქტო პრეზიდენტად დანიშვნა ისტორიას აუცილებლად დაწერს – ფადი ასლი

დღეს საქართველოს ჰყავს ორი პრეზიდენტი: ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და არალეგიტიმურად დანიშნული რუსეთში დამზადებული კლონი მიხეილ ყაველაშვილი მედუზის IQ-ით,” – ასე აფასებს მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევას ბიზნესმენი, “საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლი. “თუ კალიგულას მიერ მისი ცხენის ინციტატუსის დანიშვნა რომის სენატორად ლეგენდად დარჩება, ივანიშვილის მიერ მისი ერთ-ერთი ზებრის, ყაველაშვილის საქართველოს დე […]

“რუ­სე­თი ცდი­ლობს სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ბას სა­ქარ­თვე­ლო” – უკრაინელი დეპუტატი ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო

უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი, ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო X-ის სა­კუ­თარ გვერ­დზე საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: “რუ­სე­თი ცდი­ლობს სა­ბო­ლო­ოდ მი­ი­ბას სა­ქარ­თვე­ლო. დღეს იქ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და და ერ­თა­დერ­თმა კან­დი­დატ­მა პრო-რუ­სუ­ლი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” პარ­ტი­ი­დან “მო­უ­ლოდ­ნე­ლად” გა­ი­მარ­ჯვა. ოპო­ზი­ცია არ აღი­ა­რებს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს და ქარ­თვე­ლი ხალ­ხი ახლა აპ­რო­ტეს­ტებს” – წერს გონ­ჩა­რენ­კო.

ვიდეო: “თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალწელს ართმევთ” – ლაშა ტალახაძე

თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე ცოტა ხნის წინ დე­პუ­ტა­ტე­ბი ლაშა ტა­ლა­ხა­ძე და გენო პეტ­რი­აშ­ვი­ლი მო­ქა­ლა­ქე­თა იმ ნა­წილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რომ­ლე­ბიც დე­და­ქა­ლა­ქის მთა­ვარ გამ­ზირ­ზე ნაძ­ვის ხის ან­თე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას უნდა დას­წრე­ბოდ­ნენ. “ტვ პირველის” ჟურნალისტს გენო პეტრიაშვილმა კითვებზე პასუხი არ გასცა: “არ გვცემთ თქვენ ჩვენ პატივს და არ ჩავწერთ ინტერვიუს” – ამბობს გენო პეტრიაშვილი. “თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ახალწელს […]

“დღეს იმ ხელისუფლებამ გადაგარჩინათ, რომლის გადადგომას ითხოვთ და ბედი თქვენი”- დიმიტრი სამხარაძე

როგორც ცნობილია, თბილისის მერიამ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიება გადადო. “ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში ნაძვის ხის ანთების ღონისძიებაზე მიმავალი მოქალაქეების ვიდეოს აქვეყნებს. როგორც სამხარაძე აღნიშნავს, საპროტესტო აქციაზე მდგომი პირები დღეს იმ პოლიციამ და ხელისუფლებამ გადაარჩინა გაბრაზებული ხალხის რისხვისგან, რომელთაც ორი კვირაა შეურაცხყოფას აყენებენ. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებმა საზარბაზნე ხორცად მიატოვეს […]

საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს – IPM კვლევები

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით IPM კვლევებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის შედეგებს ორგანიზაცია სოციალური ქსელით ავრცელებს. კვლევამ აჩვენა, რომ აქციებს მხარს მოსახლეობის 65% უჭერს. აღსანიშნავია, რომ 18 -34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია და 76% უჭერს მხარს. სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 3 – 12 დეკემბრის ინტერვალში. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის […]

“გვემუქრება ლტოლვილთა ბანაკად გადაქცევა ევროპაში” – იტალიის პრემიერ-მინისტრი

“ჩვენ გვემუქრება ლტოლვილთა ბანაკად გადაქცევა ევროპაში” – იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი, სოციალურ ქსელ X-ზე, ვიდეო მიმართვას ავრცელებს: “ჩვენ გვემუქრება ლტოლვილთა ბანაკად გადაქცევა ევროპაში, ჩვენ ვრისკავთ გავხდეთ მთელი მსოფლიოს დაცინვის ობიექტი, ჩვენ გვჭირდება ლიბიის საზღვაო ბლოკადა და არასამთავრობო ორგანიზაციების გემების ჩაძირვა,” – აცხადებს ჯორჯია მელონი.

ყაველაშვილმა ალიევისგან და ლუკაშენკოსგან მილოცვა მიიღო

მიხეილ ყაველაშვილმა მილოცვა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკასგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევისგან მიიღო. “დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ნაყოფიერი და კონსტრუქციული თანამშრომლობის განახლება ხელს შეუწყობს ბელორუსიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. გისურვებთ ჯანმრთელობას, გეგმების წარმატებით განხორციელებასა და მიღწევებს სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – ვკითუხლობთ ლუკაშენკას მილოცვაში. თავის მხრივ, ალიევმა მისალოც წერილში აღნიშნა, რომ მოხარულია, […]